http://worldsport.ge/Read.aspx?news=14798&lang=1ცაბაძესთან ინტერვიუა მსოფლიო სპორტზე.
საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ტრენერთა ახალ სასტავს:
- მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებს ისევ ტიმი თუ გაწვრთნიდა, მეტად დაიხარჯებოდა?
- მარტო სტიმულზე არ არის. დამღლელი ფაქტორი იცით რა არის? ერთი და იმავე მორაგბეს შეკრებაზე ყოველთვის რომ ვერ ეძახი. ძალიან ძნელია, ყველა შეკრებაზე 10 სხვა მორაგბე რომ გყავს და ერთი ადგილის ტკეპნა გიწევს. ვფიქრობ, მსოფლიოს თასისთვის მზადების პერიოდში, როდესაც გუნდი 3 თვე ერთად იქნებოდა, გუნდს ძალიან დიდი წინსვლა ექნებოდა. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ლეინმა 3 წლის განმავლობაში უამრავი მორაგბე გასინჯა, ნახა ვის რა შეეძლო, ამაში, მერწმუნეთ, ლეინი შეუდარებელია და ახლა... რაგბი ისეთი სახეობაა, ორ-სამ წელიწადში ძნელია გუნდი დაალაგო.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.- რიჩი დიქსონი ვერ შეძლებს გუნდის მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მომზადებას?
- რიჩის არ ვიცნობ, ვიცი მისი წარსული, იყო შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როდესაც ამ გუნდს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა და ორჯერ გახდა “ხის კოვზის” მფლობელი... იმედია, მიზნის მიღწევას შეძლებენ.
სიმართლე გითხრათ, უფრო ბიჭების იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეროვნულ ნაკრებს იმაზე ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე შედეგია და ამ ბიჭებს ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ.