#17329729 · 8 Jan 2010, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TROJAN
| QUOTE | | ქართველი რომ იძახის ქართველი ვარო ამან უნდა გადამრიოს? biggrin.gif კარგი რა,. |
ნუ გადაირევი შენ კიდე, მაგრამ ამის არ მოწონება ან ფეხებზე დაკიდება სისულელეა და მეტი არაფერი.
| QUOTE | | ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, ქართველია და უნდა თქვას კიდეც ქართველი ვარო, პატრიოტობა ცოტა სხვა რამეა. მინიმუმ ერთხელ მაინც უთქვამს ყველა ქართველს ქართველი ვარო და ესეიგი ყველა ქართველი პატრიოტია,? |
ეს ერთხელ კიარა, ყველა ინტერვიუში ამბობს. დამისახელე ისეთი ქართველი, რომელმაც ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია და კიდევ გამუდმებით ცდილობდეს ქართველების შესახებ ბევრი შეატყობინოს ყველას.
| QUOTE | | შენ ძაან მოგწონს მელუა და სუბიექტური ხარ უკვე |
როცა ვინმე ძაან მომწონს, მაშინაა რომ ძალიან ობიექტური ვარ, ვცდილობ არანაირი ნაკლი არ გამომრჩეს, რომ ილუზიებში არ ვიყო. ჰოდა ახლა ვარ ყველაზე ობიექტური.
| QUOTE | | მეც მომწონს მაგრამ ისე არა რომ გონება დავკარგო. |
ეგ რა შუაშია?
| QUOTE | | ძალიან ნიჭიერია, იმედია კიდევ მეტს მიაღწევს |
ამაში გეთანხმები * * * TROJAN| QUOTE | QUOTE . ბევრი გინახავს გაჭირვებულ ოჯახებს ბინებს რომ ყიდულობს?
მაგას პატრიოტი არ ქვია, მაგას ქველმოქმედი ქვია smile.gif |
მოიცა, აბა შენ რა შემთხვევაში დაარქმევ პატრიოტს, M16 ითრიოს და რუსებს დაერიოს?  | QUOTE | | წარმატებით ნუ საზღვრავთ ადამიანებს, რიგითი გორელის აღიარება რომ ქართველობა ეამაყება ისევე გიხარია როგორც მელუასი? არა და იცი რატომ ის წარმატებულია, |
წარმატებით არავინ საზღვრავს. ეგ რა შუაშია, ეგ გორელი წარმატებული რომ გახდეს, გაახსენდება საქართველო? მერე "აღიარებს"? მერეც თუ "აღიარებს" - OK. მაგისიც ისევე გამიხარდება, როგორც მელუასი.
| QUOTE | | ნებისმიერ ქართველს მოვალეობად უნდა მიაჩნდეს ქართველობით ამაყი და მხოლოდ მაშინ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, |
და რატომ მარტო ქართველს? სხვებს არ უნდა მიაჩნდეთ? მარა საქმე ისაა, თუ მიაჩნიათ...
| QUOTE | | ისეთ ელემენტარულ რამეს უთვლით პატრიოტობაც რაც ნამდვილად არ არის ასე და არც უნდა იყოს, |
მარტო ერთ რამეს არ ვუთვლით, ბევრი მიზეზი გვაქ საამისოდ.
| QUOTE | | ის არ მიხარია რომ იძახის მე ქართველი ვარო ვთვლი რომ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ის ხომ მართლაც ქართველია? |
კარგი რაა... როგორ შეიძლება ეს არ გიხაროდეს...
| QUOTE | | არ გინდატ გაგება და ნუ გინდათ |
მემგონი ჩვენ უნდა მოგწეროთ ეს * * * ჩემი სტატია ქეთი მელუაზე ჟურნალ "პირველებში"  ქეთი მელუა ბიოგრაფია ქართველი მომღერალი ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1984 წლის 16 სექტემბერს. 8 წლამდე ცხოვრობდა თბილისსა და ბათუმში. მელუების ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ პატარა ქეთისაც კი უწევდა მუშაობა. მას წყლით სავსე ვედროების ტარება ევალებოდა მამასთან, რომელიც ექიმად მუშაობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქეთი 8 წლის იყო როცა საქართველო ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. მისი მოწოდება თავიდანვე მომღერლობა არ ყოფილა, 13 წლის ასაკში მას სურდა გამოსულიყო პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი, რისი მიზეზიც პოლიტიკურად მუდამ მოუწესრიგებელი საქართველო იყო. “ვფიქრობდი, რომ შევძლებდი მშვიდობის დამყარებას”. მან მომღერლის კარიერა აირჩია 2 000 წელს, 15 წლის ასაკში, როცა გაიმარჯვა ბრიტანული ტელევიზიის სასიმღერო კონკურსში. პრიზი 350 ფუნტ-სტერლინგი იყო (დაახლ. 950 ლარი), რითაც მამამისს სკამი უყიდა. მიღწევები 2004-05 წლის ბრიტანეთის ყველაზე დიდშემოსავლიანი ქალი მომღერალი. 2006 წლის ევროპის ყველაზე დიდშემოსავლიანი ევროპელი ქალი მომღერალი. 2007 წლის პოპის მსოფლიოში საუკეთესო სოლო-შემსრულებელი. 2007 წლის მსოფლიოში საუკეთესო ქალი მომღერალი. ქეთი მელუა – გინესის რეკორდსმენი 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გენესის რეკორდების წიგნში შევიდა. მან კონცერტი ჩაატარა ზღვის ქვეშ 303 მეტრზე. ამის შემდეგ მან და მისმა ბენდმა სამედიცინო შემოწმება და სპეციალური ტრენინგები გაიარეს. გატაცებები მისი მშვიდი სიმღერების მიუხედავად, მელუა ექსტრემის დიდი მოყვარულია. ის პარაშუტით 4-ჯერ არის დაშვებული და გავლილი აქვს საფრენი კურსები. 2004 წელს 200 მეტრიანი შენობიდან დაეშვა 95 კმ/სთ სიჩქარით. მისი მეგობრები ამბობენ: “მართალია ექსტრემი ძლიერ უყვარს, მაგრამ ცხოვრებაში მასზე გაწონასწორებულ ადამიანს ვერ შეხვდებით”. This post has been edited by ACHO ZHVANIA on 8 Jan 2010, 21:29
|