#8856911 · 16 Mar 2008, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონია, ეს ალბომი სრულ სენსაციად იქცა. ჯერ როგორი შესავალია. "ტოქსიში" საკუთარი თავის წარდგენა ალბომის იდეალური დასაწყისია, მე მგონია. მერე "ვაზისუბანი" - აქ უფრო ღრმად შევდივართ და ვსწავლობთ ვაზისუბანის შესახებ. მარტო "მთვარეზე ფრენა და ლოგინში ჩამოვარდნა" რად ღირს. თან ბიტი არ აქვს, იმენა ავანგარდია. "ეშმაკის" მართალია, ვიღაცის ლირიკას იყენებს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, როგორც სულის კივილი. "არ გინდა ამდენი ბაზარი" შავი იუმორის ზეიმია (მოგაჭრი ყურს, მოგაჭრი ხელებს, ჩემს გულში პირველ ადგილას ხარ) - ამაზე დაახლოებით მახსენდება მამრი და მდედრი მწერები, რომლებიც სიყვარულის საფუძველზე ერთმანეთს ჭამენ. აღსანიშნავია ძმები მგლების სახე, რომელიც პირველად ჩნდება ამ კონცეფტუალურ დისკზე. "ძმები" საერთოდ ცალკე განხილვის საგანია:
ძმები
ისინი მოდიან დედისმ*(&*(*( ძმები შორიდან მოდიან გაქცევას აზრი არ ააქვს ( აზრი აზრი აქ ააქვს *გამოკვეთილი "რ") - აშკარად გვიქმნის დედისმ...ძმების პორტრეტს. კარგი რეჟისორული გადაწყვეტაა.
ეს ჩვენ ვართ ძმები მტყ()*(&^& იოოოოოოოოოოო მტ(*()( ძმებთან არ გინდათ ბევრი ბაზარი ისინი დედას დედაზე დედას ა*(&*^ &% - აქ ქართული ენის სპეციფიკაში ჩაძიება მოგვიწევს, ისე კი, მოკლედ რომ ვთქვათ, აქტი ხორციელდება სამმაგად - დედას დედაზე დედას
მინი მაფიოზი პატარა მაფიოზი ასტანავისტა ბეიბი - ესეც გამართლებული ლირიული გადაწყვეტაა - ასტალავისტა არის საერთოდ, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ აქ პერსონაჟი ვიღაცას ემშვიდობება, ასტა-ნა-ვისტა ნიშნავს "გადადით ვინდოუს ვისტაზე"
ჩემი ძმები დამეხმარებიან დღეს იო (ხვალ არა?)
QUOTE | ეს ტელევიზორი ჰიმალაის მთები ჩაიცვი ჩაჩები ეს რა სიზმარია იო? ეს სიზმარი არაა იო იო იო |
- ესე იგი, ვცდილობ დავადგინო, რა ხდება ამ მომენტში სიმღერის მიღმა. ალბათ ასეთი რამე - ტელევიზორში აჩვენებენ ჰიმალაის მთებს, თან ისეთი ლამაზია ყველაფერი, რომ სიზმარში გეგონება თავი - ამაზე ადვილი რა არის?
QUOTE | ჩაჩები ჩაიცვი ფუ როკერი პუშ ამოიღე პისტო გააგორე მოუ*&*&* დედა აი ეგრე, დაბრიდე სხვა როკერებმა თავი არ იმართლოთ ჰაა მტ(*(*( ძმები მოვდივართ სასტიკი ბარინგა მოვკლათ |
- ნუ აქ გასაგებია. პერსონაჟმა ჩაიცვა ჩაჩები, გავიდა ქუჩაში და დაბრიდა როკერი, თუმცა ეს უფრო ტოქსის ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალურ მოვლენებზე აგებული ისტორია.
QUOTE | ჯაბა ფარჯიკურაშვილი, ზედმეტსახელად ტოქსი ეს კი ჩემი ძმაა ზედმეტსახელად პუშკინა იო ბო(ების მტ*(*(*არ გვინდა ბევრი ბაზარი ცხოვრებით ჯარისკაცები ძვალი და გრაფი ძმები მგლები რეპმენი ელმორო სოკა მტ*(*( ძმები ტოქსი შრეკი პუშკინა ბექუშა ბ(ზების მ*&^)&^ ხალხი |
- აი ეს არის საოცარი სტრიქონები. ჯერ ეს ერთი, ყველა ნაცნობს და უცნობს ასახელებს, მერე თავის გვარს და სახელს.
QUOTE | რა? სიცივეა ტო, მოდი ცეცხლი დაანთე მეტროში ვიცეკვოთ |
- საინტერესოა, სად უნდა დაანთონ ცეცხლი? ისე კი ახლა მოვდიოდი და მეტროში ბაიათები გაუბერეს ვიღაცეებმა და აშკარად მეტროში ცეკვაც არ იქნება უცხო ხილი.
QUOTE | ტოქსი იხურავს კაპიშონს, იოო იოო იოო მე სწორ გზაზე დამაყენეს ხალხმა რომლებიც არიან ცხოვრებით ჯარისკაცები... |
- მე მგონია, გასაგებია. "ხელები აწიეთ" რაღაც რექვიემის მსგავსია, აშკარად. "ჩემი ხმა გესმის" - აქ აღსანიშნავია ექოს ეფექტები (ეტყობა სტუდიის გამოყენება ისწავლა). "როკერთან ბრძოლაც" ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ამას შევეშვები. როგორც წესი, კლასიკაზე დავა არ არის დაშვებული. "მიხვედრილი მიხვდება" - აქ პოლიტიკური რეპის მაგალითია - "წავიდა ედიკა, მოვიდა მიშა". "დედამ..... ფული" - ეს ძალიან ნიჭიერი კომპოზიციაა. თითქმის ერთადერთი ამ ალბომზე, სადაც ტექსტი თითქმის რითმულად არის დასმული ბიტზე. თან მეორე სიურპრიზიც ალბომზე - შემოქმედი თავის მისამართსაც ამხელს. "ფაშისტი, ნაცისტი, სადისტი" კი, მისი ერთ-ერთ საყვარელი ფრაზა, მოულოდნელად ჩნდება და ყურებს ატკბობს. ასევე აღსანიშნავია დონეს რეპი - ასე სწრაფად მე მგონია, არც ერთი არ რეპავს ამ ქვეყნად. "უსახელო" თითქმის Outro არის, ალბომის ლოგიკური დასასრული, თან მელოდიაც ისეთია, კონკრეტულად Outro-ა. მაგრამ ალბომის ბოლოს ჩნდება ინტერნაციონალურ ენებზე თქმული რუსულ-ქართული რეპი, რომელიც მინი-დადგმაა: სამ ნაწილად დაყოფილი ეს კომპოზიცია სავსეა ძველებური ტოქსიკური პათოსით - თუნდაც ის არის აღსანიშნავი, რომ ერთი ნაწილის ბოლოს იგი თავის მეგობარს ესვრის შემთხვევით და არც ვიცით, რა მოხდება, მერე კი მოულოდნელად გაისმის "პრასტი ბრატ, შენთვის არ მინდოდა" - ამით იხსნება პიესის ფინალური ნაწილი და იქვე მთავრდება. ბოლოს კი თავის ყველაზე პატივსაცემ კოლექტივს, ფლაინგ სტაილს ასახელებს.
|