ლესთერი და ლენსთერი საშინაო სეზონი ბრიტანეთშიც ფინალებით დასრულდა: ინგლისში ლესთერმა მეათედ იჩემპიონა, კელტეთში კი ლენსთერმა შინ, ოღონდაც სტუმრის რანგში, მოიგო ირლანდიური დარბი >>>
http://Qaflan.netai.net/2013დედოფალ ვიქტორიას ხანის სამოყვარულო გაგების გადამკიდე, რაგბის სამშობლო გვიან დასერიოზულდა და პირველობას 1988 წლიდან იტარებს. ჩემპიონის ფინალში გამოვლენა ინგლისელებმა 2003 წელსღა დაიწყეს. ჰოდა, ლესთერმა წელს ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა თვიქნემის საგზური, მაგრამ თასი მეოთხედღა შემართა.
"თაიგერზის" მეტოქე და მეზობელი, ნორსჰემპთონის "სეინთს" ჩემპიონობაზე პირველად თამაშობდა, პლეი-ოფში კი იგივე ოთხეული გავიდა, რაც შარშან. ლესთერი მთელი თამაში წინ იყო, მაგრამ მეტოქე ჯიუტად მისდევდა. მაყურებელმა შვიდი ლელოთი ისიამოვნა, მაგრამ გონჯი ინციდენტიც მოხდა:
ღირებულებათა უარყოფააონორსჰემპთონის კაპიტანმა, ინგლისისა და "ლომების" კვაჭმა, დილან ჰართლიმ ოღრაშ რეფს, ვეინ ბარნსს "გასაბახი სიაფანდი" უწოდა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. ავყია კივს საქმე კვირას გაურჩიეს და 1 სექტემბრამდე, 11 სათამაშო კვირით მისცეს დისკვალიფიკაცია, რაღაი მსაჯულ ჯეფ ბლექეთის თქმით, რეფის პატიოსნებაში საჯაროდ შეეჭვება რაგბის ძირეულ ღირებულებათა უარყოფაა.
ჰართლიმ განხილვაზე თავი იმართლა, მეტოქე კვაჭს შევაგინეო, მაგრამ რეფმა დაიჟინა, ეგრე რომ ყოფილიყო, მოთამაშეს არაფერს ვერჩოდიო. ისე, დილანი უწინაც სამჯერ დასჯილა: 2007 წელს, 26 კვირით, თვალში თითის ტაკებისთვის; 2012 წელს, მარტში, 8 კვირით, კბენისთვის, და დეკემბერში, ორი კვირით, ჩარტყმისთვის.
ლესთერის პირველი ლელო ავჭალაში მომავალმა ირლანდიელმა, ნაიალ მორისმა დადო. შუა ტაიმში ქორთნი ლოზმა ორჯერ რომ დასცა თობი ფლადი, დარეტიანებული შეაცვლევინა და მგეზავად ნორჩი ჯორჯ ფორდი შევიდა. ჰართლის ინციდენტი ზედ შესვენების წინ მოხდა, მატჩის ბედი კი გადაწყდა ბოლო მეოთხედში, როცა ლელო მანუ ტუილანგიმ გაიტანა.
დებულებით უკმარიაოლესთერმა ჩემპიონებად გააცილა ირლანდიელი ბექი ჯორდან მერფი და იტალიელი ბურჯი მარტინ კასტროჯოვანი. თვიქნემში კვირასაც ბლომად მივიდა მოსეირე, რათა ულომებო, ჩრდილო ამერიკაში მიმავალი ინგლისისა და "ბარბაროსების" ბურთაობა ეხილა. უოფისო კლუბმა შარშან 26:57 წააგო, ამჯერად კი, თუმც 12 ქვეყნიდან შეკრიბა 28 ოსტატი, 0:40 ჩამორჩა და ხელი ბოლოსღა გამოიღო.
კელტეთში დაბლინის "ლენსთერმა" სამ-ფინალიანი ნავსი გატეხა და ყოფილ იპოდრომზე დუბლიც შეასრულა, რაღაი ერთი კვირით ადრე იქვე ევროპული "ჩელენჯი" შემართა. თამაში წესითა და რიგით პირველ ადგილზე გასული გუნდის, ბელფასთის "ალსთერის" მოედანზე, "რეივენ ჰილზე" (ყორნის გორა) უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი ტრიბუნები ოდენ 12 300 კაცს იტევს, რაც დებულებით უკმარია.
ინგლისის "ავივას პირველობა"22 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ გატ:გაშ $
სარასენს (ლ) 77 17-4*1 +194 533:339 7
ლესთერ 74 15-6*1 +193 538:345 12
ჰარლიქვინზ (ლ) 69 15-7 +107 560:453 9
ნორსჰემპთონ 65 14-8 +68 501:433 9
გლოსთერ 60 12-9*1 +34 515:481 10
ექსეთერ 59 12-9*1 +96 542:446 9
ბას 53 10-11*1 +18 452:434 11
ვოსპს (ლ) 48 9-13 -17 511:528 12
აირიშ (ლ) 35 7-14*1 -142 459:601 5
სეილ 35 7-14*1 -219 377:596 5
ვუსთერ 33 5-16*1 -125 422:547 11
ველშ (ლ) 23 5-17`5 -207 412:619 8
ნახევარ’ფინალი
ლესთერ 33:16 ჰარლიქვინზ
სარასენს 13:27 ნორსჰემპთონ
ფინალი
<< ლესთერ 37:17 ნორსჰემპთონ
4ლ: მორის ქიჩენერ ტუილანგი ნგონევა; გ: ფლად; 5ჯ: ფლად, ფორდ 4 -
3ლ: მაილერ ფოდენ დიქსონ; გ: მაილერ / წბ: ჰართლი
რეფ ბარნს 25/05 @ ლონდონ, თვიქნემ (81 703)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...33&d=13695145093:0(5) 10:0(9) 10:5(15) 13:5(32) 16:5(40+3წბ) /
16:10(44) 21:10(48) 24:10(56) 24:17(57) 29:17(66) 34:17(74) 37:17(80+)
>> ყველა ჩემპიონი
ლესთერ 10 1988 1995 1999 2000 2001 2002 2007 2009 2010 2013
ბას 6 1989 1991 1992 1993 1994 1996
ვოსპს 6 1990 1997 2003 2004 2005 2008
ნიუქასლ 1 1998
სეილ 1 2006
სარასენს 1 2011
ჰარლიქვინზ 1 2012
<< ინგლისი 40:12 ბარბაროსები
5ლ: ბერნს იარდ ისთმონდ ვეიდ თველვთრიზ; 3გ: ბერნს (1 3) იარდ; 3ჯ: ბერნს -
2ლ: ბრიც დეილი; გ: ევანს
რეფ ჰოჯის (უელ) 26/05 @ ლონდონ, თვიქნემ (60 601)
7:0(2) 10:0(5) 13:0(12) 16:0(25) /
23:0(45) 28:0(56) 35:0(63) 40:0(67) 40:5(71) 40:12(79)
<< დამდეგ ვიქენდზე
ბარბაროსები - ლომები ^ შაბ 1/06 @ ჰონკონგ 15.30 საქ
კელტეთის "რაბო დირექთ პრო12"22 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ გატ:გაშ $
ალსთერ (ი) 81 17-4*1 +229 577:348 11
ლენსთერ (ი) 78 17-5 +199 585:386 10
გლაზგო (შ) 76 16-6 +217 541:324 12
ჰლანეჰლი (უ) 66 15-7 +30 436:406 6
ოსპრეიზ (უ) 62 14-7*1 +129 471:342 4
მანსთერ (ი) 54 11-10*1 +53 442:389 8
ტრევიზო (იტ) 50 10-10*2 -36 414:450 6
ქონოთ (ი) 38 8-13*1 -64 358:422 4
კარდიფ (უ) 38 8-14 -139 348:487 6
ედინბურგ (შ) 36 7-15 -105 399:504 8
დრეგონზ (უ) 28 6-16 -231 358:589 4
ძებრე (იტ) 10 0-22 -282 291:573 10
ნახევარ’ფინალი
ალსთერ 28:17 ჰლანეჰლი
ლენსთერ 17:15 გლაზგო
ფინალი
<< ალსთერ 18:24 ლენსთერ
6ჯ: პინარ / სბ: დიაქ -
2ლ: ჯენინგს ჰიზლიპ; გ 4ჯ: სექსთონ / სბ: ნათევა
რეფ ლეისი (ირლ) 25/05 @ დაბლინ, არ-დი-ეს (18 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...34&d=13695161910:7(5) 0:10(8) 3:10(25) 3:13(35) 6:13(36) 6:16(40) /
6:19(44სბ) 9:19(46სბ) 12:19(51) 15:19(55) 15:24(63) 18:24(69)
>> ყველა ჩემპიონი
ოსპრეიზ (უ) 4 2005 2007 2010 2012
მანსთერ (ი) 3 2003 2009 2011
ლენსთერ (ი) 3 2002 2008 2013
ჰლანეჰლი (უ) 1 2004
ალსთერ (ი) 1 2006
@