Kupra
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8327
წევრი No.: 32403
რეგისტრ.: 2-April 07
|
#5722568 · 28 May 2007, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სველ მიწაზე
... ექმიც კი ჩამოიყვანა იმ ელექტროშუქით განათებული ქალაქიდან, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკენ იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალა. სიცხისგან იწვოდა. ყველაზე მაღალ სასახლეში ვიცხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. კაცი გაჩუმდა, თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორ იმ საღამოს, როცა გიმნაზიის ჭიშკართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სახლთან ახლოს დაასაფლავა, იქ, მზის ჩასვლისას რომ იდგნენ ხოლმე და ჟანგიან ჭაობში ჩაძირული მატარებლის ბორბლებს გასცქეროდნენ. თან იმ დროზე ლაპარაკობდნენ, როცა მიტოვებულ სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა და დიდი ქალაქის შენებას დაიწყებდნენ. თავიდან ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ, ? ზამთარ-ზაფხულ ბეწვიან ქურქში გახვეული დარაჯი და მისი ცოლი, დათვის ბელივით რომ დასდევდა უკან. ახლა მარტო დარჩენილი კაცი ღვინით სავსე თბილ ჭიქას ხელს არ უშვებდა, საღამოობით ქალის ნაჩუქარ რადიომიმღებს უსმენდა, რომელიც ჯიუტად ჟღურტულებდა, წიოდა, შაქარყინულივით ტკბილ და გაუგებარ ენებზე ლაპარაკობდა. ტახტზე წამოწოლილი დარაჯი ნისლში ჩაძირულ ქალაქებს წარმოიდგენდა. ესიზმრებოდა რომ გულაღმა იწვა და მატარებლებს ელოდა. მატარებლები კი გვერდს უვლიდნენ და შორიდან ესმოდა ესმოდა მათი ყრუ გულისცემა. მთვრალი რამდენჯერმე მოსაცდელისკენ წაბარბაცდა. მისთვის უცნობმა ძალამ წაიყვანა იქით, სადაც წლების მანძილძე არავინ შესულა ვირთხების გარდა. ხელებს იქნევდა. ?სადა ხარ, მოგკლავ!?? ? უყვიროდა ვიღაცას, მოსაცდელში ჩამოწოლილ უკუნეთს მუშტებს უღერებდა.
ჩართულ რადიომიმღებს მომავალ მშენებლობაზე ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ განთქმული მშენებელი გახდებოდა. რადიო კი უსტვენდა, კახპასავით კვნესოდა, ჟღრურტულებდა, წიოდა; მერე გამოაცხადეს, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში სამოქალაქო ომია, უკიდეგანო უდაბნოში ყუმბარები ფეთქდება და ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.
მალე დაიჭექა და ელვამ ნახევრად დაბნელებული მოსაცდელი გაანათა. მთელი ღამე წვიმდა. ის კი მარილიან ხორცს ძიძგნიდა, თლილ ჭიქას ეჩურჩულებოდა, თვალს ვერ წყვეტდა. დილასაც წვიმდა და აივანზე გამოსულმა თავის კიბესთან მკვდარი ცხოველივით ბეწვიანი გამცილებლის ქუდი დაინახა, რკინის მილებიდან მის სახლამდე წყალს რომ მოეტანა. პატარა გუბეები დიდ ტბად გადაქცეულიყო, ზღვის ყურეს დამსგავსებოდა ბორცვის ძირას გაშლილი მინდორი, რომელსაც ტყით დაფარული მთა ესაზღვრებოდა. ნაცრისფერ ცას და შავ ღრუბელს შესცქეროდა, ეკლესიის გუმბათივით რომ დამხობოდა მწვერვალს. ბუნდოვნად წარმოედგინა, რომ შორს ცხოვრება მიდის: ხალხი იბადება, აშენებს და კვდება. ის კი უცხო ენებზე მოლაპარაკე რადიომიმღებს არწმუნებს: ჩვენთვისაც მოიცლიან, მიტოვებულ პატარა სოფელში დიდი ქალაქის, ახალი სადგურის ასაშენებლად ჩამოვლენო. ?დაიხრჩობა სადგური? ? იმეორებდა ყრუდ , როგორც საყვარელი ქალის სახელს მომაკვდავი და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა. თითქოს წვიმით დასველებულ ეკრანზე ხედავდა ცალკეულ წარმოდგენებს, ერთმანეთისგან განცალკევებულ ჩვენებებს, მუნჯური ფილმის სისწრაფით რომ მიიჩქაროდნენ, სიზმრებივით ერთომეორეს უსწრებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ არ აძლევდნენ ფანჯარასთან მდგომ დარაჯს. ჭლექიანის ხრიალივით უსასრულო ჭექა-ქუხილიც აღარ ესმოდა მკვდარ სადგურს რომ აზანზარებდა, უხილავ ფილტვებში ყრუდ ხითხითებდა, ლორწოვან ნისლში ეფლობოდა, იძირებოდა, სიჩუმედ იქცეოდა. მატარებლები გუგუნებდნენ. გამაყრუებელი სირენები მომაკვდავი ქალის კივილივით და საკუთარ გულისცემასავით ჩაესმოდა, ყოველი კუნჭულიდან ძგერდა მონოტონური პულსაცია: დგდნ... დგდნდგდნ... თვაბრუ ეხვეოდა.
ჭექა-ქუხილი თანდათან მიწყდა, ფანჯარასთან მდგომი დარაჯი უშველებელი თეთრი ღრუბელივით მომავალ განთიადს შესცქეროდა. მთელი სოფელი წყალს დაეფარა. ნიავი უბერავდა და მთასავით ხორკლიანი იყო პატარა ყურედ გადაქცეული მინდორი, ტალახში ჩაფლული ლიანდაგი; ყავისფერი ბაქანიც დაახრჩო წვიმამ. მხოლოდ მოსაცდელი იდგა წყლის ზედაპირზე, ფანჯარა გამოაღო. თევზისა და სველი კირის სუნი იგრძნო. უცებ ყველაფერი ვერცხლისფრად განათდა, მთის წვერვალზე ჩამოწოლილი ღრუბელი გაიფანტა და კაცი ფანჯარასთან გაქვავდა, როცა მთასავით უზარმაზარი, ვერცხლისფერი გემი წყლით დაფარულ მინდორზე შემოცურდა. უნდოდა ეყვირა, ელექტროშუქით განათებულ ქალაქამდე მიეწვდინა ხმა, სადაც ყოველდღიურობით მთვრალი ხალხი ცხოვრობს. გემი მოსაცდელთან შეჩერდა. ფანჯრის რაფას ჩაჭიდებული დარაჯი კი თითქოს ვერ ამჩნევდა გემბანზე გადმომდგარ უცნობს, ქალურ ხელებს, გემისკენ რომ უხმობდნენ. დარაჯისათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა თეთრებში ჩაცმული. ეძახდა, ხელებით თავისთან ეპატიჟებოდა. ღია ფანჯარასთან მდგომი კი სიყვარულზე და იმ დროზე ფიქრობდა, როცა ტალახიანი მიწა ჩექმებზე აეკიდება, იქ ჩაათრევს, სადაც საუკუნო სიმშვიდეა. იგრძნო, რომ ბევრად უფრო ღონიერია, ვიდრე მისი ერთი ციდა ცოლი, რომელსაც დიდი ქალაქის აშენებას ჰპირდებოდა მარადჟამს. ?მე აქ დავრჩები?, - დაიყვირა მთელი ძალით და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. გემი დაიძრა. უხმოდ გაცურდა და მთის მწვერვალთან თეთრი ღრუბელი გადაეფარა. კაცი კვლავ ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებული მთელ ხმაზე ჩართულ რადიომიმრებს ელაპარაკებოდა. ამბობდა რომ ოდესმე სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა, თუ არადა, თვითონ ააშენებდა იმ დიდ და ყველასათვის უცნობ ქალაქს ....
1 სქტემბერი,1 კლასი:"...რაც უფრო ზევით მივცოცავდი,მით უფრო მიზიდავდა მოღრუბლული, ცხელი ცა და ჟანგისფერი სახურავის კუთხე.ჩემთვის იმ დღემდე უცნობი ძალა მექაჩებოდა ცისკენ."სად მიძვრები!" მიყვიროდა მეგაფონში კაცი. ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მთელი კაცთა მოდგმა სკოლის ეძოში შეკრებილიყო, უკან მექაჩებოდნენ, მიყვიროდნენ. სახურავზე ავძვერი, ჭიანჭველების ბუდეს გავდა სკოლის ეზო. ორივე ხელით რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი ვიდექი, დავცქეროდი უცნობი ხალხით გაჭედილ ეზოს, უკაცრიელ სახურავებს,თბილისს,მთელს მსოფლიოს...არავინ იყო ჩემს გარშემო! მხოლოდ სადღაც ქვევით ფუსფუსებდნენ ადამიანები, თავებს იქნევდნენ, ხელებს იშვერდნენ ჩემსკენ; ბაბუას პიჯაკივით ხორკლიანი მოღრუბლული ცა მიზიდავდა. იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე... კაცი მეგაფონში მბრძანებლობდა. "არ მომეკაროთ!" ვყვიროდი მთელი ძალით "მე მეფე ვარ, მეფე!!!" "ცალფეხშიშველი ბავშვი" ი.ჩარკვიანი
* * * აჰა ესეც ცჰარკვიანის მოთხრობა თუ გინდათ კიდე დავდებ რაგაცეებს * * * ირაკლი ჩარკვიანი
დაიბადა თბილისში 1961 წელს.
განათლება - კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.
თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ ?არიშთან? ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში. მისი მეორე ჯგუფი იყო ?საბავშვო მედიცინა? - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა. ?საბავშვო მედიცინამ? 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი.
1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - ?ძველი სათამაშოები?. არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი. 1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული - ?რეაქტიული კლუბი?, სადაც შესულია ირაკლის ლექსები. 1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over, ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის ?ორფეოსის სიკვდილი?. 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით ?საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი? კომპოზიციისთვის ?მაწონი?. 1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი ?აფრენ? და რამოდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის ?წყნარი ცურვის? ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 1999 წელს გამოდის სინგლი ?საქართველო?, 2000 - ?უსაფრთხოება?, 2001 - გამოიცა ალბომი ?ამო?.
ჰყავს ორი შვილი, მეუღლე - ქეთათო
ესეც ჩარკვიანის ბიოგრაპია * * * მეპეს ტეკსტებია: ერთი კოცნა ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული, ისევ გამოჩნდება გზა; სევ გაანათებს სითბო არნახული ისევ გალურჯდება ზღვა. სანამ მე ვცოცხლობ, სანამ მე ვსუნთქავ, სანამ მე ვგრძნობ, სანამ მე მიყვარს, სანამ მე მახსოვს, სანამ მე გცნობ, მინდა შენი კოცნა, ერთი კოცნა...
* * * მეპეს ტეკსტებია: ერთი კოცნა ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული, ისევ გამოჩნდება გზა; სევ გაანათებს სითბო არნახული ისევ გალურჯდება ზღვა. სანამ მე ვცოცხლობ, სანამ მე ვსუნთქავ, სანამ მე ვგრძნობ, სანამ მე მიყვარს, სანამ მე მახსოვს, სანამ მე გცნობ, მინდა შენი კოცნა, ერთი კოცნა...
* * * მივენდო სხვას
დღეს აღარ მესმის შენი სიტყვა დრომ ყველაფერი შეცვალა რაც იყო და არ იყო,რაც ოცნებით აიგო სიყვარულმა წაიღო ალბათ, მე აღარ მინდა შენი კოცნა და ჩემ მაგივრად მოვა სხვა ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს, ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან გაუძელი დროს რომ, დრომ გაგიძლო თვითონ დრო დაგიცდის ისე შენგან არაფერს ითხოვს შეეჩვიე ფიქრებს, სიტყვებს, ითმენ თითქოს ნუ მომხვევ ხელს, რომ ჩემთან გინდა ვითომ გადაშალე წარსული, ცუდი რაც იყო წაშალე, წუთებს ნუ დამითვლი მე უკვე ბევრი გაცალე, ბგერების მორევში აქ გაიფანტა დროება არ ვიცი რას მოგიტანს ეგ ჩუმი განმარტოვება შენ მერე,როცა გიცდის ვიღაც სხვა და გულიც მასთან გთხოვს მისი სიყვარულის გწამს და ისიც ამას გრძნობს უნდა გადაცურო ზღვა და გაექცე ამ დროს უნდა მოერიო თავს თუ სიყვარულს მართლა გაიგე გტოვებ მე მივდივარ უკვე ჩანს მოვიდა დრო მივენდო ახლა სხვას თქვას რომ ისიც მელოდა ალბათ მარტო მე მოვა და ისიც შენსავით მომხველს ხელს ალბათ, მე აღარმ მინდა შენი კოცნა და ჩემ მაგივრად მოვას სხვა ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან
* * * მივენდო სხვას
დღეს აღარ მესმის შენი სიტყვა დრომ ყველაფერი შეცვალა რაც იყო და არ იყო,რაც ოცნებით აიგო სიყვარულმა წაიღო ალბათ, მე აღარ მინდა შენი კოცნა და ჩემ მაგივრად მოვა სხვა ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს, ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან გაუძელი დროს რომ, დრომ გაგიძლო თვითონ დრო დაგიცდის ისე შენგან არაფერს ითხოვს შეეჩვიე ფიქრებს, სიტყვებს, ითმენ თითქოს ნუ მომხვევ ხელს, რომ ჩემთან გინდა ვითომ გადაშალე წარსული, ცუდი რაც იყო წაშალე, წუთებს ნუ დამითვლი მე უკვე ბევრი გაცალე, ბგერების მორევში აქ გაიფანტა დროება არ ვიცი რას მოგიტანს ეგ ჩუმი განმარტოვება შენ მერე,როცა გიცდის ვიღაც სხვა და გულიც მასთან გთხოვს მისი სიყვარულის გწამს და ისიც ამას გრძნობს უნდა გადაცურო ზღვა და გაექცე ამ დროს უნდა მოერიო თავს თუ სიყვარულს მართლა გაიგე გტოვებ მე მივდივარ უკვე ჩანს მოვიდა დრო მივენდო ახლა სხვას თქვას რომ ისიც მელოდა ალბათ მარტო მე მოვა და ისიც შენსავით მომხველს ხელს ალბათ, მე აღარმ მინდა შენი კოცნა და ჩემ მაგივრად მოვას სხვა ალბათ ისიც მომხვევს ხელს დამავიწყებს ყველაფერს ნუთუ ისიც იმღერებს ჩემთან
* * * ფიკრები ჩემი ფიქრები, შენსკენ მოიწევს და ეს რითმები გრძნობას აღვიზევბს მე ვუსმენ ხმას ქალაქის ხმას კვლავ მახსენდება, ის დღეები ქარმა წაიღო ის, წუთები და ცრემლი კვლავ მისველებს თვალს მოდი მოდი სანამ დროა მოდი, ნუ დაუჯერებ შენში გულის ხმას, გამაგონე ის თბილი სიტყვები რის გამოც მე დავივიწყებ სვას მოდი ჩემთან მოდი, მოდი ჩქარა მოდი ჩემი ფიქრები, შენსკენ მოიწევს და ეს რითმები გრძნობას აღვიზევბს მე ვუსმენ ხმას ქალაქის ხმას კვლავ მახსენდება, ის დღეები ქარმა წაიღო ის, წუთები და ცრემლი კვლავ მისველებს თვალს მოდი მოდი სანამ დროა მოდი, ნუ დაუჯერებ გამაგონე ის თბილი სიტყვები რის გამოც მე დავივიწყებ სვას მოდი მოდი, ჩემთან მოდი მოდი ჩქარა მოდი,ჩუმად მოდი * * * გადმოვცურავ ზღვას მინდა ისევ შენთან ვიყო, შენი ღიმილი მკლავს, უშენობა არ მასვენებს, ვიცი უნდა ვუშველო თავს, ყველაფერი შეიცვალა, ომი შენთან ლაპარაკს გავს, ვიცი ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს. ვეღარსად ვერ გაგექცევი, სიყვარული სევდაში თვლემს, აღარავინ აღარ გვიცნობს, აღარავინ იხსენებს ძველს, ვიცი ახლა სხვას უცინი ემალები სიყვარულს ჩემს მაგრამ ბოლოს შენთან მოვალ, წამოვყვები ქაღალდის გემს. მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ, მე შენთან მოვალ, დავბრუნდები.
მენატრება ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს, შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს. ისევ შორს დავრჩი ისევ მარტო, შენზე ფიქრი თუ შემომიღებს კარს მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატან ქარს მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა.
გვარდია ჩვენ ვართ გვარდია, ვიცავთ ყოველ მეტრს, ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვითმენთ მეტს, ჩვენ ვართ გვარდია, გადავარჩენთ ერს, ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვუშვებთ მტერს, გვარდიელია, ვინც სამშობლოს იცავს, გვარდიელია, ვინც დარაჯობს მიწას, გვარდიელია, ვინც სიცოცხლის ზღვარზე დგას.
შავი ფერი შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა, ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა, მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი, სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი. იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა, დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა, აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა, ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად. დავინახე შენი სახე, მომერია სევდა, სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა, მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს, მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს. მოვუკიდე, გავაბოლე, დამავიწყდა დარდი, მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავვარდი. ჩემი ცუდი საქციელი აღარაფერს არ გავს, ვინც ეხლა არ გაიღვიძებს ის სამშობლოს კარგავს.
მე მინდა შენთან მე მინდა იცოდე ჩემი სიტყვები, მინდა გესმოდეს გესმოდეს ჩემი სიმღერა, მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს, რომ მინდა შენთან. ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე და ამბობ სიტყვებს რომელიც მწვავს. გახარებს სიჩუმე სიცილზე მეტად, შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან. სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ, სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან, მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ... მე მინდა შენთან
მოგიტან წყალს ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ, ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ, ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბოს, ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან, შენ იცხოვრე ჩემთან, მე მოგიტან წყალს.
* * * შენთან ისევ წვიმს, შენთან ისევ თოვს ალბათ, შენთან ისევ ქრის ქარი, შენთან ისევ მოაქვს ღრუბელს სითბო… შენთან ყოფნა სჯობს, შენთან დარჩა ყველა ჩემი ფიქრი, გადაკარგულს შორს, შენთან დამრჩა, შენთან დამრჩა ყველაფერი.
ომარას ძაღლი ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი, აჭმევდა `კალბასს~ სირბილით დაღლილს ძაღლს ჰქონდა თვალები სულ ცრემლით სავსე და მთელი ქალაქი ამბობდა ასე: ომარას ძაღლი ომარას არ გავს, ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს, აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ გავს.
მე ჩემო დედა, კარგად მესმის შენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო, დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო. მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს, ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით აზრზე, რომ სიყვარული ანარქიას გავს.
ირაკლი ჩარკვიანი `ამო~
უსაფრთხოება ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში, ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს, მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში, მე დღეს ვერ მოგცემ ფულს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს. ნუ ეტყვი საყვარელ დედას რომ ცდა მოთმენად ღირს, რომ წყენას შენს, ვერავინ ბედავს, რომ შენ უყვარხარ გმირს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.
ბუია
შენ მიყვები ქუჩას, ვერ ხედავ სხვებს, ქალი ხარ მაგრამ, იპარსავ წვერს, შენ ძულხარ ქალაქს, აშინებ ხალხს, კაცი ხარ მაგრამ, შენ გავხარ ქალს. ვერავინ იტყვის ვერასდროს, როდის მოხვედი ან როდის წახვალ, დატოვებ ქუჩას, შენ ქალაქს. ბუია, ბუია ხარ.
ორღანი 78 გაივლის დრო, წაიღებს ტკივილს, სიტყვები დაადნობს თოვლს, დავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელში, დავივიწყებ წაგებულ ომს, მე მოვალ , შენთან ალბათ დღეს, მე მოვალ, შენთან ალბათ დღეს ყვავილებით ხელში.
დისკო
შენ მიდუღებ რძეს და ყავას, შენ მილაგებ აშლილ ლოგინს, შენ ყიდულობ პურს და წამალს, შენ მართავ ჩემ ავტომობილს, მე კი ვგრძნობ, რომ ეშმაკთან მძინავს. შენ მინათებ ღამით ქუჩებს, შენ მიხეხავ დილით კბილებს, შენ მისველებ დამშრალ ტუჩებს, შენ მიკერებ შარვლის ღილებს, მე კი ვგრძნობ, რომ ეშმაკთან მძინავს. დისკო... დისკო.
სექსი
გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი, და გამაგონე შენი ნაზი ხმა, მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი და ის რომ წითლად შეიღებე თმა, გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა, და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს. მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი, რომელიც ისევ გადაირჩენს თავს მე მჯერა შენი ძუძუების ზომის და ვიცი ისევ მოგენდობი ბრმად შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის და მოგწონს ის რომ მაიმუნები ვართ მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით აზრზე რომ სიყვარული ანარქიას გავს მე ჩემო კარგო სწორად მესმის შენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო მე მჯერა შენი დიდი მკერდის ზომის და ვიცი როგორ მოვეფერო მას შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს, თქვი სექსი, სექსი...
როგორც ჩანს
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ ამ სიტყვებს ათასჯერ ნათქვამს ვუცხადებ ომს, ისევ ქარს მოაქვს მზე ისევ სიყვარულს ათასჯერ გათელილს ვუტოვებ სხვებს, როგორც ჩანს, ისე ჩანს, რომ ეს სიმღერა ათასჯერ ნამღერი მიტოვებს შანს, მოგკიდო ხელი, გაგხადო კაბა, გაჩვენო ის რასაც ვერასდროს, ვერსად ვერ ნახავ,ვერსად ვერ ნხავ * * * ჭერს, ნუღარ უყურებ ჭერს, თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს, შენ წელს აღარ ახსოვხარ ძველს შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ. შენ ვერ გააღვიძებ ხალხს, თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს, ისევ გაცვავენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს, ისევ იჯდები იქ, სადაც სვავენ ამ ბნელ ხალხს... დღეს თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს შენ თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს ისევ დაგიჭერს ის , ვინც ვერ უშველა თავს, ისევ გაცვავენ ჯვარს ისევ მოიკლავ თავს, ისევ იჯდები იქ, სადაც სვამენ ამ ბოზ ხალხს... ციხეს რად უნდა რკინის კარები მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები გავტეხავ შუშას გავიპარები, ვეღარ დამიჭერ შენ... `შენ მე ვერ დამიჭერ~, `შენ მე ვერ დამიჭერ~ დღეს თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს, შენ... უშველი თავს.
საქართველო
მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას, მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას, ჩვენ განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს, და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს, დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს, ჩვენ მოვიგებთ ომს...
ისტორიას მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩით მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს, და ოცნება გამინათე მზით, მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი, მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა, მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა და ნაპირებს მიატოვებს ზღვა. ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა, ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა, ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ ჩვენ... მე და თქვენ
ერთად
მისმენ ვიცი რომ შენ მისმენ ნუ დამიკარგავ იმედს იმედს რომ ხარ ნეტავ როდის მოხვალ სტუმრად მე ვიცი რომ შენ ცხოვრობ შორს ყველაზე შორს ცაზე თუ შემოაღებ კარს მე დაგახვედრებ სკამს დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას ვიქნებით ერთად მე მოგიტან წყალს თუ შემოაღებ კარს მე დაგახვედრებ სკამს დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას ვიცხოვრებთ ერთად ერთად
ვიცი რომC Cmaj C7 F ვიცი რომ გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა F C Dm7 G ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ შენი ვარ ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს ვიცი ისევ დავთვრები გაგიწყალებ გულს ამ სიმღერას გავყიდი დაგახარჯავ ფულს
ვიცი რომ გიყვარს კვლავ ლექსები ჩემი ხმა და მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ შენი ვარ სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ სულ წავალ შენს გვერდით სიმღერას დავტოვებ მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო ყველაფერი ჩაივლის შევეგუოთ ბედს ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს
დღეს კი შენ მოგწონს კვლავ ეს ძველი სიმღერა ნუ ღელავ გრძნობები შენია სუყველა სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ მე წავალ ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო
War is over All is so far and people look smaller than they are, I’m crossing the cold, losing all what I had, My town is not mine, and places I loved are places I hate, Maybe white distance is nothing, but reason to fear, or reason to see her; Wooden monkey, take me from here, Wooden monkey I know you are real, Wooden monkey save me from cold, Wooden monkey, lie by my side and tell me: war is over. I was so silly, believing people were true, Wiser than I was, I was falling in love as usually people are falling, But one day I saw blood covered by snow, Maybe white distance is nothing but reason to fear, or reason to see her.
Love is all Why you want to cry when story is over, Try to understand that you are free, Free to go, fly away with wind, fly away with wind. Hey open your eyes, tell me how you feel, Don’t cry, it’s hard to explain that love lives in pain, Love is everywhere, love is all we have, Love is all we feel, love is always free… Love you more than ever, more than yesterday, When you were mine, and now you are free to go, Fly away with wind, fly away with wind.
mawoni mawoni, mawoni, eskimo-stakanCik-Sokoladni-maroJni, boria-gadai-boria-gadai… I always followed your footsteps, I always followed your love. I have enough friends, But nobody around is really around, We were sensitive, Believed in… mawoni
* * * ისევ წვისმ, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქ დროს ჩვენს გრძნობას არ ინდობს, მიგვატოვა სადაც შორს მე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც მე შენს ტალღებში ვკვდები, მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, იძირება გემი სულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც მე შენ ტალრებში ვკვდები მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას, რა გაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც იძირება გემი ისევ წვიმს. ისევ თოვს. ისევ სევდა მიაქ დროს ჩვენს გრძნობას არ ინდობს. მიგვატოვა სადაც შორს სულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, მე შენ ტალრებში ვკვდები მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას რა გაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც. იძირება გემი პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე... არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს, მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს, მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს, ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს, დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს, მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს, რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს, ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს, მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო, მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს, მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს, მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ, მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას * * * მეპეს ინტერვიუა: ჩვენი სტუმარი ირაკლი ჩარკვიანია.
_ შემოქმედებით ზღვარზე ყოფნა, შემოქმედებითი ძიების შედეგია თუ შენი სულიერი სამყაროს თვისებაა და ის შენდაუნებურად გადმოდის ფიზიკურ სივრცეში?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სავსეა შენი `ჭიქა~, ანუ რამდენი უნდა გადმოვიდეს შენგან, ესეც განგების დონეზე ხდება. რამდენიც არ უნდა ეცადო, შენ ვერაფერს შეცვლი, ვერც უარესი გახდები და ვერც უკეთესი, იქნები ყოველთვის ისეთი, როგორიც ღმერთმა გშობა. ჩემი `ჭიქა~ ალბათ, უფრო სავსე დაიბადა და შესაბამისად, მეტიც გადმოდის.
_ როგორი მომენტია, როცა აკეთებ არა მხოლოდ სხვაზე მეტს, არამედ იმას და ისე, რაც სხვას ჯერ არ გაუკეთებია?
_ ის მიმსგავსება, რაც ჩვენთან ხდება, (იგივე ესტრადაში და საერთოდ, ყველგან) ფსიქოლოგიური მომენტით არის გამოწვეული. ადამიანთა უმრავლესობა მშიშარაა და ამიტომაც ერთიანდებიან ვიღაცებთან, რაღაც ჯგუფებში, ამ დროს ჩნდება თავდაცვის გრძნობა და ეს ნორმალურიც არის იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს, რაღაც დონეზე, მაინც სურს დაცული იყოს. მუსიკალური მსგავსებაც _ მსგავსი გაერთიანების შედეგია (სოული, რეპი...) და ასეთი არსებობა, ამ შემთხვევაში, უფრო მომგებიანი... თუ შენ თავისუფალი ხარ, ამ დროს დიდ დისკომფორტს განიცდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თავისუფლება გსიამოვნებს და ბედნიერებას განიჭებს. როცა შედარებით მშიშარა ხარ და გაქვს ნაკლები ენერგია, შენ გინდა, ვიღაცას აუცილებლად ჰგავდე, ამ დროს დაცული ხარ, მაგრამ არ ჰგავხარ სხვას და სხვაზე მეტი ენერგია გაქვს, თითით საჩვენებელი ხდები: `აი, ის, რომელიც არავის ჰგავს!~ თუ ჯანმრთელი არა ხარ _ ეს დისკომფორტი გაუსაძლისი გახდება...
_ ვინ ქმნის გაუსაძლის გარემოს?
_ საზოგადოება, სოციუმი მით უფრო გაწვება, რაც უფრო თავისუფალს გხედავს. ეს იმიტომ, რომ მის ინტერესებში შედის შენი გამორჩეულობის ნიველირება, მის აზრამდე `დაყვანა~. როცა პრესირებული ხარ, სოციუმთან, მეტი ბრძოლა გიწევს...
_ ჩემი აზრით, ვიღაცები შენ გარშემოც ცდილობენ შეკრან წრე, რათა შემდგომ ამ წრეში თავი დაცულად იგრძნონ. თუ გრძნობ ამ მცდელობას და რას ეტყოდი მათ?
_ რა თქმა უნდა, ცდილობენ (იცინის), მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ ეს გზა ძალიან სახიფათოა. იმიტომ, რომ `თავისუფლება ლომთა ხვედრია~... გინდა დაემსგავსო ირაკლი ჩარკვიანს?! _ მოგიწევს ყველაფერი თავად გააკეთო, ეს საერთოდ და მით უმეტეს, მუსიკალურად, ძალიან ძნელია. პლაგიატორი საცოდავია, რა ქნას, იმასაც უნდა რაღაცით, საკუთარი თავი შეაფასოს, მაგრამ ვიმეორებ, რასაც ჩემგან აიღებს, ის მას ვერ დაიცავს, ყველას დაიჭერენ, სხვისი საბნის ქვეშ ვერ დაიმალება.
_ შენ არ დაგიჭერენ?
_ არა, რადგან ზემოდანაა ასეთი კანონზომიერება _ ვინც იპარავს, იმას იჭერენ.
_ პოლიცია იგულისხმება თუ ღმერთი?
_ აქ არ არის აუცილებელი პერსონიფიცირება _ ან ერთი დაგიჭერს, ან მეორე. შეიძლება შენმა თავმა ისე დაგიჭიროს, ისეთი `ტაბლეტკები~ გადაგაყლაპოს, ისეთი `ვაი, დედასა~ გაძახებინოს რომ... იმას იქნებ, ციხეში მოხვედრა სჯობდეს.
_ არასოდეს დაგიჭერია საკუთარი თავი `ქუ
|