აქ დავპოსტავ გაგრძელებას უცხოელი ფანების რეაქციაზე, რაც მოყვა საქართველო ირლანდიის თამაშს. ამჯერად ცოტას ვიწვალებ და ქართულად გადმოვთარგმნი, თორე როგორც შევატყე ბევრმა არ იცის ინგლისური და უსამართლობა იქნება მათ მიმართ.
P.S. ვისაც ეჭვი შეგეპარებათ, შეგიძლიათ therugbyforum.com ზე გადაამოწმოთ

charlievolano (იტალია) :
ბარსელონაში ვიყავი პაბში,რომელიც ირლანდიელებით იყო სავსე, მე ერთადერთი ვიყავი ვინც საქართველოს გულშემატკივრობდა (მიყვარს პატარა გუნდები). და როცა საქართველომ გაიტანა გადავირიე, მაგარია, ყველა დამცინოდა და ვიღაცისგან უფასო სასმელი მივიღე.
არადა, ეს რო ფეხბურთი ყოფილიყო მე იატაკზე აღმოვჩნდებოდი და 3-4 კბილსაც დავკარგავდი. რა მაგარი სპორტია!!!!
ნაღდად სულ ცოტა დააკლდა საქართველოს იმისთვის,რომ რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდ აღმოჩენად ქცეულიყო.
O'Rothlain (ირლანდიელი.ამერიკაში ცხოვრობს):
ეხლა დავამთავრე თამაშის ყურება. მგონი ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი დავკარგე! ეს რა უბედურება ჭირს ირლანდიას??????
საქართველომ ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა. ITV4-ზე ვუყურებდი და სიტყვა,რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად ხმარობდნენ იყო "გლადიატორები". მართლა გლადიატორები არიან.
clash(ირლანდია):
პაბში ვიყავი გასულ ღამეს(თამაშის დღეს გულისხმობს), ჩემი ძმა 21 წლის გახდა...
მდაა...რა უნდა ვთქვა? მე საქართველოს სადღეგრძელო დავლიე და სულაც არ ვწუხვარ ამაზე.
საქართველომ გუშინ ისე ითამაშა,როგორც ჩვენ ვთამაშობთ ხოლმე. ჯიგრიანად და შეუპოვრად (მგონი ასე უნდა ვთარგმნო: Georgia played last night like we used to, speaking in terms of heart and determination i mean.)
stormmaster1(ინგლისი.ლესტერი):
ვინაა საქართველოს 10 ნომერი,სად თამაშობს? ძალიან მაგარი ფეხი აქვს! იმ 60 მეტრიანი აბრაგანებით,რომლებსაც თავისი ნახევრიდან ასრულებდა,თავის ფორვარდებს საშუალებას აძლევდა მუდმივად შეტევაში ყოფილიყვნენ. ალალად ვიძახი, დიდებული 10 ნომერია ! (A great no 10 performance in some respect), უბრალოდ ამდენი არეკნის აცილება სირცხვილია.
talon(სამხრეთ აფრიკა):
ქართველებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ თავიანთი თამაშით, მათ აჩვენეს ყველას ვინც არ იცოდა,როგორ შეუძლიათ თამაში. მე მჯერა,რომ მას შემდეგ რაც საქართველო დატოვებს მსოფილო თასს, მათ შეუძლიათ ასწიონ ხელები ძალიან მაღლა,რადგან ჩემთვის ისიანი არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა,როგორ უნდა გააკეთო ყველაფერი.
Paquirri(არგენტინა):
საქართველომ რეალურად გვიჩვენა როგორ აუმჯობესებენ თამაშს მე2მე3 ხარისხოვანი გუნდები. მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომ ჯობია მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდეს,მაგრამ საქართველო და ნამიბიაც (იმის მიუხედავად,რომ საფრანგეთმა დაანგრია) სხვა დანარჩენი გუნდებისგან ისე გამოირჩევიან,რომ აბათილებენ ჩემს მოსაზრებას, თანაც ძალიან მაგარია (great) ამაყი და მეომარი ლელოების ყურება მოედანზე, მათი არანორმალური ფიზიკური ძალის და სუპერ დაცვითი თამაშის ყურება.
This post has been edited by analgin on 18 Sep 2007, 03:42
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey