პრემია ან ნუგეში ქართულ რაგბში საგულისხმო სიახლეებია: ელიტა ათ გუნდამდე განივრცო; საშინაო სეზონი ამიერიდან შემოდგომაზე დაიწყება და გაზაფხულზე დასრულდება, ლიგებში კი ქულათა დარიცხვა საყოველთაოსგან განსხვავებული, ფრანგული ნიხრით იწარმოებს >>>http://Qaflan.netai.net/2012/შარშან "არმიამ" პირველი ტრიპლი შეასრულა, მოიგო რა "ბზის თასი" (პირველობა, "ლიბერთის თასი" (თასი) და შვიდკაცა. წელს ამ სამეულიდან მეორე შეჯიბრი აღარ გაიმართება - რაღაი ბოლო ხანს პეწი ერთობ აკლდა, გუნდებს კი თურმე ისე ხისტი პოზიციაც უჭირავთ, რომ შეიძლება ვერც 2012 წლის ჩემპიონი გვეყოლოს.
რომ გადავდივართ სეზონთა ევროპულ თვლაზე, გაზაფხულზე ერთი, საშუალედო, დამოკლებული პირველობის გამართვა გვიწევს, მაგრამ ავტორიტეტები ბრძანებენ, "ა" (მეორე) ნაკრები შეიძლება (!) ტურნეზე ინგლისში წავიდეს და მაგის გადამკიდე, გადამწყვეტ რკენათა გამართვა ლიდერთა გარეშე მოგვიხდესო.
თუ "ქართული რაგბის მატიანეში" ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ მსგავსი ვითარება იყო 21 წლის წინათაც: მაშინ მაინც გაიმართა მოკლე, გარდამავალი პირველობა და "აიაც" სამხრეთ აფრიკაში თვე-ნახევრით რომ აპირებდა წასვლას, შეჯიბრს თავს ანებებდა - მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და ქუთაისი გაჩემპიონდა.
ნაადრევი გამოდგაევროპისთვის ფეხის აწყობა იმხანად ნაადრევი გამოდგა - როგორც ახლა ირკვევა, მთელი ორი ათეული წლით!
ომებისა და გაჭირვების გამო ამერის კლუბებმა 1993 წლის თებერვალში საბჭოურ - სამხრეთ ნახევარსფეროული სეზონის აღდგენა დაადგინეს, ჩვენს დროში კი უკვე რომ აშენდა და კიდევ შენდება რაგბის სტადიონები, ავდარი ვეღარ გვაშინებს.
იმხანად ელიტაშიც ათი (!) გუნდი გვყავდა და მერეღა, თანდათან, დავედით ხუთამდე (2005, ცოტათი, ღირსეულად წაგებისთვის ქულის დარიცხვა კი პირველად 1990 წელს ვცადეთ, მაგრამ გაჩაღდა ერთურთის დანდობა და ქველი წამოწყება ჩაიშალა.
"უცხოური გამოცდილების გადმოღებით" მესამე ლელოზე 1999 წელს დაწესდა პრემია, საუკუნეთა მიჯნაზე კი თემმა აღიარა, კლასიკურ,
2-ქულიან სისტემას არაფერი სჯობსო და ამ აზრზე 12 წელიც იდგა, რაც მოსაწონი და დასაფასებელია თუნდაც იმად, რომ ნეტარი "ექვსი ერიც" ასე იქცევა.
ვერ მოერგოკლასიკური ნიხრის გამო თემში საყვედური არავისგან გვსმენია, მაგრამ სიახლეთა დანერგვა ერთბაშად გვიჯობსო და კავშირმაც ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემის შემოღება გადაწყვიტა. თავიდან ისეთი ნიხრი შემზადდა, რომ აღარც სამხრეთული იყო და არც ფრანგული, მაგრამ საბოლოოდ მეორეზე შევჩერდით.
პრემიალურ ნიხრს რაგბეთი 1996 წელს, პირველ ზე 12-ში გაეცნო და უმალ მოიხიბლა. მისი "ოლიმპისეული" განმატება ასეთია:
# ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
და შედეგთა ბლოკში, ტურნირის ტიტულის კვალად, მუდამ უზის შემდეგ შეჯიბრებათა გარჩევებს:
# გლობალურად: მსოფლიო თასი, ირბ ერთა თასი, ჭაბუკთა მსოფლიო ალაფა
# ევროპა: ჰაინეკენის თასი, ინგლისის პირველობა, კელტების ლიგა, ევროპის "ერთა თასი"
# სამხრეთი: სამი ერი, ზე 15, ქარრის თასი, ზელანდიის პირველობა
სამხრეთული სისტემა ნელ-ნელა მთელმა რაგბეთმა გადაიღო და ბოლო სამ მსოფლიო თასზეც (2003 2007 2011) მოქმედებდა, მაგრამ ბოლომდე რომ ვერ მოერგო ფრანგულ მენტალიტეტს, გალებმა ოდნავ გადააკეთეს და ბოლო წლებია, თავიანთ პირველობაზე აამუშავეს.
ხუთი სცენარიღასამხრეთულ ნიხრს რაგბის გურმანი ძირის ძირამდე იცნობს და მოეხსენება, რომ შემტევი რაგბის შესაგულიანებლადაა მოგონილი. მის თანახმად, პრემიას მეოთხე ლელოს გატანით იბევებ, წაგებულს კი ერთბაშად ორი ქულის აღებაც შეუძლია, თუ ცოტათი (რვაზე ნაკლებით) დამარცხდება და თავადაც დადებს მაგ სანუკვარ მეოთხეს.
ფრანგული ამ უკანასკნელ შესაძლებლობას გამორიცხავს. მის თანახმად, პრემია ერიცხება მხოლოდ (!) მოგებულს და ისიც მაშინ, თუ მინიმუმ სამი ლელოთი მეტს დაუდებს მეტოქეს. წაგებულსა და დაზავებულ (ფრედ გაყრილ) გუნდებს ასეთი პრემია არ ერგებათ, მაგრამ დამარცხებულს ცოტათი წაგებისთვის მაინც ეკუთვნის ნუგეში.
ფრანგულად პრემია უპირობო აღარაა: დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად რამდენს გაუშვებ; შეიძლება რაღაც მომენტში ხელიდანაც გამოგეცალოს - თუ მეტოქე წამოგეწია ან იქეთ მოგიგო. სხვაფრივ, სისტემათა ბაზისი ერთ-ნაირი, გაწონასწორებული, 4-ქულიანია, მოგებულის პრემია და წაგებულის ნუგეში კი მის 25 პროცენტს უდრის.
დასასრულ, ექსპერტებისთვის იმასაც ვიტყვით, რომ ფრანგულ სისტემაში
# არსებობს ოდენ ხუთი სცენარი: 5-0, იშვიათი 5-1 (მაგალითად 3ლ-3ჯ) 4-0, 4-1, 2-2 და
# გამორიცხულია სამხრეთულიდან ნაცნობი, კოლორიტული ოთხი: 5-2 (შამპანური რაგბი; 4-2 (ეშხიანად დაწევა; 3-3 (პრემიიანი ფრე) და 3-2 (უიშვიათესი, ასიმეტრიული ფრე)
2011 წლის კიბე1 არმია, 2 აია (ქუთაისი, 3 ლოკომოტივი - 4 ლელო, 5 არმაზი,
6 ხარები (რუსთავი) - 7 ბათუმი XV, 8 ილიაუნი ჯიქი, 9 აკადემია,
10 სტუ ყოჩები - 11 ხულიგანა, 12 თი ბი სი, 13 ბაგრატი (ქუთაისი,
14 დევები, 15 კოლხი რაინდები (ფოთი) - 16 დინამო, 17 არწივები (ოზურგეთი) - 18 ჯრუჭი (საჩხერე)
>> მოწინავენი
მორაგბე კლუბი ქულა ლ გ ჯ ა
დავით კიკნაძე არმაზი 195 0 15 53 2
ბახვა კობახიძე არმია 194 1 24 47 0
ირაკლი ყიასაშვილი ლელო 177 0 16 43 2
გაგა სინაურიძე აია 162 0 21 40 0
ბობა კვინიხიძე ლოკომ 133 0 17 53 2
>> ლელო: 13 ბესიკ ხამაშურიძე (აია; 9 დავით ჩიტიძე (ლოკომ;
6 ლევან გოგია, ბაკურ გოშაძე (აია; 5 ალეკო ტუჩაშვილი (არმია, გიორგი სოსელია (არმაზი)
>> თავდადებულნი (ვინც კლუბის ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე, შეუცვლელად და გაუძევებლად ითამაშა:
ირაკლი ყიასაშვილი (ლელო; ვილიამ კაიფაჯიანი, დავით კიკნაძე (არმაზი; უჩა აღაშვილი, ლაშა გოგიაშვილი (ხარები; ივა დავითაშვილი, გიორგი ჭუაძე (აკადემია)
>> პირველობის საუკეთესო მორაგბე და მწურთნელი: ხამაშურიძე
>> 2011 წლის ქართველი ათლეტი და მორაგბე: მამუკა გორგოძე
@