<casablanca>კი ვცადე ფსიქოლოგთან ვიყავი, ეტყობა არ იყო პროფესიონალი, შუა პროცესის დროს მივხვდი რომ უბრალოდ ვცდილობდი კარგი შთაბეჭიდლება შემქნმა მასზე და "კაი ტიპი" გამოვჩენილიყავი, ორიგინალური და ა.შ. და წარმატებით გამომდიაოდა, მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა მასთნა ისარულს. ფსიქოლოგიც ცოტა გარეგნობით ავარჩიე
siml11ფსიქოლოგიის განხრაა და ბოდიში თუ 90%ივით უბრალოდ "მელანქოლია" კიარა უფრო სერიოზულ პრობლემაზე ვწერ
LapustakLTC100თქვენ ერთად გიპასუხებთ: ფსიქოპატობა რათქმაუნდა ბევრ რამეში ვლიდნება, მეც როგორც ავღწერე სხვა რამეში ვავლენ და ვიყენებ. მთავარია რომ ფსიქოპატებს ემპათიის გრძობა არ გააჩნიათ, შესაბამისად ზოგი უბრალოდ კლავს, ზოგი უბრალოდ მანიპულირებს სხვებით, და მოკლედ ყველაფერი უფრო მარტივად შეგიძლია როდესაც სინდისი არ გაწუხებს. შესაბამისად კარიერაშიც, სერიულ მკვლელობაშიც, თუ სხვა რამეში შესაძლოა დაგეხმაროს ფსიქოპატობა წინ წაწევაში. მაგალითად (ლუზერობას შეეხო აგერ) და კარიერაში ძალიან კარგად ვარ და შემდგარი. ასე რომ მე რომ მკითხო LTC100 - ჩემსა და შენს შორის თითქმის ყველა კრიტერიუმით შენ უფრო მეტი ჩაგთვლის ლუზერად ვიდრე მე, ორივეს რომ გვიცნობდეს ვინმე, ამაში დარწმუნებული ვარ. და თუ ლუზერობაში იმას გულიხსმობ რომ ჯერ არ ჩამიდენია დანაშაული (რისი სურვილიც მაქვს) ან გამოტეხვას ცდილობ რამე თუ მაქვს ჩადენილი good luck with that

-------
რომ დავუბრუნდე მთავარს, როგორც ვთქვი მინდა უბრალოდ იცოდეთ როგორ და რას ვაკეთებდი ამიტომ გიზიარებთ ჩემზე ინფოს რომ სხვაში შემდეგში შეძლოთ ხოლმე ამოცნობა ასეთი ქცევების, ან სიტყვაზე და მომავალში თუ მართლა რამე ჩავიდინე, გეცოდინებათ აქვე ისტორიასავით იქნება ვინ ვიყავი და როგორ მივედი იქამდე.
მანამდე კი დანარჩენს ვიტყვი როგორ და რას ვაკეთებდი და რაში ვავლენდი ჩემს დაუკმაყოფილებელ სურვილებს:
2. პირველი სიყვარული
ჩემი პირველი შეყვარებული ბევრს მოსწონდა სკოლაში. ეს მსიამოვნებდა. ამიტომ ვცდილობდი მასში ისეთი იდეები ჩამეწვეთებინა რომ სხვისკენ არ გაეხედა. თავიდანვე ვარწმუნებდი რომ ზედმეტი გახსნილობა, მეგობრულობა და ღიმილიც კი ნელნელა გადაიზრდება ბოჰემურ ცხოვრების სტილში და ამას ვერც შეამჩმევს ისე მოხდება. ამას კი მოჰყვება სახელის გატეხვა, სირცხვილი, გაუთხოვრობა და უბედური ცხოვრება. ამას მოკლედ ავღწერ თუცმა თვეობით დამუშავების შემდეგ რათქმაუნდა ჩემს აზრზე გადმომყავდა და შედეგითკმაყოფილიც ვიყავი. ის არათუ სხვა ბიჭზე არ იფიქრებდა არამედ იმ მეგობრებსაც დაშორდა რომლებიდანაც შესაძლოა სხვა ბიჭები გაეცნო. ამისთვის მხოლოდ ის იყო საკმარისი მის მეგობარზე ეჭვნარევი კითხვა დამესვა თუ რამდენად სანდოა ის მეგობარი, რამდენად კარგი სახელი აქვს ან ზედმეტად თავქარიანი ხომ არ ჩანს. ასეთი კითხვების შემდეგ კი ჩემს მიერ მანამდე ჩანერგილი ფიქრები დომინირებას იწყებდა მის ტვინში, შედეგად კი მეგობრის ჩამოშორება ხდებოდა. ამ ყველაფერს კი ისეთი ელფერი დაჰკრავდა, თითქოს მან თავად მიიღო ეს გადაწვყეტილება ხოლო მე არაფერ შუაში ვიყავი. ეს ურთიერთობა ჯამში 3-4 წელი გაგრძელდა. თუმცა ინტერესი მომიკვდა ნელნელა, მივხვდი რომ ეს გოგო ჩემზე ძალიან იყო მოჯაჭვული, ითხოვდა ყურადღებას რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩემში კი ემოციები უფრო და უფრო ცივდებოდა ყველაფრის მიმართ, შესაბამისად ფოკუსირება და ინტერესის შენარჩუნება ერთიდაიმავე ობიექტზე ძალიან მიჭირდა.
ჩვენი დაშორებიდან 10 წელზე მეტი გავიდა, გოგო დღეს გათხოვილია და შვილიც ჰყავს. თუმცა შემეხმიანა რამოდენიმეჯერ და მითხრა თუ რამხელა გავლენა ვიქონიე მის ჩამოყალიბებაზე და რამდენად ბევრს ვნიშნავ მისთვის. სამწუხაროდ ვერ ხვდება რომ მასში თავისუფლების სიყვარული ჩავკალი და პირად ექსპერიმენტად გამოვიყენე. არამგონია როდესმე შეძლოს მან შეცვლა.
This post has been edited by delon on 7 Jan 2019, 18:00