დღეს მეტროთი მომიწია მგზავრობა და ძველი ჰობის გახსენება გადავწყვიტე და დავიწყე ხალხზე დაკვირვება...
თავიდან ძალიან გამიჭირდა... განსაკუთრებულს ვერაფერს ვარჩევდი...
შემდეგ ერთერთ გაჩერებაზე პენსია რომ ახალი დანიშნული აქვს ან ესესაა რომ უნდა დაუნიშნონ მაგ ხნის ქალბატონი და 24-27 წლის გოგო ერთდროულად შემოვიდნენ და დაეჯანხნენ გვერდებით ერთმანეთს..
ეს ქალი კაი ჯანზე იყო, ქართველებისადმი დამახასიათებელი ზედმეტი წონით მაგ ასაკში... გოგო გამხდარი... გამხდარი რაა... რომ კითხო 5 კილო მოსაშორებელი რო აქ...
ჰოდა ამ გოგოს ძალიან არ ესიამოვნა, რეალურად იმ ქალის ბრალი იყო, რადგან გიჟივით შემოვარდა ადგილი არავინ დამასწროსო... და ამ გოგომ FFFFFFFFFFFFFFF-ო...
იმ ქალმა დაიკიდა, როგორც ჩანს მშვიდობისმოყვარეა... მივიდა წყნარად და 40-45 წლის მამაკაცს თავზე დაადგა იმ იმედით რომ დაუთმობს...
ჰოდა დგას ეხლა ეს ქალი და ფიქრობს... ნორმალურად გამოვიყურები ჩემი ასაკისთვის, მაგრამ მაინც ხომ მეტყობა? და ადგილს მაინც არავინ მითმობს... და დამწუხრებულია ესე სადღაც შუაში რომაა გაკვეხილი და არც ახალგაზრდაა და არც მთლად ბებერი...
ამ გოგოს მეორე გოგო შემოყვა უკან... ამ გოგოსგან განსხვავებით აშკარად მშვიდობისმოყვარე... არც ეს გოგოა "ბუა" მაგრამ გაღიზიანდა რა...
ჰოდა ამ FFFFFFFFFFFFFFF-ს თქმა და აგრესიულად ხელის მოკიდება ერთი იყო ბოძზე თუ რაცაა...
კონკრეტულად არ დავწერ რა და როგორ, მაგრამ ამ გოგოს ხელებზე ბეჭდების განლაგებამ გამახსენა რაღაც... უფროსწორად კონკრეტულ ხელზე ბეჭდების განლაგებამ და თუ რომელი ხელი მოკიდა და ა.შ...
მოკლედ, ჯესტების ენის abc-ის თუ დავუჯერებთ ამ გოგოს სექსი აკლია, ან სექსუალურად დაუკმაყოფილებელია... ერთი შეხედვით ამ დიაგნოზის დასმა შეიძლება...
ვაგრძელებ ამ გოგოზე დაკვირვებას და თან ვფიქრობ, მშვენიერი ასაკის და გარეგნობის გოგოს (ნახევრად სლავი იყო აშკარად, მაგრამ შავთმიანი... ქართული გენები

) რატომ აკლია სექსი?
ჰოდა ამ გოგოს ვაკვირდები და ვხედავ თუ როგორ უყურებს მეორე გოგოს და ისიც როგორ უყურებს...
ჰოი საოცრებავ... ლესბოსელები!
და ამ დროს სულ სხვა ფიქრებში წავედი, რომ ლესბოსელებსაც აკლიათ სექსი ან დაუკმაყოფილებლები არიან... ამ დაუკმაყოფილებლობას უფრო და უფრო ამძიმებს ესე უცებ განრისხების ფაქტი...
მოვიდა ჩვენი გაჩერება, ერთ გაჩერებაზე ჩავედით... მე დაღლილი ნელი ნაბიჯით მივდივარ ესკალატორისკენ და ამათ უცებ ჩამიწუილეს და ორი კაცის გამოტოვებით წინ დადგნენ...
კიდევ განვაგრძე დაკვირვება 2 წუთით და ყველაფერი ნათელია რომ ერთად არიან... შემდეგ მარშუტკაშიც ერთად მოვხვდით რაღაცნაირად და კიდე ჩემთან ჩამოვიდნენ...

მაგრამ შემდეგ გაიყარა ჩვენი გზები...
ჰოდა იმის თქმა მინდოდა რომ Ребята давайте жить дружно...
ერთი დაჯახების გამო ნუ გავღიზიანდებით...