გასაგებია, რომ რუმინეთიც და რუსეთიც უნდა დავამარცხოთ, და არა მარტო იმიტომ, რომ ეს ერთა თასის და ანთიმოზ ივერიელის თასის გათამაშებებს ასე სჭირდებათ, ან პოლიტიკური ამბებია გარეული ანაც ძველი ანგარიშები გასაწორებელი, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიო თასის გათამაშების მონაწილენი მესამედ გავხდით და მნიშვნელოვანი შედეგების მოსაპოვებლად მივდივართ იქ.
მე პირადად მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსნებთ. ჩემთვის წარმატება იქნება მხოლოდ 2 თამაშის მოგება, შესაბამისად ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით. შევხედოთ ჯგუფებს:
ბ
არგენტინა
ინგლისი
შოტლანდია
ევროპა 1
რეპეშაჟი
ც
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
ევროპა 2
აშშ
თუ ჩვენ იქ მივდივართ 2 თამაშის მოსაგებად (და ეს ნორმალური მომზადების პირობებში სავსებით შესაძლებელია), ბ ჯგუფში ეს უნდა იყოს შოტლანდია-რეპაშაჟის წყვილის დამარცხება, ხოლო ც ჯგუფში იტალია-აშშ წყვილისა. დამეთანხმებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის, ერთი დეტალის გარდა. შევხედოთ კალენდარს:
10 სექტემბერი შოტლანდია-რეპეშაჟი
14 სექტემბერი შოტლანდია-ევროპა 1
17 სექტემბერი არგენტინა-რეპეშაჟი
18 სექტმებერი ინგლისი-ევროპა 1
24 სექტემბერი ინგლისი-რეპეშაჟი
28 სექტემბერი ევროპა 1-რეპეშაჟი
2 ოქტომბერი არგენტინა-ევროპა 1
ბ ჯგუფის განხილვისას მივაქციოთ ყურადრება: შოტლანდიას პირველი თამაშის გამართვა უწევს 10 სექტემბერს "რეპეშაჟთან" და ეგრევე 4 დღეში ეთამაშება ევროპა-1-ს. რომელიც ამ დროს დასვენებულია და ეს მისთვის პირველი თამაში იქნება. შემდეგ გაადევნეთ თვალი კალენდარს და დაინახავთ, რომ იდეალური კალენდარი აქვს ევროპა-1-ს მეორე თამაშის მოსაგებადაც რეპეშაჟთან.
ც ჯგუფი
15 სექტმბერი ევროპა 2-აშშ
20 სექტემბერი იტალია -ევროპა 2
25 სექტმებერი ირლანდია-ევროპა 2
1 ოქტომბერი ავსტრალია-ევროპა 2
როგორც ვხედავთ ევროპა 2-ს ეგრევე უწევს 5 დღის ინტერვალით მთავარ კონკურენტებთან თამაში. კალენდარის მხრივ ეს ჯგუფი ოდნავ რთულია, თუმცა კომპენსაცია ამისა არის ის რომ იტალია სუმთლა შოტლანდიაც არ არის
ასე რომ წინ ბორჯღალოსნებო...და სადაც მოსაგებია მოიგეთ და ნუ უყურებთ იმას ვინ სად და ვისთან მოხვდება....მოგება ძლიერთან უფრო დასაფასებელია. ისე სხვათაშორის 1987 წელს როდესაც მსოფლიო თასი მოიგო ახალმა ზელანდიამ, შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკა (იმ დროისთვისაც მეტად ძლიერი იყო) აპარტეიდული პოლიტიკის გამო დისკვალიფიცირებული იყო გათამაშებიდან, ზელანდიელებმა განაცხადეს ჩვენი ვერ ჩავითვლებით სრულფასოვან ჩემპიონებად ვინაიდან სამხრეთ აფრიკა არ მონაწილეობდაო.
This post has been edited by lelos on 1 Mar 2010, 14:20