Red_Scorpion აგერ მთლიანად
რიჩარდ დიქსონი: რაგბი საქართველოს იმიჯისა და სახელის შექმნას უწყობს ხელსრიჩარდ დიქსონი: 1969 – 73 წლებში შოტლანდიის ნაკრების უკანახაზელი, შემდგომ - ნაკრების მწვრთნელი. დღესდღეობით - რაგბის საერთაშორისო საბჭოს პროექტების მენეჯერი და საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი განვითარების სფეროში.
- ბოლო ათი წელია რაგბი გუნდური სპორტის ერთადერთი წარმატებული სახეობაა საქართველოში. რა პერსპექტივები აქვს რაგბის ჩვენში?
- რიჩი: საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს. მინდა გითხრათ, სპორტი ქვეყნის დასანახი სარკმელია. ამ სფეროში საკმაოდ კარგად წარმოჩინდება რას წარმოადგენს ესა, თუ ის ერი..
- და როგორ ვლინდება საქართველო ერთი კონკრეტული სპორტული თამაშის - რაგბის მაგალითზე?
რიჩი: ქართველებს სარაგბო ელიტაში დამკვიდრების სურვილი აქვთ. საამისოდ საკმაოდ დიდ პოტენციალს ფლობენ, რომელსაც განვითარება სჭირდება.
სპორტი არის მიზანსწრაფულობა, შემართება, კონკურენტუნარიანობა, გამოწვევის მიღების მზაობა და ერთობლივი სურვილი წარმატების მისაღწევად. დასავლეთის სპორტული სამყაროს სრულუფლებიანი წევრობისთვის ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე - სხვებს. ცხოვრების წესი განუზომლად დიდ გავლენას ახდენს თოთოეულ ჩვენთაგანზე. ელიტარულმა სანაკრებო სპორტსმენმა იცის, როგორ მოიქცეს საკუთარი პირადი პოტენციალის სრულად გამოსავლენად. პირადი დისციპლინისა და სამუშაოზე კონცენტრირების უნარის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია.
- თქვენი დახმარებით უკვე გამოიცა პირველი სარაგბო სახელმძღვანელო ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, სადაც , ძრითადი აქცენტი ქცევის კოდექსზეა გაკეთებული...
- რიჩი: საქართველოს რაგბის კავშრმა გამოსცა სახელმძღვანელო, სადაც მოცემულია ქცევის კოდექსი და ხაზი ესმება პირადი თვისებების გაკონტრილების მნიშვნელობას.
სწორედ ახალგაზრდებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს აკადემიური, თუ სპორტული ცოდნის გაღრმავება, დისციპლინა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობა.
- ნუთუ ძველი თაობის წარმატებულ სპორტსმენებში ამ თვისებებს ვერ ხედავთ?
რიჩი: რა თქმა უნდა ვხედავ. სწორედ ასეთმა უფროსებმა უნდა გაიაზრონ მათი როლი ახალგაზრდებთან მუშაობისას. რაგბიში არა მარტო მწვრთნელთათვის, გულშემატკივრებისთვისაც დავწერეთ ქცევის კოდექსი. დღეს საქართველოს რაგბის კავშირის უპირველესი ამოცანა ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარება გახლავთ. ბავშვებს უნდა შევუქმნათ საუკეთსო პირობები და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში უნდა დავეხმაროთ.
- თქვენი აზრით რა განაპირობბს საქართვლოში რაგბის წარმატებას? ფული არ არის, სარაგბო ინფრაქტრუქტურა ჯერჯერობით, არ გვაქვს. მაშ რა?
რიჩი: ვფიქრობ, ეს გენეტიკურად არის განპირობებული. რაგბი კონტაქტური თამაშია და ამ კონტაქტში სხეულის ყველა ნაწილია ჩართული. ქართველები ეტყობა, ფიზიკურად მზად არიან რაგბის კომპონენტებისთვის. რა არის რაგბი? - მეგობრულ სულთან შეერთებული ფიზიკური ძალა. მაგრამ საქართველოში საჭიროა განვითარდეს რაგბის შემოქმედებითი, ანუ დინამიური მხარე. ყველა დაწინაურებულ სარაგბო ქვეყანაში ამ თამაშის ორივე მხარე: შემოქმედებითი და ძლისმიერი, საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული.
ქართველი მორაგბე ძლიერია კონტაქტში - ანუ, ძალისმიერ ორთაბრძლოაში .ქართველი მორაგბე უფრო ეჯახება, ვიდრე ბურთით მანევრირებს. თანამედროვე რაგბი დინამიური თამაშია: სწრაფ მოძრაობასა და გადაჯგუფებას მოითხოვს. ეს კი არ გახლავთ ქართველი მოთამაშეების ძლიერი მხარე.
- ანუ მომავალი სპორტსმენების ფიზიკური წვრთნა ახლებურად უნდა მოხდეს?
რიჩი:ჩვენი პროგრამა სწორედ ამას აკეთებს. ანუ ვცდილობთ მოვახდინოთ რაგბის თამაშისთვის აუცილებელი ყველა თვისების განვითარება და დაბალანსება. ვატარებთ მწვრთნელთა ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით: როგორ ასწავლონ და რა თვისებები განავითარონ . მთელი ეს მუშაობა ახალი მენტალობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ქართველები ისტორიულად მეომარი ხალხია. მაგრამ თქვენი კულტურა და ტრადიცია არტისტიზმზე მეტყველებს. ამ თამაშში წინა ხაზსს პირობითად შეიძლება მეომრები ვუწოდოთ, უკანა ხაზსს კი - შემოქმედნი, რომლებიც მანევრირებენ და პასებს გადასცემენ. ქართულ რაგბიში ამ ორ კონპონენტს შორის წონასწორობა დარღვეულია. მაგრამ ვფიქრობ ეს ქცევის სტერეოტიპებით არის განპირობებული
სპორტსმენს უნდა შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება სწორ დროს. მაგალითისთვის მოვიტან პასის გადაცემის პრაქტიკას. რა აზრი აქვს ბუთის ტყორცნას უმისამართოდ? მოთამაშემ უნდა იცოდეს ვის და რატომ გადასცემს ბურთს. სწორი ქცევა ავტომატიზმში უნდა გადადიოდეს. ვითარება, კონკრეტული სიტუაცია გარკვეულ მოთხოვნას გიყენებს და გაწვრთნილი თუ ხარ, ძალიან მარტივად იღებ სწორ გადაწყვეტილებას. რაგბი მართლაც რთული თამაშია, მაგრამ კარგ სპორტსმენებს რომ უყურებ, მაგარი ადვილი გგონია.
- რა რესურსები გვაქვს საქართველოში, მაღალი კლასის მორაგბის ჩამოყალიბებისთვის ?
რიჩი: რა თქმა უნდა, სპორტული სტრუქტურები გაუმჯობესებას მოითხოვს. ჩვენ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. არ არის ფული, არ არის აღჭურვილობა. საქართველოს რაგბის კავშირი ყველა ამ სიძნელეს იაზრებს. ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სპორტული სტრუქტურები. ჩვენი სახელმძღვანელოები სწორედ ადამიანურ რესურსზე მუშაობის საშუალებაა.
- გამოდის, რომ მოთამაშეების საზღვარგარეთ გაშვება ერთადერთი ხსნა ყოფილა.
რიჩი: საბოლოო მიზანია აღვზარდოთ ისეთი სპორტსმენები, რომელბსაც შიდა დონეზე თამაშის გაუმჯობესების პოტენციალი აქვთ.მაგრამ ნებისმიერ შეთხვევაში, ადამიანი ცდილობს წავიდეს იქ, სადაც მეტი ანაზღაურება და უკეთესი პირობებია.
თუ ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მაშინ აქაც კარგად მიხედავენ მორაგბეს. ჩვენ ვიყენებთ არსებულ რესურსს და ვაუმჯობესებთ მას.
- ამბობთ, რომ რაგბის მიმართ ქართველი გენეტიკურად არის მიდრეკილი. მიუხედავად ამისა, რაგბი საქართველოში პოპულარობით სპორტის სხვა სახეობებს, მაგალითად, ფეხბურთს, გაცილებით ჩამოუვარდება.რა უპირატესობა აქვს ფეხბურთს?
რიჩი: რაგბი კონტაქტური სპორტია და თანაც - საკმაოდ რთული: აქ სპორტემენის მთელი სხეული მოდის შეხებაში მოწინააღმდეგის სხეულთან. რაგბიში იაზრებ, რომ აგრესია კონტროლირებადი უნდა იყოს -სხეულის დაზიანება ხომ დიდი პრობლემა იქნება. აქედან გამომდინარე, შენ გიწევს იზრუნო არა მარტო თანაგუნდელის, არამედ მოწინააღმდეგის უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერ გუნდურ თამაშს თავისი წესები აქვს.რაღაც მისაღებია, რაღაც - არა. ფეხბურთი უფრო ტექნიკური თამაშია. ტრავმები იქაც ხდება, მაგრამ რაგბიში ტრავმის რისკი მეტია. ფეხბურთში უფრო ხშრია ფეხების დაზიანება.
უნდა აღინიშნოს, რომ რაგბის თამაში სრულიად განსხვავებული კომპლექციის ადამიანებს შეუძლიათ. მაგალითაისთვის, შევადაროთ ერთმანეთს ზირაქაშვილი და აბუსერიძე
- რამდენად შესაძლებელია საქართველო სარაგბო ქვეყან გახდეს?
რიჩი: რაგბი, მინდა გითხრათ, ას ოცდაათ ქვეყანაშია გავრცელებული. დღესდღეობით, ინდოეთსა და ჩინეთში რაგბი სპორტის ერთერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებად სახეობად ითვლება. საქართველოში რაგბის თავისი როლი აქვს და ქვეყნის იმიჯისა და სახელის შექმნას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ქართველი მორაგბე ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის, შესაძლოა ნიმუში გახდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზასა და პროფესიას ადგას სპორტსმენი: ადამიანი გამოიყენებს ყველა იმ თვისებას, რასაც პატარაობაში ვუვითარებთ, როგორც სპორტსმენს; ამიტომაც ხაზი მინდა გავუსვა სპორტის უდიდეს მნიშვნელობას ბავშვების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. მივესალმები ხელისუფლების ინიციატივას, სპორტის სახეობების საგანმანათლებლო სისტემაშ დანერგვასთან დაკავშირებით.
სპოტი ამკვიდრებს დისციპლინასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ავითარებს სოციალურ უნარებს, აყალიბებს სწორ ფასეულობებს. ასე, რომ, ამ ინიციატივას ძალიან კარგი გავლენა ექნება ახალ თაობაზე.
საქართველო სარაგბო ტრადიციას ახლა უყრის საფუძველს. გვაქვს პროგრესი. მაგრამ არ გვაქვს საკმარისი ფული. არგენტინის მაგალითი მნიშვნელოვანია. იქ ყალიბდება სტრუქტურები რაგბის განვითარებისთვის.
სარაგბო ელიტას ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ქმნიან, სადაც მოსახლეობის რიცხვი დიდია. ინგლისსა და საფრანგეთს ეკონომიური სიძლიერის გარდა სარაგბო ტრადიცია აქვთ და სპორტის ეს სახეობა ამ ქვეყნებში მასიურია.
მაგრამ მინდა გითხრათ: პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი საუკეთესო თორმეტი სარაგბო ქვეყნის რიცხვს მიუერთდეს.
საქათველოს მიზანია საერთაშორისო სარაგბო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ანუ გავხდეს მაგალითი ძლიერი და კონკურენტუნარიანი ქვეყნებისთვის.
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"