არ ვიცი, თბილისში სად შეიძლება ვიარო ისე, რომ არც ფილტვების კიბო ავიკიდო, არც ძაღლებმა დამგლიჯონ და არც იძულებული გავხდე, რომელიმე პატარა სკვერს ვურტყა წრეები, როგორც პატიმრები ურტყამენ ციხის ეზოს.
3 სხვადასხვა არამაგისტრალური გზა ვცადე დაგეგმილი მარშრუტის გასავლელად. სამივეგან ხროვად დამხვდნენ გაველურებული ძაღლები.
ბოლოს ვიკადრე და ავედი ტრანსპორტში, თავიდან დაწუნებულ, მანქანებით დატვირთულ გზამდე რომ მიმეღწია სიარულის გასაგრძელებლად. არ ვიცი, თუ ღირდა. ვიარე, მაგრამ სული ლამის შემეკმა, ძალიან ჭირს ამ ჰაერის სუნთქვა.
ჯამში 7 კმ-ს გავლა მოვახერხე ფეხით, მაგრამ არ ვარ ამ მარშრუტის კმაყოფილი. უკეთესსაც ვერაფერს ვპოულობ.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, ყოველი გასვლისას როგორი უკიდეგანო სევდით სავსე ვბრუნდები შინ.
როგორც კი მთავარ გზებს გასცდება და თბილისის ცენტრალური თუ გარე უბნების ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში შეიხედავს, შეუძლებელია, აუტანელმა ნაღველმა არ მოიცვას ადამიანი. ბარაკებში ცხოვრობს თბილისლების უმეტესობა, ხელმოკლეობით აგებულ, პაწაწინა, ჩამოფხავებულ, თავზე დაქცეულ ჭერებქვეშ. ხევები და დასახლებებისგან მოშორებული ადგილები სავსეა გულისმომკვლელი, სახელდახელოდ შეკოწიწებული თავშესაფრებით.
დემოგრაფიული მდგომარეობაო. სულ რომ მარგალიტები გამობრძმედილიყვნენ იმ ნიჟარებში (რაც 99% შემთხვევაში ალბათ სულ პირიქით მოხდებოდა), რამდენი ქალი, მითუმეტეს ჯანმრთელი ფსიქიკის, მოინდომებს ამ უმრავლესობის რომელიმე წარმომადგენელთან ოჯახის შექმნას და საკუთარი შვილის იმ გარემოში გაზრდას?
ქალების მემკვიდრედ მოაზრების საკითხი ისევ არ არის გაცდენილი ქაღალდს. რომც იყოს, ნორმალურ გარემოში გაზრდილ ადამიანებს ალბათ ძალიან გაუჭირდებათ მათთან ინტენსიური კომუნიკაცია.
საინტერესოა, ამ ქვეყანაში ვინც ქორწინდება, როგორები არიან?
კიდევ უფრო უცნაურ საზოგადოებას მივიღებთ ცოტა ხანში.
ფეხით სიარულისას როგორი განცდები ეუფლებათ ადამიანებს განვითარებულ ქვეყნებში? რა იტაცებს მათ თვალს, ყნოსვას, მათ ფიქრს?
უნდა ვიარო, მაგრამ არ ვიცი სად.
This post has been edited by Genevieve on 25 Mar 2026, 18:13