კეთილი დათვი და მელა, რომლებსაც უყვართ მუსიკა, ბუნება და ადამიანები ახალი ქართული მუსიკალური პროექტია. The BearFox ირაკლი (ბეთხო) მანჩხაშვილისა და მერაბ (მებო) ნუცუბიძის დუეტია, რომელთა ანგარიშზეც ჯერ მხოლოდ ერთი ჩანაწერია, თუმცა მსმენელს ბევრ ახალ ნამუშევარს პირდებიან.
“ერთ დღესაც უბრალოდ გადავწყვიტეთ ერთად გვეცადა მუსიკის კეთება, რადგან ორივეს მოგვწონდა ერთმანეთის ნამუშევრები მებო ძალიან კარგ მუსიკას და ლირიკებს წერს, მე კი კარგად ვაკეთებ არანჟირებას და კომპოზიციას. სურვილი გვაქვს რომ ეს პროექტი მაქსიმალურად აკუსტიკური იყო და მომავალში ლაივებზეც მხოლოდ აკუსტიკური ინსტრუმენტები იქნება.” – ბეთხო.
ნატურალიზმის მოყვარული ბიჭები მელომანებისთვის The BearFox-ამდეც იყვნენ ცნობილები: მერაბი სოლო პროექტებით, ბეთხო კი Catch The Cloud-ით.
http://facebook.com/thebearfox