φία
Tired Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1379
წევრი No.: 246848
რეგისტრ.: 25-November 18
|
#62664720 · 17 Jul 2026, 05:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Polarizing დავწერ ჩემს დამოკიდებულებასაც იმედი მაქვს, ვინმეს გამოადგება
| QUOTE | აბსოლუტურად სწორია შენი არგუმენტები და ლოგიკური, უბრალოდ ვრცელდება ტიპური ცხოვრების ფარგლებში
|
ტიპიური ცხოვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი უნიკალურია და უნიკალური შინაგანი ცხოვრება აქვს
| QUOTE | დამოკიდებული ადამაინის ფსიქოლოგია და მისი კანონზომიერებები განსხვავდება და განსხვავებულად მოქმედებს.
|
არ იყოფა ადამიანები დამოკიდებულებად და დამოუკიდებებლებად. თუ ადამიანი ცოცხალია, ე.ი. დამოკიდებულია რამეზე, რაღაც იჯაჭვავს ამ ცხოვრებაში, რაღაც იზიდავს ან განიზიდავს და მარიონეტივით ამოძრავებს, გასწიოს ის შრომა, რაც ცოცხლად დარჩენისთვისაა საჭირო - არ დაეზაროს და მინიმუმ ჭამოს და მოინელოს მაინც. თუ ადამიანი რამეზე დამოკიდებული არ არის, უმოქმედობისგან, უჭმელობისგან, მოწყენილობაში მოკვდება. თუ ცოცხალია, ე.ი. აუცილებლად რამეზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა გაახდენდება, როცა აამოძრავებს როცა თვალს გაახელს - საყვარელ არსებების შინაგან სამყაროსთან ზიარების ბედნიერება თუ გარესამყაროს შეცნობის ინტერესი, შოკოლადის ფილა ან ბოზბაში და ჩიხირთმა თუ რომელიმე მათრობელა ნივთიერების ხატი, მდინარეში საკუთარი ანარეკლის ცქერით ტკბობის მონატრება თუ დაწყებული საქმის დასრულების ჟინი, ბედისწერის ტალღებზე სერფინგი და მოულოდნელთან შეხვედრის მოლოდინი თუ ფიზიკური ექსტრემალური სპორტით განცდილი ეიფორია, უვარგისი შეყვარებულისთვის შანსის მეათასედ მიცემით გამოწვეული ემოციური კარუსელი თუ სლოტების ტრიალი, წარსულის სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოგონებების დინებისთვის თავის მიცემა თუ ჰარმონიულ არარსებულზე ოცნებით ან საშინელი სცენების წარმოსახვით თავის ტანჯვით განცდილი სიცოცხლის განცდა... დამოკიდებულება არაა ის, რაც გვყოფს - ისაა, რაც გვაერთიანებს. გვასხვავებს ის, რომ ზოგი ისეთ რამეზე ვართ დამოკიდებული, რაც მტანჯველ განცდებს იწვევს ჩვენში ან მიიჩნევა რომ გვაზიანებს (მავნე ჩვევებზე დმოკიდებულება), ზოგი კი ისეთზე, რაც მავნედ არ არის შეფსაებული.
| QUOTE | | დამოკიდებული ადამიანი, ( თუნდაც მოთამაშე ) ემოციურ ვაკუუმს კი არ განიცდის, პირიქით - მისი ემოციური რეცეპტორები სიფხიზლეში სრულად გაშიშვლებულია. როცა თამაშს თავს ანებებ, ქრება ძველი „ანესთეზია“ და რჩები რეალური პრობლემების წინაშე. ეს შიშები არის არა გართობა ან „კაიფი“, არამედ ტკივილი |
ემოციური რეცეპტორების გაშიშვლებულობა არ არის მავნე ჩვევებზე დამოკიდებული ადამიანების პრეროგატივა. არამავნე ჩვევებზე დამოკიდებული ადამიანების რეცეპტორებიც გაშიშვლებულია. განსვავება იმაშია, რომელ ემოციებს ვირჩევთ ..საცხოვრებლად" ანუ რისი განცდა შეგვიძლია ხანგრძლივად, წონასწორობი და რას შეუძლია ჩვენი გატაცება. არამავნე ჩვევებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, როგორც თევზისთვის წყალი, ბუნებრივი, მუდმივი გარემო არის ჰარმონიულ განცდები და ,,კაიფის" მომგვრელ მძაფრ ემოციებსაც რამე სასარგებლო ან მშვენიერი აღძრავს მათში. მტანჯველი ემოცია მოქმედებს როგორც ამომგდები ძალა - როგორც კი გაჰკრავთ გულში, მაშინვე აგვარებენ მის გამომწვევ საკითხებს და აგრძელებენ ცხოვრებას ჰარმონიულ განცდებში - მძაფრშიც და სტაბილურშიც. შენი აზრით, ამ ადამიანების ემოციური რეცეპტორები შეიძლება არ იყოს შიშველი? 70 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც ბაიკებით ჩამოვიდნენ საქართველოში და თუშეთის გარემოს ისრუტავენ.  თუ ტანჯვა ადამიანის ბუნებრიცი, წონასწორული მდგომარეობა არ არის, მაშინ ის ამომგდები ძლაა, მამოძრავებელია, მაშინვე გამოსავლის ძიებისგენ უბიძგებს და ამოქმედებს, ელვისებურად გადართავს პოზიტიურზე, თუნდაც ზრუნვაზე, შრომაზე, მოგვარებაზე.  მგონია, რომ ადამიანს დიდხანს მხოლოდ წონასწორულ მდგომარეობაში შეუძლია გჩერება. და ასევე მგონია, რომ თუ ვინმე დიდხანს ჩერდება შიშის, ტკივილის, დანაშაულის განცდის და ა.შ. მტანჯველ განცდებში, ე.ი. ეს არის მისთვის წონასწორული მდგომარეობა. რატომ არის და რა უდევს ამას საფუძვლად, ეს არის საკვლევი. | QUOTE | | როცა ადამიანს გამოვლილი აქვს დამოკიდებულება - მოხმარება, მას მუდმივად თან სდევს სირცხვილისა და დანაშაულის განცდა წარსულის გამო. |
მუდმივობაზე კიდევ ერთხელ დავწერ. მგონია, რომ თუ ადამიანს მუდმივად სდევს სირცხვილის და დანაშაულის განცდა, ეს იმით კი არ აიხსნება, რომ დამოკიდებულია, არამედ პირიქით შეიძლება იყოს - შეიძლება ის სირცხვილის გამომწვევ ჩვევებზე დამოკიდებული იყოს იმიტომ, რომ არსებობდეს რაღაც, რის გაწონასწორებასაც მასში სწორედ ეს განცდები სჭირდება.
| QUOTE | | შიში იმისა, რომ საზოგადოება დაინახავს შენს სისუსტეებს და გაგკიცხავს, გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ „ვიღაცამ არ თქვას, მსუქანიაო“. ეს არის შიში |
აქ რატომღაც წავიკითხე ,,ჩვენ სახალხო არტისტები ვართ და თქვენ - არავინ". არ არის პრობლემა, მაგრამ ასეთი რომანტიზება, მგონია, არსებულ მდგომარეობაში დარჩენას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მისგან გამოღწევას. „ვიღაცამ არ თქვას, მსუქანიაო“ იმდენად ღრმა შიშია, რომ ადამიანები სახლებიდან წლობით არ გამოდიან.
თან, მგონი, სოციალური იზოლაციის შიშს კი არ გულისხმობდი, არამედ უარყოფის ტკივილის განცდის შიშს, რომელსაც სოციალური იზოლაციით იცილებთ თავიდან.
თუ მაინც სოციალურ იზოლაციას გულისმობ, მე ჯერ არ მინახავს თამაშდამოკიდებული ადამიანი, რომელიც ამის გამო საზოგადოებას გაერიყოს. ხელფასი და სხვა შემოსავალი აღებისთანავე წაგებული ჰქონდა ჩემი თანამშორმლების დიდ ნაწილს, ზოგი მათგანი მენეჯერის კომპზე თამაშობდა. აზრადაც არავის მოსვლია, გაერიყა რომელიმე. ან რატომ უნდა აქციო ზურგი ადამიანს, შენს ფულს ხომ არ ეხება? ბიზნესებსაც ძალიან აწყობთ ასეთი თანამშრომლები - დანაზოგი არასდროს აქვთ, ვერასდროს წავლენ სამსახურებიდან. მეგობრობიდანაც არცერთი ჩემი ნაცნობი თამაშდამოკიდებული არ გაურიყავს არავის თამაშდამოკიდებულების გამო. პირიქით კია, ამის წყალობით უფრო ადვილად შეუძლიათ ადამიანების დამეგობრება, ისე ხელგაშლილად ხარჯავენ, რაც აქვთ. ამას ბევრი ადამაინი სიყვარულის, მეგობრობის, საიმედოობის გამოხატულებად მიიჩნევს შეცდომით. მოკლედ, თუ სხვის ფულს არ ეხება, არავინ რიყავს ადამიანს თამაშდამოკიდებულების გამო.
ერთადერთი, ვინც შეილძება ის სოციალურ იზოლაციაში მოაქციოს, საკუთარი თავია.
სხვათაშორის, ბარემ იმასაც დავწერ, რომ არც შიშსა და ტანჯვაში ცხოვრება და არც თვითოზოლაცია არ ახასიათებს ყველა თამაშ- თუ სხვა მავნე ჩვევაზე დამოკიდებულს. არაერთს ვიცნობ, რომელიც ცხოვრების ყოველი წამით ხარობს, ტკბება თამაშითაც, ურთიერთობებითაც და არც თვითიზოლაციისკენაა მიდრეკილი. ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ თამაშდამოკიდებულება კი არ იწვევს ტანჯვისადმი მიდრეკილებას, არამდე ტანჯვისადმი მიდრეკილება შეიძლება ეძებდეს რომელიმე მავნე ჩვევას, როგორც ხელშემწყობს.
| QUOTE | „უაზრობის შიში“ გლობალური ეკონომიკის ან სამყაროს უარყოფას არ ნიშნავს, არამედ საკუთარი თავის გაუფასურებას. ( ესეც დაავადებიდან მოდის ) როცა თითქმის 2 წელი გაქვს სიფხიზლე და ცდილობ ახლიდან დაიწყო ცხოვრება, ახლიდან დაისახო მიზნები და გეგმები, სწავლობ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ იარო, გონება მაინც ძველ განცდებს ატრიალებს - ეს ყველაფერი ფუჭი ხოომ არ არის? ეს არის ზუსტად ეგზისტენციალური კრიზისი.
|
არა, ეგ არ არის ეგზისტენციალური კრიზისი, ეგ არის მოტივაციის კრიზისი. ეგზისტენციალური იქნებოდა, თუ ზოგადად შრომის აზრს გააუფასურებდი. შენ ეგსიზტენციალური კრიზისი არ გაფერხებს, გაფერხებს ერთი მხრივ მოტივაციური კრიზისი, მეორე მხრივ ქმედებაში სიამოვნების ვერდანახვა.
| QUOTE | და ეს ყველაფერი მიდის ისევ 12 ნაბიჯის პროგრამასთან, სადაც ხდება ამ შიშებზე მუშაობა, გადალახვა და საკუთარი თავის ობიექტურად დანახვა.
|
რაც შეეხება 12 ნაბიჯის პროგრამას, ნებისმიერი პროგრამა, 12 ნაბიჯის იქნება თუ სხვა, შედეგიანი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხრივ მასში მუშაობენ პროფესიონალები (ამ შემთხვევაში პროფესიონალები არა თამაშში ან მოწევაში, არამედ ფსიქოლოგია-ფსიქიატრიაში) და მეორე მხრივ ინდივიდი მუშაობს თავზე სწორი მიმართულებით. შედეგიანი არის თუ არა პროგრამა მარტივად შეიძლება დადგინდეს: პროგრამის იდეაა იმ 12 ნაბიჯების წინ გადადგმა და არა წრეზე სიარული, და მდგომარეობიდან ცხოვრებაში გამოსვლა. თუ პროგრამა იქცევა რომელიმე მავნე დამოკიდებულების ჩამნაცვლებელ სხვა მავნე დმოკიდებულბად, სადაც ადამიანები წრეზე დადიან, ახალ დამოკიდებულებაში გატარებულ დღეებს და წლებს ითვლიან და ცხოვრებაში ვერ გადიან, ჩემი აზრით, ის პროგრამა უშედეგოა. თუ მენტორი არის ადამიანი, რომელმაც ერთი დამოკიდებულება ჩაანაცვლა მეორე, პროგრამაზე დამოკიდებულებით, მისი შრომის ნაყოფიერება მეტწილად ვერ ცდება 12 ნაბიჯის მენტორობას და ცხოვრების სხვა წრეში გადაცხოვრება ვერ მოახერხა, წარმატების მაგალითადაც არ გამოდგება. თუ მენტორმა ცხოვრებაში გასვლა მოახერდა, ახლა სავსე ცხოვრებით ცხოვრობს მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების გარეშე, მენტორობა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშია და მისი შრომითი ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ ამ საქმეში მისი ერთადერთი ღირსება ის არის, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლია, მის ჩართულობას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაგალითის ძალა, იმიტომ, რომ ყველა ადამიანის მოცემულობა განსხვავებულია და ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, რის დანახვას და სწორი მიდგომის შერჩევას ერთი კინკილა გამოცდილება კი არა მთელი დარგის სიღრმისეული ცოდნა სჭირდება. მხოლოდ პირადი გამოცდილებით სხვების ასეთი დონის პრობლემებს ვერ გაუმკლავდები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და მრავალმხრივი და ,,შავი" სამუშაოს - ფსიქიკასთან მუშაობის წარმატებით შესრულება შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს - ადამიანს, რომელსაც აქვს შესაბამისი მიმართულების მაღალი ხარისხის განათლება და პრაქტიკის შედეგიანად წარმართვისთვის საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები და იმუშავებს სისტემატურად და საფუძვლიანად.
This post has been edited by φία on 17 Jul 2026, 05:20
|