მოდით ასე ვთქვათ რა
კარგია სიკო რო გამოიძახეს, უნდა მიეცეს კიდევ ერთხელ შანსი წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. გამოცდილება საკმაოდ აქვს, კარგი სკოლაც აქვს გამოვლილი კლერმონის ესპუარების სახით. დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველია ვინც გვყოლია, ვნახოთ ახლა რას იზამს. რაქებში ბურთებზე ძალიან მაგრა მუშაობს და მაგაში მგონი ბევრი დამეთანხმებით. ის რუსეთთან თოვლში ბოლო წუთზე ბოჭვა უნდა გამეხსენებინა მეც, დამასწრეს

პირადად ჩემი აზრით სიკო ცხოველას ჯობია. თავართქილაძეს მიეცა შანსი უკვე და კიდე მიეცემა, ახლა ვარჯიშებზე სიკოც უნდა ინახოს. რიჩიმ კარგად იცის თავისი საქმე და მგონი ეს უკვე ბევრმა დაინახა.
ვიტოს რატომაც არ იძახებენ გვიპასუხეს წინაზე რაგბის პაბში შეხვედრისას, გია ნიჟარაძემ თქვა მაგ ბიჭს ახლა კლერმონში უნდა ვაცადოთ თავის დამკვიდრებაო, რა და როგორ შეუძლია მგონი ყველამ კარგად იცისო და გამოსაცდელი აღარაფერი ჭირსო
რატის რაც შეეხება გვითხრეს მაგაზეც და აქაც დაიწერა მგონი რო, ურუშაძეს და შკინინს რიჩი A ნაკრებში მისცემს შანსსო, იმ დამსახურებისთვის რაც მათ აქვთ. უშანსოდ რო არ დატოვოსო. ესეც პასუხი იმაზე რატომ არაა რატი ნაკრებში ამჯერად.
გადავიდეთ პირველ ხაზზე. ქუბრიაშვილი სადისციპლინოზეა დაბარებული და იქ რას მისცემენ კაცმა არ იცის. იქ ხალხს ტყუილად არ იბარებენ ხოლმე

ისე ეგეც გამოიცადა სანაკრებოდ, ყველამ ვიცით, რო სტატიკაში მაგარია, ცოტა ღია თამაშში მოიკოჭლებს. ჟღენტი ნამდვილად ძალიან მაგარი მოთამაშეა, ძლიერი სტატიკით და ფრანგებისთვის მოსაწონი რაღაცეებით, უბრალოდ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ხასიათი. ახალგაზრდულებში და სხვა პერიოდშიც ბევრი პრობლემა შექმნა მაგ ბიჭმა. ისე ანტონაც და კაკოვინიც ბევრად უფრო მოთამაშე პირველ ხაზელები არიან, სტატიკაშიც არ ჩამოუვარდებიან სხვებს. ასეთ შეცვლებზე შემოსვლას რაც შეეხება, მაგასაც აქვს თავისი მიზეზი - ახალგაზრდობა. კაკოვინს აქვს ყველანაირი მონაცემი, რომ საერთოდ საუკეთესო ქართველ პირველხაზელად დადგეს. სხვები საფრანგეთში ჩავიდნენ და იქ ისწავლეს თამაში, კაკოვინი აქედან უკვე მოთამაშე ჩავიდა. ხო კიდე ერთიც, მაგისნაირი კონტაქტი ბევრს არ აქვს არც აქ და არც საფრანგეთში.
სულ ბოლოს კიდე უნდა დავწერო, რომ ასეთი შემადგენლობა როგორიც პორტუგალიისთვისაა გამოძახებული აქამდე არც შეგვიკრებია. ასე რომ პირადად მე 26 თებერვალს პრემიალურით მოგებას ველოდები.
This post has been edited by BULA on 20 Feb 2011, 00:12