otar zoidzeშეხვედრა როგორც ყოველთვის წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში ( დაწყება კომუნისტურია, მაგრამ ეგრე იყო

)
უმეტესად ვისაუბრეთ ნაკრების მსოფლიო გამოსვლაზე და სამომავლო გეგმებზე...
ნაკრების გამოსვლა ცალსახად შეფასდა დადებითად და ამის შედეგია, ის რაც იგეგმება ჩვენს გარშემო...
2013 წლიდან გავხდებიტ მეორე ეშელელონის სარაგბო ქვეყანა და ეს აისახება ირბ-ს დაფინანსებაში და კარგ ტესტებში...
მოსაფიქრებელია ტურნისირს ფორმა, რომელშიც გამოვლენ მეორე ეშელონის ქვეყნები (საქართველო, რიმინეთი, რუსეთი, სამოა, იჯი, იქპონია, ტონგა, აშშ, კანადა და ალბათ ნამიბია) სავარაუდოდ ეს ტურნირი დაიწყება 2013 წლიდან და არის სამაგიერო ჩერჩილის თასისა და ბუქარესტის ტურნირისა, რომლებიც წელს ბოლოს ჩატარდებიან...
კაი ტესტში იგულისხმება პირველი ეშელონის ქვეყნებთან თამაში...
2013 -ში ცავდივართ არგენტინასთან სტუმრად სათამაშოდ მათივე დაპატიჟებით...
ზაფხულში გვექნება თამაშები ამერიკა კანადასთან იქ (ვალს ვუბრუნებთ აქ ჩამოსვლისთვის, მშვენიერი ვალია

)
დაიწყება ნაკრებში ახალი სახეების, ახალგაზრდების წამოწევა რათა ნაკრებში კონკურენცია გაიზარდოს და უფრო ჯანსაღი გახდეს...
იგეგმება ახალი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი, რომლის არჩევის კრიტერიუმებიც ითქვა: ასაკი 40-60 წ. სამუშაო წყვეტა მაქსიმუმ ერთი წელი, უბრალოდ წარსულში ზენიტში მყოფი მწვრთნელის მოყვანას არავინ აპირებს, ვისი კარიერაც დაღმავალია და მარტო სახელი და გვარიღაა დარჩენილი... ახალი მწვრთნელის კარიერა უნდა იყოს აღმავალი და ასევე დაევალება აქ მუშაობა ნაკრების გარდა ქართულ რაგბში... ამ მწვრთნელს უნდა გამოვწოოვოთ საუკეთესო ყოველივე იმისა რაც მის სარაგბო კულტურას აქვს და მაქსიმალური მივიღოთ, ესაა მოკლე კრიტერიუმების ჩამონათვალი განიხილება კანდიდატურები და ახალ წლამდე გვეცოდინება...
საბლოოდ აღინიშნა ის რომ ყველაფერი ეს(ტურნირები, კაი ტესტები, ერთა თასი) ემსახურება მომზადებას 2015 წლის მსოფლიოსთვის სადაც მიზანი უფრო მარალი იქნება და ერთი თამაშის მოგება აღარ იქნება საკმარისი... მინიმუმი ორი თამაშის მოგება და კაი ვარიანტში ჯგუფიდან გასვლა ჩაითვლება კარგ შედეგად...
კიდევ იყო სხვადასხვა საუბრები რაც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამგენზე საუბარი ძაან შორს წაგვიყვანს, გამოსაყოფია ის საკითხი, რომ მსოფლიოს მერე ძაან გაიზარდა საქართველოს ავტორიტეტი მსოფლიო რაგბში და როგორც ცდილობს ყველა ჩვენთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ბატონმა გიამ ასევე მოყვა როგორ ესაუბრა დიდი ხნით ქართულ რაგბზე კარტერს და მულიაინას და მათ სიმპატიებზე ქართული რაგბის მიმართ და იმას რომ არ იჯერებდნენ, რომ სულ ორი ქეციანი სტადიონი გვაქვს და ნაკრების არჩევა სულ 200 კაციდან რომ მოხდა (ან ის 200 სადაა

)
ზოგადად დავამატებდი იმას რომ ბატონ გიას ნასაუბრები და მონაყოლი ბევრად საინტერესო და ეფექტური იყო ვიდრე ჩემი ნაჯახირები, ეს იყო მოკლე მონახაზი იმ მნიშვნელოვანი თემებისა რაზეც იქ ვისაუბრებთ, დეტალებში აქ კიდევ დაწერენ იქ მყოფი "თანამასონელები" მეტი სიზუსტისთვის...