ვინაიდან
75-ის ალბომებს წლების განმავლობაში ვეძებდი, მგონი, ამ ჯგუფის დამფასებელიც ჩემნაირ მდგომარეობაში იქნებოდა, ასე რომ, სიამოვნებით გაგიზიარებთ იმას, რაც ვიპოვე :

მაშ ასე, ჯგუფის პირველი ალბომი, "75", რომელსაც არაოფიციალურად "ოროველა"-საც უწოდებდნენ, იქ შესული ერთ-ერთი სიმღერის გამო. სამწუხაროდ, "ლეიბლ" "მელოდიას" მარაზმული ტრადიციის თანახმად, ტრეკლისტში სიმღერების ქართული სათაურები მითითებული არაა (არადა ალბომი, უმატეს წილად ქართულენოვანია), ასე რომ, ქართული სახელების "აღდგენასავით" მომიწია - მგონი არ შემშლია (თუ რამეა, ძალიან გთხოვთ, შემისწოროთ). ალბომში ორი ინგლისურენოვანი სიმღერაც არის, რომელთაგან ერთ-ერთის სახელი რუსულად მიახლოებითაც კი არ იყო გადმოთარგმნილი (უბრალოდ რუსულად სხვა სახელი დაარქვეს

). მუსიკის მხრივ, ეს ალბომი ჯგუფის დისკოგრაფიაში ყველაზე მეტად მრავალფეროვანი და პროგრესულია. ალბომის ფუძეს jazz-rock/fusion სტილში ინტერპრეტირებული ფოლკლორული მელოდიები წარმოადგენს და მოსმენისას ეტყობა, რაოდენ დიდი ფანტაზიითა და საქმის ცოდნით არის ეს ყველაფერი დამუშავებული. ეს მელოდიები მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელადაა არანჟირებული (რ. ლაღიძის "საჭიდაოა" ამ მხრივ გამოსაყოფი. რომელმაც Focus-ის "Hocus Pocus"-ის გიჟური შესრულებები მომაგონა) ჯგუფის ინსტრუმენტული "სავიზიტო ბარათი", ჩასაბერი ინსტრუმენტების სექცია ამ ალბომში ძალზედ აქტიურადაა გამოყენებული და პლუს ამას საჭირო მომენტებში ფლეიტა ძალიან ლამაზი სოლოებით ერთვება... აქ რამდენიმე ისეთი სტილის ბალადაც გვხვდება, როგორებითაც "75"-მა შემდგომ ფართო მასებში გაითქვა სახელი. ასეთებიდან აქ ბრწყინვალედ არანჟირებული "თეთრი ფერია" ყველაზე ლამაზია. ვოკალური და ფლეიტის მელოდიური ხაზი სხვადახვა მიმართულებით ვითარდება, მაგრამ რაღაც სასწაულით ერთ ჰარმონიულ მთლიანს ჰქმნის... ერთადერთს, რასაც ამ ალბომიდან ამოვიღებდი, ეს რუსული და ინგლისური სიმღერების ქავერებია, მაგრამ რუსული სიმღერები ლამაზადაა არანჟირებული, ინგლისური სიმღერები კი საბოლოოდ ალბომის ზოგად ატმოსფეროში მაინც კარგად ჯდება და მთლიან სურათს დიდად არ აფუჭებს.
საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ალბომია რომელიც რეკომენდებულია სამოცდაათიანების jazz-rock / fusion-ის მსმენელთათვის
75 - 75 (ოროველა) (1976)ტრეკლისტი:
1. საახალწლო (1:55)
2. ოროველა (3:24)
3. Берёзка (4:19)
4. დრო (3:01)
5. თეთრი ფერია (4:22)
6. სიყვარული არ იქნება (1:51)
7. საჭიდაო (1:16)
8. Something 'bout You Baby I Like (3:18)
9. Любимая (2:25)
10. ეტიუდი (2:29)
11. კახური (2:48)
12. Separate Ways (3:41)
13. იმერული ურმული (2:49)
14. ნამგალო (4:38)
შემადგენლობა:
რობერტ ბარძიმაშვილი - ანსამბლის ხელმძღვანელი
უჩა კორძაია - ვოკალი, ფლეიტა, საქსოფონი, დასარტყამი ინსტრუმენტები
არჩილ სიმონიშვილი - ვოკალი, ბას-გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
რომან რცხილაძე - ვოკალი, როიალი, ორღანი, ვიბრაფონი
ვალერი კონდახჩიანი - ვოკალი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ბას-გიტარა, საყვირი
გოჩა ლორია - ვოკალი, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
არჩილ ასლანიშვილი - ვოკალი, გიტარა
დათო ჯანელიძე - ვოკალი, ტრომბონი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
გარი მოდებაძე - ვოკალი, საყვირი
ლინკი:
http://www.mediafire.com/?uy2i4k2373bisj7
მიმაგრებული სურათი