წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, გარდა ევროპის რაგბული განაწესისა:
ეს უკვე მეთხუთმეტედ ჩვენი "ერთა თასი" დიდ "ექვს ერს" მიყვება და
ამ უპერსპექტივო ჩანჩალს, ვაგლახ, რომ ბოლო არ უჩანს >>>
http://Qaflan.netai.net/2014/შარშან (2013) >> გაღმერთებული და უჩინარი
http://qaflan.netai.net/2013/N1/30_ENC-6N.htmასტრონომთა თანახმად, XXI საუკუნე 2001 წლის 1 იანვარს დაგვიდგა, ლიანგისა და რაგბისთვის კი ახალი დროება ორი ათასში (2000) დაიწყო: ბოჭვაზე ამოქმედდა ჭიშკრის წესი, იტალია კი "ერთა თასიდან" "ექვს ერში" აბრძანდა და ელიტამაც გალავანი შემოირტყა.
იძალა ტელევიზიამ და ბობოლა ექვსეულს ტურნირის ჩატევა ზამთრის 7 კვირაში დაავალა. არიფებსაც რა გვრჩებოდა და მორჩილად ავყევით ბატონებს, რაღაი ირბ-ს ყველასთვის საერთო სანაკრებო კვირები დაუდგენია: ერთა თასი სხვა დროს რომ ტარდებოდეს, საქართველო და რუმინეთი ძლიერ გუნდებს ვეღარ შეკრებენ.
დასავლეთ ევროპას გალფ’სთრიმი ათბობს, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია კი ერთი უწყვეტი არეა. სულ სხვაა ევროპის ორ კიდეზე გაბნეული ერთა თასის დასი: იქეთ სუსტები - ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია, აქეთ კი - ძლიერნი და თან სულ მართლ’მადიდებლები.
აწყობილი საქმეელიტა ტელევიზიიდან და მოსახელე სპონსორიდანაც ფრიად ხეირშია, აქეთურებს კი არც ერთი გვყავს და არც მეორე.
მოეწყო ბევრი თათბირი, შედგა სამუშაო ჯგუფები და პროექტებიც დაიწერა, მაგრამ ერთა თასი ექვსი ერის აჩრდილად დარჩა. ჰოდა, ჩვენი თამაშები ლაივ’ სქორშიც ვერა ხვდება და მეორე ტურის მატჩის დაწყების დრო აქამდეც არ დამტკიცებულა.
ელიტას საქმე აწყობილი აქვს: 2014 და 2015 წლების საათობრივი განრიგი 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა, მსაჯები კი დეკემბერში დანიშნა. იქეთ დარია, აქეთ კი - ნისლი, თოვლი, ყინვა და ხარჯიც იმოტოლა, რომ ბელგია თამაშის წინა დღეს’ღა ჩამოფრინდა.
მეოთხედაც ვივარგოთრკენა დედა’ქალაქის ბოლოშია, რაკი ქვეყანას ეროვნული სტადიონი აღარა აქვს. თითქო ეშველა რუმინეთს - კლუჟი, ანუ იქაური ქუთაისი მუხებს ხალისით უთმობს საფეხბურთო არენას, ჩვენი მეზობელი ძერჟავა კი კვლავაც სამხრეთის ალაფებული ყანისა და კაზაკური სთრიმინგის იმედადაა.
ბევრჯერ თქმულა, ქართველობას რაგბი მარტო დათვებთან რკენის წინ ახსენდებაო. არსებობს სხვა კატეგორიაც - ვისაც რუმინეთიც იზიდავს და შორეული სამოაც. ვაი, რომ კიდევ უფრო ცოტას გაუგია ზე15, ოთხი ერი (ფალავნობა, ნრლ და ორიჯინი, მაგრამ მრგვალი ბურთის მეფსონე ფანიც კი საკადრისად აფასებს ნაქებ "ექვსი ერს"
უელსი მაგისი ბოლო ორი წლის (2012 2013) ჯილაა, მაგრამ ლიანგი აღრენილია კავშირზე, ვინაც უვიცობითა და სიხარბით რაგბსა კლავს. ჩვენთან ვითარება უკეთაა - ხის ფარი უკვე სამი წელია (2011 2012 2013) გვიპყრია და მეოთხედაც უნდა ვივარგოთ, რათა 2015 წლის 2 ოქტომბერს, ღამის თერთმეტზე, კარდიფში "ოლ ბლექსს" შევებათ!

>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)