3 დღეში გამომუშავებული 1440 ლარიდან 1400ლარი 5 წუთში მოვიქნიე, ისე რო არც ვნანობ
დარჩენილი 40ლარით კატების საჭმელები ვიყიდე თავისი ჟელეებით, ერთი პედიგრი და ქილის ლუდი (რომელიც 7 წელში 2ჯერ თუ მაქვს დალეული)
ჩავდე ჩანთაში მოვიარე ის ქუჩები სადაც ადრე ვაჭმევდით ხოლმე კატებს, ბუნკერთან ისევ იმდენი არა მაგრამ
3 ძალიან საყვარელი და კაი ტიპი იყო, საჭმელი დავუყარე თუ არა ეგრევე მოცვივდნენ და თან მეთამაშებოდნენ კუდით თან ჭამდნენ
იქვე უბნის აღმართში მაღლა, გარეთ ძალიან დინჯად დადიოდა ერთი თეთრი და რო მივედი გამოცვივდნენ ჭრელ ჭრელი და ჭამეს, თან რაღაცნაირი ჭკვიანი თვალები ქონდათ ორს
ხიდამდე სანამ მოვედი ორი ძაღლი დარბოდა ძალიან შეშინებული, ეტყობოდათ მშივრები იყვნენ ერთი საათი ვეწვალე რო არ გაქცეულიყვნენ და იმათმაც ძლივს ჭამეს
სანამ სახლში შემოვიდოდი 5 წუთით ჩამოვჯექი და ვფიქრობდი
იმაზე როცა მე ვწუწუნებ ხოლმე ზოგადად ჩემს ცხოვრებაზე და ბოლო 3-4 წელი როცა მეკითხებოდნენ როგორ ხარს... კარგად არასდროს არ მითქვამს
ეხლა კომპიუტერთან ვზივარ და 10 წუთში დავიძინებ, დილას რო გავიღვიძებ არაფერი მექნება
მაგრამ თბილად ვიქნები და საჭმლის, და სასმლის პრობლემაც არ მექნება
ამათმა კიდე რა ქნან, რამხელა სტრესია ეს ყველაფერი
მიზნები გეგმები და ოცნებები როცა მქონდა, ერთ-ერთი იყო დიდი თავშესაფარის აშენება სადაც კატები და ძაღლები იქნებოდნენ, თბილად და ექნებოდათ ყველაფერი იმისთვის რო არ ეფიქრათ იმაზე თუ როგორ იპოვონ საჭმელი რო გადარჩნენ
მეორე თავშესაფარი მოხუცებისთვის, სადაც კადრებსაც მე ავარჩევდი რო ვინმე უხეში ან რაღაცნაირი ტიპი არ ყოფილიყო......
ეხლა ძალიან გადაღლილი ვარ
ამ პოსტს რასაც ეხლა ვწერ სისულელეა მაგრამ ემოცია იყო რომელიც უნდა გამოხატულიყო როგორღაც, და დაიწერა
ძალიან დავიღალე
ეს მთელი კვირა ჩავწვები და დაველოდები, რას გადაწყვეტენ, მაღლა თამაშის გმირები

ისედაც ძალიან ბევრი ვწერე, დროოც მოსულაა
წიიიიიინ ზიზღით სავსე დილისკენ,და იმედია რაღAც ყოველთვის დაეხმარება იმათ ვისაც თავისით არ შეუძლია ბევრი რამ და ეს მისი ბრალი არ არის ,ხოლო ჩემნაირ საშინელ ადამიანებს რომლებიც ყველაფრით დაიღალნენ და ამიტომ არ აკეთებენ არაფერს, გაქრობაა ჯანდაბა და იმაზე მეტი ვიდრე ამ 2 დღეში დამემართა
