მოკლედ საკმაოდ ვრცელი ტექსტი უნდა მოვცხო
ბოლო პოსტებს რაც შეეხება იგივე სულოს და Fულას
1. მე პირადად ვერ ვუსმენ სულოს და ვერ მისწორებს მაგის ვეშები იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ სრული ქაოსია ტექსტში, არ გეკამათებით სულოს მსმენელებს რომ ლირიკა როგორც ასეთი მდიდარია ეს ის, პოეტურია და ა.შ, მაგრამ მე პირადად როგორც მსმენელი ცვეტში ვერცერთი ვეში ვერ დამამახსოვრდება ვერ წავიღიღინებ, თავს ვერ გამაქნევინებს რა კონდიციაშიც არ უნდა ვიყო და მანქანაშიც ვერ მოვუსმენ. ვაფშე სხვაგან არის ტიპი (თუმცა არ ვაკნინებ და არ ვამბობ რომ ცუდია, არ გამომიხტეთ და არ დამიწყოთ მტკიცება რომ მაგარია და მე რომ ვერ ვუმუღამებ აზრზე არ ვარ რეპის და ა.შ)
2. ფულა - ამასაც თითქმის იგივე პრობლემა აქვს, თუმცა ალბათ არჩევანზე რომ მქონდეს საქმე ძალით ვის მოვუსმენდი ამ ორს შორის ეს ფულა იქნებოდა. (ხო სულოზე დამავიწყდა თქმა რომ საშინელი მისამღერები აქვს უმეტესობაზე რაც კი მომისმენია. ) Fულას დავუბრუნდეთ, ტიპი ყველა ვიდეოში ერთი და იგივე ცივი უემოციო სახით მელაპარაკება რაღაცას, ემოცია ვერ მოაქვს ვერანაირი.
მოკლედ ტიპები ვერ ქმნიან ისეთ ვეშებს რომლის მეორედ, მესამედ და ა.შ მოსმენა მომინდება, ამომეჩემება ასე ვთქვათ. ერთსაც და მეორესაც ამის პრობლემა აქვს, + ამას ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე სულოს მუსიკალურ გემოვნებას დავუწუნებდი რა, სიმართლე უნდა ვთქვა...
და აქვე ერთიც მინდა ვთქვა, 1-2 დღის წინ რადიოში გამეჩითა გუფის და კოკლიანის ახალი ვეში, დაიწყო, ვუსმენ გამისწორდა გუფის ბაზარი, გამისწორდა ბიტი, ტექსტი, შესრულება - ის რო მელოდიურია დასამახსოვრებელი, რაღაც ინდივიდუალურობა იგრძნობა რა (დღის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ მოვუსმინე გუფის ნაწილს), მაგრამ ბრახ და უცებ კოკლიანი შემოდის, თითქოს სხვა რელსზებზე მაგდებს ტიპი, მაშინ როცა გუფის ბაზარში რაღაც ქუჩის სული იგრძნობა, Bad ass-ია, ხმა ლირიკა ყველაფერი, უცებ ბრახ და ტიპი გაერთიანებულ ვანა-ტუალეტზე მებაზრება, თან ხმაც ვაფშე არ შეეფერება ვეშს. და კიდევ ერთი პლიუსი ამ ვეშის -როგორც წესი მისამღერები გვიჭირს ხოლმე და აი აქ ყველაფერი ნორმაზე და საკაიფოა
პ.ს პლზ არ გამომიხტეთ და საპირისპიროს მტკიცება არავინ დამიწყოთ, თუ გინდათ ისე ვისაუბროთ ლუბოი თემაზე თუნდაც ამაზე რაც დავწერე ოღონდ არაფერი მიმტკიცოთ, მე ჩემი აზრი მაქვს თქვენ თქვენი