მეტამორფოზა
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16437
წევრი No.: 258689
რეგისტრ.: 5-September 20
|
#56983991 · 14 Oct 2020, 18:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერ ვნახე აქ დელირიუმთან დაკავშირებით თემა. გარკვეული სახის ინფორმაციას დავწერ და თქვენც შეავსეთ,რაც იცით მის შესახებ.ან თუ გქონიათ მსგავსი ტიპის ადამიანებთან შეხება.
დელირიუმი მენტალური ფუნქციების უეცარი, ტალღისებური და, როგორც წესი, შექცევადი დარღვევაა. დამახასიათებელია ყურადღების კონცენტრაციის, ორიენტაციის მოშლა, ფიქრის, აზრის მოკრების უნარის დაკარგვა და სიფხიზლის (ცნობიერების) დონის ტალღისებრი ცვლილება.. ამ მდგომარეობას სხვა ტერმინებითაც აღნიშნავენ, მაგ., "კონფუზიური მდგომარეობა" ან "მწვავე ორგანული სინდრომი". დელირიუმი უვითარდება თერაპიულ და ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 15_30%-ს; უფრო მეტს _ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში . დელირიუმი უფრო ხშირად უვითარდებათ ხანდაზმულ პირებს, რომლებსაც `შეზღუდული ცერებრული უნარები~ ან დემენცია აქვთ. დელირიუმის გამომწვევი მიზეზებია: 1.წამლები *ალკოჰოლური ინტოქსიკაცია *ალკოჰოლური აბსტინენცია და თეთრი ცხელება *ოპიატები(მორფინი,მეპირიდინი).სედაციური საშუალებები (ბენზოდიაზეპინები, საძილე საშუალებები),ანტიფსიქოზური საშუალებები *სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები *ნებისმიერი ანტიქოლინერგული მოქმედების პრეპარატები *დიგოქსინი(წარმოადგენს საგულე გლუკოზიდს და ზრდის მიოკარდიუმის შეკუმშვის ძალას) *შარდმდენები *ლითიუმი *სტეროიდები 2.სამედიცინო მდგომარეობები *ფებრილური დაავადებები (მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია) *სეპტიცემია *უკმარისობა (ღვიძლის, თირკმლის, გულის) *ჰიპო ან ჰიპერგლიკემია *პოსტოპერაციული ჰიპოქსია *თიამინის დეფიციტი *ნევროლოგიური დაავადებები *ეპილეფსიური კრუნჩხვა (პოსტიქტალური) *ქალა–ტვინის ტრავმა *მოცულობითი სიმსივნეები *ენცეფალიტები *ცერებრული ჰემორაგია 3.სხვა *ყაბზობა *ფაღარათი *ტკივილი *სენსორული დეპრივაცია დელირიუმი უეცრად იწყება და რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში პროგრესირებს. ამ მდგომარეობაში პაციენტთა ქცევა განსხვავებულია, მაგრამ დაახლოებით ჰგავს ისეთი ადამიანის საქციელს, რომელსაც თრობა უფრო და უფრო უძლიერდება. დელირიუმის მთავარი ნიშანი ყურადღების მოშლაა. ადამიანებს არ შეუძლიათ კონცენტრაცია, ვერ გადაამუშავებენ ახალ ინფორმაციას და ვერ იხსენებენ უახლოესი წარსულის მოვლენებს. შესაბამისად, მათ არ ესმით, რა ხდება გარშემო. ორიენტაცია ირღვევა. უეცრად განვითარებული გაურკვევლობა დროსა და სივრცეში (ადამიანმა არ იცის, სად არის) დელირიუმის ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს. მძიმე შემთხვევაში პაციენტები იმასაც ვერ ხვდებიან, თავად ან გარშემო ადამიანები ვინ არიან. აზროვნება არეულია, ადამიანები ზოგჯერ უაზროდ ლაპარაკობენ. სიფხიზლის (ცნობიერების) დონე ტალღისებურად იცვლება. ერთ წუთს ადამიანი შესაძლოა ძალიან გამოფხიზლებული იყოს, მერე კი მოითენთოს და მოდუნდეს. სხვა სიმპტომებიც ყოველწუთიერად იცვლება და საღამოობით უარესდება (მზის ჩასვლის ფენომენი). დელირიუმის დროს ძილი ირღვევა და ზოგჯერ ძილ-ღვიძილის რეჟიმიც შებრუნდება, ანუ ადამიანს სძინავს დღისით და ღვიძავს ღამით. ამავდროულად შეიძლება განვითარდეს უცნაური, საშიში მხედველობითი ჰალუცინაციები, ადამიანი ხედავდეს საგნებს ან სხვა ხალხს, რომლებიც იქ სინამდვილეში არ არიან. ზოგს პარანოია ან ბოდვები უვითარდება (ცრურწმენა, რაც აღქმულის ან განცდილის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად წარმოიქმნება). პიროვნება და ხასიათიც შეიძლება შეიცვალოს. ზოგი ადამიანი იმდენად ჩუმი და თავის თავში ჩაკეტილია ამ დროს, რომ ვერავინ ამჩნევს, დელირიუმი თუ აქვს. სხვები პირიქით, გაღიზიანებულები, აგზნებულები არიან, ვერ ისვენებენ და ბოლთას სცემენ. სედაციური საშუალებების მიღების შედეგად განვითარებულ დელირიუმს მოთენთილობა და განცალკევება ახასიათებს. მათი შეწყვეტის ან ამფეტამინების მოხმარების დროს კი პირიქით, ინდივიდები აგრესიულები, ჰიპერაქტიურები ხდებიან. ზოგი ადამიანის ქცევა ამ ორ ტიპს შორის ცვალებადობს. აგზნების კონტროლისა და გამოფიტვის პრევენციის მიზნით სასწრაფო ზომების მიღება ისევეაუცილებელია, როგორც გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება. ამის განხორციელება შესაძლებელია, თუ პაციენტს ხშირად მივცემთ ახსნა-განმარტებებს, რეორიენტაციას და გავამხნევებთ მას. სასურველია, პაციენტსემსახურებოდეს ერთი და იგივე სამედიცინო პერსონალი.იდეალურ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოვათავსოთ მშვიდ გარემოში, ცალკე ოთახში. ახლობლები ხშირად უნდა ნახულობდნენ მას. ღამის განათება საკმარისი უნდა იყოს ორიენტაციისთვის და თანაც ისეთი, რომ ხელს არ უშლიდეს ძილს. მნიშვნელოვანია სხვა საკითხების გათვალისწინებაც. გარემო რაც შეიძლება წყნარი უნდა იყოს და კარგად განათებული, რათა მას გაუადვილდეს, დაინახოს, რა და ვინ არის ოთახში, სად იმყოფება თვითონ. საათების, კალენდრისა და ოჯახური ფოტოების მოთავსება მის მახლობლად აადვილებს ორიენტაციას. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, პერსონალმა და ოჯახის წევრებმა უნდა დაამშვიდონ პაციენტი, შეახსენონ, რა დროა და სად იმყოფებიან. საჭიროა მისი გაფრთხილება ყველა პროცედურის ჩატარებამდე წინასწარ. სათვალის ან სმენის აპარატის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უნდა შეეძლოს მათი გამოყენება. პროგნოზი კეთილსაიმედოა და დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდებიან.
This post has been edited by მეტამორფოზა on 14 Oct 2020, 18:57
|