უარი კლანურ გაგებას! მახვშებმა პირობა შეასრულეს - 18 ნოემბერს, გრინვიჩულად ექვსს რომ უკლდა 15,
ირბ-ს "მსოფლიო რაგბი" დაერქვა და სამყარომაც ახალ საითზე ფრიად თამამი ლოგო იხილა"ირბ" (რაგბის საერთაშორისო საბჭო) 1886 წელს დაარსდა და 99 წლისა რომ მოიყარა, მაშინღა მოაფიქრდა მსოფლიო თასის გამართვა. მას აქეთ ორგანიზაცია ცდილობს, დააგდოს კლანური გაგება და ოვალურ’ბურთა თამაში ჭეშმარიტად გლობალურ სპორტად აქციოს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და ამაში თავისივე წარსული უშლიდა ხელს.
ეტყობა, დუბლინშიც ასე ფიქრობდნენ, აკრონიმი რომ უარჰყვეს და ხალხისთვის გასაგები "მსოფლიო რაგბი" (ველდ რაგბი) დაირქვეს. აკი წუხდა ირბ-ის მთავარი მოხელე, ავსტრალიელი ბრეთ გოსპერი, ლიანგი სახელითაც უნდა ხვდებოდეს, ვინა ვართ და რას ვეშურებითო.
შთამაგონებლებად ქცეულანმახვშები რე-ბრენდინგს რომ აპირებდნენ, ეგ მარიამობაზე გაცხადდა. მაშინვე ითქვა, პრეზენტაცია შედგება ლონდონში, "საფიხვნოსა და გამოფენაზეო".
ჰოდა, დაიხურა ეს ღონისძიება და ჩაროზად მივიღეთ ახალი, ნოუთბუქ - სმართ’ფონებზე გათვლილი საითი worldrugby.org და "ფიუჩა ბრენდის" ნახელავი ლოგო, რომლის მოხაზულობაშიც ენა-კვიმატმა ხალხმა უმალ
კაქტუსი, შანდალი და ფოცხი შეიცნო.
ირბ-ის, უკაცრავად მსოფლიო რაგბის, ფრანგი თავკაცი ბერნარ ლაპასე ბრძანებს, ჩვენი მისია თამაშის ძირძველი ოჯახიდან გარეთ გატანაა, ახალი სახელი კი გაერთიანების არსს უკეთ ასახავს - აქამდე თუ კანონ-მდებლები ვიყავით, ამიერიდან შთამაგონებლებად უნდა ვიქცეთო.
ზრდის გეგმაგოსპერმა დაამატა, ცვლილება დროულია, რაკი რაგბში ჩაბმულთა ზრდის 10-წლიანი გეგმა 5 წელში შევასრულეთ, მაგრამ ჩვენს, უკვე გლობალურ თამაშს მეტად გაგლობალურებაც ჭირდებაო.
ახალი ლოგო თურმე ამ ვიქენდზევე, შემოდგომის ტესტების მსაჯებს ეხატებათ კვართებზე, ჩვენ’და’თავად კი დავასწარით ერთგულ მკითხველს, რუბენ მაზმიშვილს და ჩაროზად ლოგოს ევოლუციას გთავაზობთ.
ოღონდაც დავამატებთ, რომ პირვანდელი აკრონიმიდან ძირძველი "ფუთბოლის" აღმნიშვნელი "ფ" 1998 წელს იმად ამოიღეს, რომ რაგბის უმეცარ ქვეყნებში ფანს თავ-გზა აღარ აბნეოდა.
@
* * *