ისე შეგეჩვიე, როგორც მარტის წვიმა,
ახლად გამოკვირტულ, ტანწერწეტა ნუშებს,
მაგრამ ნოემბერში სულ სხვა გემო ჰქონდა
მზეზე გახუნებულ შენს თმებსა და ტუჩებს.
როგორც მზემ აპრილი, ისე გადამრია,
ისე განვიცდიდი მაგ მთრთოლვარე მკლავებს.
შენს ტანს ვნებიანი სურნელი მოჰქონდა,
როცა დავეძებდი ზედ დაბნეულ ხალებს.
და როგორც მაისმა, გული ამიჩქროლა,
როცა ვუცქეროდი შენს უძირო თვალებს.
თითქოს ამ ძარღვებშიც შენი სისხლი ჰქროდა,
ისე ჩქარა ვთვლიდი იმ ღამინდელ წამებს.
ახლა უშენობა უკვე აღარ მინდა,
ალბათ შენით ტკბობა დამიბრუნებს ნუგეშს
და ველური ჟინი, ასე რომ მოგქონდა,
ვიცი, გაზაფხულზე ამიფეთქებს ნუშებს.

Butterfly !
This post has been edited by Ninna_maya on 23 Oct 2018, 23:37
კლავიატურით კონკურენცია ყველაზე ჯანსაღი კონკურენციაა. რა ხალხი, რა სასტავი.!!!
♥
ნუ ებრძვი სიბნელეს - ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ აენთე!
ჯეფ ფოსტერი ♥