როგორც იქნა დავხატე საქართველოს გაბრწყინება… ჯერ კომპუტერული დამუშავებით
დავხატე და ეხლა ტილოზეც დავამთავრებ, ამას კი ესკიზად გამოვიყენებ:
ძაან ძნელი იყო გაბრწყინების ჯერ წარმოდგენა და შემდეგ დახატვა… სიმბოლოებით და რამე..

აქ არის გამოხატული წმ. გრაალის თასი რომლის გააქტიურება გააბრწყინებს საქართველოს…
მარჯვნივ ქვემოთ დგას სერაფიმი, რომელიც იერარქიის უმაღლეს საფეხურს გამოხატავს ანუ
სიყვარულის ანგელოზი, ექვსი ფრთით… მარჯვნივ ქრისტეა გამოხატული ეთერული სამყაროდან…
ზემოთ კი ორი ანგელოზია ჯვრის მონასტრის ვარიანტიდან აღებული, ცენტრში საქართველოა
რომელსაც ოქროსფერი დაცვის აურა აქვს გარშემოკრული, ის იმყოფება ორ ზღვას შუა…
გრაალის თასს ქვემოთ ნახევრად მთვარის სიმბოლო აქვს სადგამის ვარიანტში… ის ყვითელი
ფერი კი მზესაც გამოხატავს, რომელიც დიდ გრაალის თასშია მოთავსებული, საქართველოც …
პს.
არ ვიცი კიდევ რა უნდა დამეხატა, ისედაც გადაიტვირთა მგონი…