დღეს ბევრი დაიწერა ზელანდიაზე, მაგრამ გამორჩეულად მორაგბეებზე ნაკლები

ხოტბათა ხოტბა ქორი ჯეინს, რომელმაც ყველას დაუმტკიცა რო ჰაერში თამაშში ბადალი არ ყავს სამყაროში

ჯერემი კაინო - ამ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები ამოუწურავია... იოანი ვერავინ რო ვერ გააჩერა ტიპი მივიდა, ხელში აიშვატა ამხელა კაცი და ტრაკზე დასვა

არცერთი ბოჭვა არ გაფუჭებია 10/0 სქრამის სტატისტიკით და საბოლოოდ ლომის წილი შეიტანა გამარჯვებაში

ერთი სიტყვით შეუცვლელი ფიგურაა ოლ ბლექსში და ჩემი აზრი, კაინო = საუკეთესო მარბიელს მსოფლიოში

ასევე გამოვარჩევ მეალამუს, რომელმიც დაგის შემდეგ პირველი იყო Metres Run with ball: dagg - 63, mealamu - 24. ჰუკერის პოზიციაზე იშვიათი სტატისტიკაა

ერთი სიტყვით დინამიკაში კევინი მამაა!

კარგები იყვნენ ასევე მაკქოუ, რიდი, ფრენქსი, სმიტი, სორნი
ნონუ უკეთესიც მინახავს, მიუხედავად იმისა რომ ლელოს ავტორია...
დეგმა დაამტკიცა რომ მულიაინას ღირსეული შემცვლელია...
ქრუდენი დასაფასებელია ამ ბიჭის მუშაობა დაცვაში 10/2 - ბოჭვების რაოდენობა. სხვათა შორის ვიღაცეები კუილს ეძახდნენ დაცვაში,მახსოვს კარგად

ვიიპუს ჯარიმები არ წაუვიდა, თუმცა ტაქტიკურ დარტყმებს კარგად ასრულებდა და მაინც დადებითად შეიძლება ჩავთვალოთ მისი დღევანდელი გარჯა
ვისზეც არ დამიწერია იმათი კმაყოფილიც ვარ, უბრალოდ ძილი მომერია და ვეღარ ვწერ მაგათზე