http://www.youtube.com/watch?v=aXODX85xt50&feature=g-upl – 1 ნაწილი. ჩემს მიერ გადაღებული ვიდეო.
* * *
რევოლუცია ( სიმღერის ტექსტი)
ცისფერ ეკრანებთან,
ჩვენ ვსხდებოდით ყოველ ღამით,
სადაც შექმნეს სამოთხის ახალი მოდელი,
ვირტუალური სახელმწიფოს სურათ–ხატი.
ქალაქში წვიმდა და მესამე მსოფლიოს შვილები
ისმენდნენ სტატისტიკის ახალ შედეგებს,
მაგრამ რეალობა მათი ფანჯრების იქით
აჩვენებდა განსხვავებულ ხედებს.
სასწავლო კედლებს საბჭოთა სუნი ასდის,
მაგრამ აქ არავინ ასწავლის მარქსიზმს,
დღეს წითელი ვირთხების ახალ სოლოზე
ბავშვები ცეკვავენ ავტორიტარიზმს.
როგორც სამი წლის ბავშვს დედამ ლექსები
გაგვაზეპირა კულტურამ წესები,
ამას ვერ ვხვდებით, რომ არ გავზრდილვართ,
მორჩილება ვისწავლეთ და მორჩილად დავდივართ.
და ეს "ქრისტიანი" ძველი ბიჭები
იცავენ სიწმინდეს ჯვრებით და სპიცებით,
ორმაგი მორალი, ტყუილთან ორალი,
ართმევს სიმართლეს სინათელს იქამდე,
სანამ თავის თავს არ მოიკლავს თვითონ,
მარაზმი თავს თვითონ ისპობს,
რას ფიქრობ, რა გინდა, რას ითხოვ?!
აიღე შენი ბინძური ხელები ჩემი ჯიბიდან.
როცა მავანი მახინჯ ფორმებს
ტანზე გიფორმებს და შენ ეს არ გინდა
დაუმორჩილებლობა არის წმინდა,
დაუმორჩილებლობა არის წმინდა.
შენ იხეხავ გულს, მოძრაობ ნელა,
აქ ღმერთი მოკლეს, არ ელი შველას,
რევოლუციაა...
შენ გინდა რევოლუცია...
მე მინდა რევოლუცია...
ჩვენ გვინდა რევოლუცია...
ის მოდის ... ის მოდის ...
სოც – ქსოვილი (სიმღერის ტექსტი)
თუ დღის წესრიგს მიყვები სხვისას, მას ვისაც
შენი ხმისგან შრომის კოდექსი იცავს,
თუ შენი გეზის, მოტივაციის მიზეზის, არ გესმის
ვისი, რისი მოხმარების, პროდუქტი გახდი კვების,
ბაზრის უჩინარი ხელის... დროა თვითგამორკვევის,
დროა გამოღვიძების.
ჯერ არ ყოფილა ვინმემ სისხლი ღვინოდ აქციოს,
ისინი არასდროს შეცვლიან კვების რაციონს.
ფიქრები ღამის ტვიფრავდნენ ლოგინს,
რომ აზრი აღარ ჰქონდა ფრესკენთან ლოდინს,
რომ თუ სიყვარული გულის არეში რჩება
და პრაქტიკულ სფეროებზე ვერ გადაიღვრება,
ის როგორც თესლი დავარდნილი კლდეზე ლპება
ფესვს ვერ გაიდგამს, ვერ აყვავდება,
და ბოროტება, როგორც განდგომილის წყევლა,
სოციალურ ქსოვილად კონსტრუირდება.
ყველაფერი ხდება, თუ ჩემი არ გჯერა
შენ თვითონ ხარ აქტი, სამყაროს არტეფაქტი,
რომელშიც ახალი ბგერები იბადება,
რომელშიც მომავალი აზრებში მწიფდება.
აიღე ხელში რაც შეგიძლია მე მოგცემ ძალას,
ჩემი მუსიკა არ არის განდაგანა,
ჩვენ მხოლოდ ერთი არჩევანი გვრჩება,
ის რაც მომავალში გაგრძელდება.
ჩვენ ვხედავთ როგორ ლპება შიგნიდან, რაც გარედან
სასაქონლო ფეტიშიზმს ფერად ზმანებად ამშვენდა,
ხვრელებში, რომლებიც ვეღარ გამთელდა,
დღე გახრწნილი კანის შიგნიდან გათენდა.
იქ სადაც ბიზნესი ხუთვარსკვლავიანს აგებდა
იმ ქუჩის კუთხეში ვიღაც მშიერი ღამეს ათევდა
და კეთილდღეობა პრეზიდენტი რომ ამხელდა,
მის ცხოვრებამდე რატომღაც ვერასდროს აღწევდა.