გამოქვეყნდა ორშაბათის "ჩვენს თამაშში"
"გლადიატორი" მიზანს ეწია ხარობენ რასელ ქროუ და სამხრეთი სიდნის მშრომელები -
"ბაჭიებმა" (რებითოზ) 43-წლიანი ნავსი გატეხეს და
13-კაცა რაგბის უძლიერესი ლიგა - ავსტრალიის "ნრლ" მოიგესhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiდიდი ფინალი კვირას იყო ოლიმპიურ სტადიონზე. რებითოზი და მისგან "წინასწარ ფინალში" ძლეული "მამლაყინწები" (რუსთერზ) შორეულ 1908 წელს ლიგის პიონერები იყვნენ და აქამდეც ამქრის წევრებად რჩებიან, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ნრლ-მა საუკუნეთა მიჯნაზე შარი მოსდო რედ’ფერნის უბნის სახელოვან კლუბს, ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებო, და ორი სეზონი (2000-01) აუქმა.
თემი დამცრობას არ შეეპუა, სასამართლოში იჩივლა და მახვშებს კლუბი ელიტაში აღადგენინა, მაგრამ ზედიზედ 5-ჯერ (2002-06) ბოლო სამეულში დააფინიშა. მაშინ თავკაცობა ითავა "გლადიატორმა", ვინაც ბაჭიებს ბავშვობიდან ქომაგობდა, და რაზმი გააძლიერა - მელბურნიდან გადმოიბირა გრეგ ინგლის’ი, ხოლო საკუთრივ ინგლისიდან - სამი ძმა ბერჯეს’ი: ჯორჯ, სემ და თომ’ი.
თაობები გაახარესბაჭიები ჩემპიონობისთვის ბულდოგებს შეებნენ. შინ, რაგბის "ბასში" მიმავალ სემ ბერჯესს ინგლისელსავე ჯეიმზ გრემთან პირველსავე ჯახში ყვრიმალი გაუტყდა, მაგრამ ბოლომდე გაძლო და 25 სოლოზე (ჰით’აპ) ბურთი 225 მეტრით რომ წაწია წინ და 36 ბოჭვაც შეასრულა, "ქლაივ ჩერჩილის მედალი" მიიღო ^ რჩევად: ლიგელთა მაჩვენებლებს ირბ-ული რაგბის სტატისტიკას ნუ შეადარებთ, თორემ გეწყინებათ!
გარემარბ ალექს ჯონსთონის ლელოთი და ადამ რენოლდსის ჯარიმით რებითოზმა ტაიმი 6:0 მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში ბულდოგ ჯოშ რენოლდსის შეცურებულს თონი ვილიამსი დაახტა * 6:6. მალე იძალა ჯორჯ ბერჯესმა და სამი მცველის გაბითურებით კარში შევიდა * 12:6, ბოლო 6 წუთში კი ბაჭიები სამჯერაც ეწივნენ მიზანს:
ორი ლელო მუღამიანად - ლელოს შორ კუთხესა და კარის ძელთან გადაკიდებას მოყვა, ბოლოს კი ინგლისმა აიწყვიტა. ამ დროს ლამის მთელი რებითოზი ტიროდა, რაკი ბიჭებს გა-სიგრძე-განებული ჰქონდათ, რომ 1971 წლის აქეთ პირველი ტიტულის მოპოვებით ფანთა თაობებს გაახარებდნენ და მახვშებსაც საბოლოოდ გაუსწორებდნენ ძველ ანგარიშს.
ჩაროზით დატკბებარებითოზმა მეოცედ (!) იპრემიერა და ლიგაში საუკეთესოა. 16 პირველობით მეორეა სენთ’ჯორჯ - ილავარას ურჩხულები (დრეგონზ, ბოლოჯერ 2010); რუსთერზის მონაგარი 13 ალამია (ბოლო 2013), ბალმეინ’ყოფილ ვეფხვებისა (თაიგერზ) კი - 12 (2005)
დიდი ფინალით დასრულდა ოდენ ნრლ, სეზონი კი ჩაროზით უნდა დატკბეს - 25 ოქტომბერს სამხრეთში "ოთხი ერი" გაჩაღდება. ავსტრალია, ზელანდია, ინგლისი და სამოა ერთ წრედ ილიგავებენ; კენგურუ - კივი ბრისბენშია, ხოლო ფინალი 15 ნოემბერს, ველინგთონშია დანიშნული.
ნრლ "ტელსტრა პრემიერშიპ" 2014უყურეთ გადახვევით მთელ სეზონს new.livestream.com/nrl
ფინალები (პლეი’ოფი)
# განთესვა, * გავარდა, $ ოქროს ქულით (მაყურებელი)
ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
<< შესარჩევი @ 12-13/09
მენლი#2 24:40 რებითოზ#3 (25 733)
რუსთერზ#1 18:19 პენრით#4 (23 449)
<< გასავარდნი @ 13-14/09
ქავბოიზ#5 32:20 *ბრონქოუზ#8 (25 120)
*მელბურნ#6 04:28 ბულდოგზ#7 (19 230)
<< ნახევარი @ 19-20/09
რუსთერზ#1 31:30 *ქავბოიზ#5 (18 355)
*მენლი#2 17:18 $ბულდოგზ#7 (28 186)
<< წინასწარი @ 26-27/09
რებითოზ#3 32:22 *რუსთერზ#1 (52 592)
*პენრით#4 12:18 ბულდოგზ#7 (46 168)
<< დიდი @ კვი 5/10
რებითოზ#3 30:6 *ბულდოგზ#7 (83 833)
5ლ: ჯონსთონ ჯ.ბერჯეს აუვაჰა ა.რენოლდს ინგლის; 5გ: რენოლდს -
ლ: თ.ვილიამს; გ: ჰოდქინსონ
4:0(20) 6:0(27ჯ) / 6:6(51) 12:6(58) 14:6(64ჯ) 20:6(75) 26:6(79) 30:6(80+)
წინათქმა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...35&d=14124986631’ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...45&d=14125113742’ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...48&d=1412513988ბოლოთქმა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...51&d=1412515028უკეთესი’ხარისხით (1280)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...59&d=1412531511@