ფიჯელთა საუფლოშვიდკაცის ფიჯელმა ჯადოქრებმა ზედიზედ მეხუთედაც იპირველეს ჰონ’კონგში,
მაგრამ "მსოფლიო სერიაში" ჯერაც 7 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს – შტატებსჩინეთამდე მოჩაუქე დასმა ლას’ვეგასიდან ვანქუვერში შეიარა. ამ დროს ფიჯი 14 ქულით (84-98) ჩამორჩებოდა შტატებს და 9-ით – ზელანდიას
კანადის ეტაპი მეოთხე წელია, დარბაზში ტარდება. ჯგუფებში ორი სენსაცია აღინუსხა: ესპანეთმა * 26:24 ძლია კივები, კანადამ კი * 26:19 ფიჯი. ფავორიტები მაინც თასზე მოხვდნენ, ხოლო არიფები ალაფაზე დაიძირნენ
მეოთხედ’ფინალში გავარდა ოთხიდან სამი (!) ჯგუფის ჯილა: კივები დაითხოვა ვინ, ვინ და ... ფიჯმა! ივარგა მხოლოდ გადახალისებულმა აფრიკამ, ვინაც ჯგუფში შტატებიც დაამარცხა * 19:7
ნახევარ’ფინალებში წყვილი რბევა აღინუსხა: შინ ნაჩემპიონარი იანკები 28 ქულით მოსრა საფრანგეთმა და 2012 წლის აქეთ პირველად გავიდა თასის ფინალში, მაგრამ იქ ვეღარაფერი გააწყო თვით ფიჯის გამგდებ "ბლიც ბოკესთან"
ტუვაი ერთადერთიაჰონ’კონგში სერიის 15 მონაწილე, ერთი წვეული (პორტუგალია) და 12 კანდიდატი ოთხი კვირის შემდეგ მოგროვდა. 28 კაპიტანმა ტრადიციული, ერთობლივი ფოტო გადაიღო ცათამბჯენთა ფონზე
ფიჯზე მორაგბის ღვაწლი ჰონ’კონგში პირველობის რაოდენობით იზომება! ამიტომაა, რომ ჯადოქრები სულსა და გულს აქსოვენ თამაშში. ახლაც მათ ჯგუფშივე * 24:5 გააბურთავეს ზელანდია, ვინაც მეოთხედ’ფინალში გააგდო ... გაკადნიერებულმა საფრანგეთმა
გალებმა ზედიზედ მეორედ უწიეს ფინალს, იქ კი დამარცხდნენ ჯერი ტუვაის კომპანიასთან – 30 წლის ვირტუოზი ერთადერთია, ვისაც 2015 - 2019 წლებში "შვიდკაცის მექაში" ხუთჯერ შეუმართავს თასი
შტატებმა ჯგუფში * 19:21 წააგეს უელსთან და * 22:28 ინგლისთან, მაგრამ მეოთხედ’ფინალში აფრიკა დაითხოვეს და ბოლოს ბრინჯაოც აიღეს, ქარლინ აილსმა კი ტურნირი 9 ლელოთი დაასრულა, რაც ახალი ჩინური რეკორდი ყოფილა
ჰოდა, ფინიშამდე სამი ეტაპით ადრე იანკები არათუ ფიჯსა და ზელანდიას უსწრებენ, არამედ 40-ქულიანი ფორა აქვთ V ადგილზე მყოფ ინგლისთან, რაც იმას მოასწავებს, რომ შტატები 2020 წლის, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს ამ უქმეებზევე, სინგაპურში დაიბევებენ
ოლიმპიადის ხათრითოლიმპიადაზე სულ ვაჟთა 12 გუნდი იჩაუქებს. 4 ვაკანსია ამ სერიაში თამაშდება და საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ ევროპა მშრალზე დარჩება
6 საგზური თითოდ ერგებათ რეგიონულ პირველობათა ჯილებს; ერთი – მასპინძელი იაპონიისაა, ბოლო კი გაისად გადაეცემა რეგიონთა’ შორისი რეპეშაჟის მოგებულს
ევროპის რჩეული წლეულს, 13-14 ივლისს, კოლომიე’ში (საფრანგეთი) გამოვლინდება, ჰონ’კონგში კი გაირკვა, რომ მსოფლიო სერიაში შემდეგი სეზონიდან შევა ირლანდია, ვინაც ბოლო ხანს’ღა და ისიც ოლიმპიადის ხათრით, შეხედა მოწყალე თვალის "სალაღობო რაგბს"
მეორე წრედი ვაკეში?კელტებმა ჩინეთში შაბათს ორჯერვე მოსრეს რუსეთი * 33:7 და 47:0, კვირას კი გრანდიოზული გეგმები ჩაუშალეს ჯერ გერმანიას და მერე ოფიციოზის მიერ მათზე არა’ნაკლებ ნალოლიავებ ჰონ’კონგსაც
სხვა’ფრივ, მედიაში გაჟონა დიდი რაგბის "მსოფლიო ლიგის" თაოსნის, არხენტინელი "გას" პიჩოტის მორიგმა იდეამ, "მსოფლიო სერიის" მსგავსად, დონით მეორე "წრედიც" (სერქით) შევქმნათო
ჰოდა, თუ ეს მართლა შესრულდა, ეგებ აღვადგინოთ და მაგ წრედში ჩავართვევინოთ ბოლოჯერ 2008 წელს გამართული "ვაკის შვიდკაცა"
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXX სეზონი * 2018-19
VI ეტაპი * 9-10/03 ვანქუვერ (კან)
<< ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)
(ა) აფრიკა 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, ჩილე# 0-3
(ბ) სამოა(+40), ფიჯი(+31) / კანადა(-9) 2-1, კენია 0-3
(გ) ზელანდია^, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია^, ესპანეთი 1-2
(დ) ინგლისი 3-0, არხენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
აფრიკა (ა1) 33:12 არხენტინა (დ2)
ზელანდია (გ1) 21:22 ფიჯი (ბ2)
ინგლისი (დ1) 19:21 შტატები (ა2)
სამოა (ბ1) 12:35 საფრანგეთი (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
აფრიკა 31:12 ფიჯი
საფრანგეთი 33:5 შტატები
<< ფინალი
(XIII) ესპანეთი 15:10 იაპონია
ალაფა (IX) ავსტრალია 35:21 კანადა
(V) ზელანდია 26:19 ინგლისი
ბრინჯაო (III) ფიჯი 24:14 შტატები
ოქრო + თასი (I) აფრიკა 21:12 საფრანგეთი
<< აფრიკა
1 ზეინ დევიდს, 3 იმპი ბრეხერ, 6 იოჰანეს პრეტორიუს, 8 სელვინ დევიდს, 9 ჯასტინ ხედულდ, 10 სტედმან ხანს, 11 სივივე სოიზვაპი^კაპ’ *
2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 საკოისა მაკატა, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 12 მიულერ დიუ’პლესი, 13 კურტ-ლი არენცე *მწ) ეშლი ევერტ
VII ეტაპი * 5-7/04 ჰონ’კონგ (ჩინ)
<< ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)
(ა) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3
(ბ) საფრანგეთი 3-0, არხენტინა 2-1 / კანადა 1-2, პორტუგალია# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / ავსტრალია 1-2, კენია 0-3
(დ) ინგლისი 3-0, შტატები(+21) / უელსი(-31), ესპანეთი(-62) 1-2
<< მეოთხედ’ფინალი
აფრიკა (ა1) 12:21 შტატები(დ2)
ფიჯი (გ1) 29:24 არხენტინა (ბ2)
ინგლისი (დ1) 12:14 სამოა (ა2)
საფრანგეთი (ბ1) 14:12 ზელანდია (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ფიჯი 28:19 შტატები
საფრანგეთი 19:12 სამოა
<< ფინალი
(XIII) ესპანეთი 19:14 უელსი
ალაფა (IX) შოტლანდია 26:24 იაპონია
(V) არხენტინა 21:14 ზელანდია
ბრინჯაო (III) შტატები 22:10 სამოა
ოქრო + თასი (I) ფიჯი 21:7 საფრანგეთი
<< ფიჯი
1 სევულონი მოთე’ნათანგი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა^კაპ, 6 მელი ნდერე’ნალანგი, 7 ვილიმონი მბოტიტუ, 8 ლივაი კოროი’ ნგასა’ნგასა, 9 ჯერი ტუვაი, 11 ამინიასი ტუი’მამბა *
2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 ისოა ტამბუ, 5 აპენისა თაკაუ’მბალავუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 12 ტერიო ვეილავა * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)
ქულანიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1
130 შტატები (თ: ლას’ვეგას);
123 ფიჯი (3თ: ქეიპ’თაუნ ჰემილთონჰონ’კონგ);
118 ზელანდია (2თ: დუბაი სიდნი);
99 აფრიკა (თ: ვანქუვერ) (გადიან ოლიმპიადაზე) –
90 ინგლისი; 74 სამოა; 70 ავსტრალია; 69 არხენტინა; 63 საფრანგეთი; 55 შოტლანდია; 45 ესპანეთი; 36 კანადა; 23 კენია; 21 იაპონია –
20 უელსი (ვარდება) |
6 ჩილე##; 5 ტონგა##; 2 ზიმბაბვე##; 1 პორტუგალია#
განრიგი1 30/11-01/12 დუბაი (არბ)
2 08-09/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 02-03/02 სიდნი (ავს)
5 01-03/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 09-10/03 ვანქუვერ (კან)
7 05-07/04 ჰონ’კონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 01-02/06 პარიზ’ი (სფრ)
თასის მფლობელი1999-2019 (173 ეტაპი)
58 ზელანდია; 39 ფიჯი; 30 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 3 შტატები;
2 არხენტინა შოტლანდია; 1 კანადა კენია საფრანგეთი
სერიის ჩემპიონიზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010
XXI სეზონის * 2019-20 შესარჩევი<< ჯგუფები
(ე) ჰონ’კონგი(+30) 3-0, ტონგა(+29) 2-1, ფილიპინები(-23) 1-2 / ზიმბაბვე 0-3
(ვ) ირლანდია 2-0*1, რუსეთი(+16) 2-1, ურუგვაი 1-1*1 / იამაიკა 0-3
(ზ) გერმანია(+22) 3-0, ჩილე(+40) 2-1 / უგანდა(-28) 1-2, ქუქეთი 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
2#გერმანია (ზ1) 12:7 7#ურუგვაი (ვ3)
3#ირლანდია (ვ1) 47:0 6#რუსეთი (ვ2)
4#ჩილე (ზ2) 15:12 5#ტონგა (ე2)
1#ჰონ’კონგი (ე1) 17:7 8#ფილიპინები (ე3)
<< ნახევარ’ფინალი
ირლანდია 19:10 გერმანია
ჰონ’კონგი 7:5 ჩილე
<< ფინალი
ირლანდია 28:7 ჰონ’კონგი
:::