საარაკო და საეტაპო ბორჯღალოსნებმა ნავსი გატეხეს: დიდებული მეორე ტაიმით
25-ე სეზონში პირველად ძლიეს ირბ-ის მოწინავე ათეულის წევრი - სამოა >>>
http://Qaflan.netai.net/2013ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვან მატიანეში რამდენიმე ნიშან-სვეტია: პინგვინთა ჩამოსვლა, პირველი თასი, აიას სამგზის ჩემპიონობა, საუკუნეთა შესაყარზე ციმბირელთა სამგზისვე ძლევა, ანთიმოზის გამოხსნა, ირლანდიის გაოგნება და ჰა, სამოას გაბითურებაც.
მანუსთან გამარჯვება ცოტას ეიმედებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ სანუგეშო ვერაფერი გვქონდა, მაგრამ მერე ვაჯობეთ მულღაზანზარს, ბოლოს კი მისი თავგამოდებული შტურმიც მოვიგერიეთ. ყავლ-გასულ და ულოგიკო წესთა გადამკიდე, ბრძოლა მეტისმეტად გაიწელა, მაგრამ მაგით ვაკეში მისულმა ფანობამ რაგბის უნიკალური ხიბლიც შეიცნო.
მიძალება და გაშლასამოამ "სივა ტაუზე" თავი მოთოკა და ჩვენც რიდით დავიწყეთ თამაში. იმათ უმალ ორი ჯარიმა ერგოთ, მაგრამ პისიმ ააცდინა 40 მეტრიდან. მალევე გავთამამდით, მიძალება და გაშლა დავაბალანსეთ და კვირიკაშვილმა 27 მეტრიდან, მარჯვნიდან დაკრა * 3:0
მერე ისევ გადავერთეთ უსარგებლო პინგ-პონგზე. სამოა დინჯად რაგბობდა, მაგრამ ზე15-სა და შვიდკაცაში დაოსტატებულმა მობურთალებმა მაინც დაგვალელოვეს: ლემმა რაქიდან შეუტია, ფოტუალიჰი მიყვა, ტრევირანუსმა ოფლოუდი გაახერხა და ლევავემ ახეირა ლეიუა, ხოლო პისიმ კიდევ დაახაია * 3:5
ქიქოფიდან გორგოძე გაგვისინბინეს კისერში ბოჭვისთვის. ხაზი გაჭრა მამუკაშვილმა, ხმალაძემ ხეირზე არეკნი სცადა და მეკომ კარის წინიდან ისევ დაგვაწინაურა * 6:5, მაგრამ სინბინის ამოწურვისთანავე ლემმა მოლიდან გაგვიბითურა ოთხი მბოჭავი (7 2 9 14) და ქიქერმაც გაისწორა სამიზნე - მარცხნიდან გარდასახა * 6:12
ფინტებითა და ღონითიაპონიაში მოღვაწე პისიმ მანამდეც და მერეც სცადა გადაკიდება და შეგორება, ჩვენ კი იმათ დერეფანსაც ვიგებდით, ვაგორებდით მოლს და შერკინებიდან მესამე ხაზით ვუტევდით. ოღრაში ფრანგი რეფი შემტევს აჯარიმებდა, რითაც ჯ+ ბალანსი 5/5 გამოიყვანა, მეკომ კი ტაიმის ბოლოს 47 მეტრიდან ვეღარ უწია კარს.
მეორე ნახევარი ყოჩაღად დავიწყეთ: შეუტიეს ჩხაიძემ, გორგოძემ, მამუკაშვილმა, ღერძმა კი იერიში კარის პირდაპირ გააგრძელა და ნორჩმა შარიქაძემ მცირე უბანზე, ფინტებითა და ღონით, ზედიზედ ხუთი (!) მბოჭავი მოაღორა * 13:12
სამოამ იქვე კვირიკაშვილი მოცელა, მაგრამ 39 მეტრიდან კარს აცდა დარტყმა, მოლის ჩაქცევისთვის კი გააძევეს მეორე’ხაზელი პაულო. ალამთან დავკარით და მივეძალეთ, მაგრამ გვერდიდან შესვლისთვის დავჯარიმდით, ბეგაძის და ზიბზიბაძის რეიდთა კვალად კი მოლში ბურთი გაგვიჭედეს.
ვირტუოზული გადაკიდებამიქაუტაძემ მოგერიებაზე დაუფარა სტუმრებს. მერე იმათ ბრძოლაში მარქაფა ჩააბეს და თამაში ააწყვეს. აიშვეს ძმებმა ტუიფუჰ’ებმა; ფოტუალიჰი ცდუნდა და დასარტყამი ჯარიმა გაათამაშა; ისაია კიდესთან ავლაგმეთ, მაგრამ იმათ უცებ მოაწოდეს მოგერიებული და აქეთა ნაპირამდე რომ ჩამოათამაშეს, ბოჭვაზე ბურთის შეფერხებისთვის იგივე ისაია დაჯარიმდა.
საპასუხო შეტევის შემდეგ იმათ 22-ზე დავჯარიმდით. სამოამ ხელდახელ დაიწყო თავის ნახევარზე ბურთაობა და ერთხელ საკუთარ ექიმსაც (!) წამოედო, მაგრამ ლეოტამ მაინც გამოჭრა ხაზი და შებოჭილმა თუმც შეაყოვნა ოვალი, პუატმა ჩვენ გაგვამტყუნა * 13:15
ჩვენც შევიყვანეთ რეზერვი. ხმალაძემ ახლოს ვირტუოზულად გადაუკიდა გორგოძეს; კიდეზე გაქანდა ზიბზიბაძე; ჟვანიამ, გორგოძემ, ნემსაძემ წითელი ზოლიდან სცადეს (74’) ბურთის შეთრევა, მაგრამ მეორე 5-მეტრა შერკინებიდან ლემმა წაგვღლიტა და დავჯარიმდით.
28-ფაზიანი შტურმიაქ სამოაც აირია და თერნოვერები მოუხშირდა. შარიქაძის პასი ვერ იხელთა წიკლაურმა. დერეფანში აგორებული მოლიდან (80’) მანვე ოდნავ ააცილა არეკნი, მაგრამ იმათ წინ გადაუვარდათ ხმალაძის აბრაგანი და ჩვენი მგეზავისვე გრძელი პასით შარიქაძე და გორგოძე იქეთა ფრთაზე ძლივს გააჩერა დაცვამ.
ჭიდილით შეტანილი ვერ დავამიწეთ, მაგრამ ხეირზე ჯარიმა გვერგო და კვირიკაშვილმა მარჯვნიდან შეაგდო * 16:15. აქ ტელე-საათზე უკვე გადაცილებული იყო სამი წუთი, მაგრამ ფრანგმა კიდევ 8 წუთს აომა გუნდები და იმათი ერთხელ, ხოლო ჩვენი - ორჯერ დაჯარიმებაც მოასწრო.
"აიღე და მიეძალეზე" რომ ჩამოგვერთვა ოვალი (ჯ+ 11/14) სამოამ 60 მეტრიდან გაათამაშა და 28-ფაზიანმა შტურმმა 3’40" წუთს გასტანა: იმათ წუნი საკმაოდ ჰქონდათ და ალაგ-ალაგ ალბათ ვერც ჩვენები იცავდნენ ოფსაიდის წესს, მაგრამ დრამატურგ მსაჯს სასტვენი რომ გადაეყლაპა, შემტევი (!) ჩვენივე კარნახით (!) მაშინღა დააჯარიმა, როცა სტუმრები ლელოს 5 მეტრზე მიეახლნენ.
ჰოდა, დასრულდა საარაკო რკენა, რომელსაც ქართული რაგბის განვითარებაში ახალი ეტაპი უნდა მოყვეს.
საქართველო 16:15 სამოასაქართველო15 მერაბ კვირიკაშვილი
14 თამაზ მჭედლიძე (22 თედო ზიბზიბაძე 50)
13 დავით კაჭარავა
12 მერაბ შარიქაძე
11 გიორგი შკინინი (23 ბექა წიკლაური 76)
10 ლაშა ხმალაძე
9 გიორგი ბეგაძე
1 მიხეილ ნარიაშვილი (17 ზურაბ ჟვანია 70)
2 შალვა მამუკაშვილი (16 სიმონ მაისურაძე 70)
3 ლევან ჩილაჩავა (18 დუდუ ქუბრიაშვილი 41)
4 კოტე მიქაუტაძე (19 გიორგი ნემსაძე 59)
5 ლევან დათუნაშვილი
6 გიორგი თხილაიშვილი (20 შალვა სუთიაშვილი 70)
7 მამუკა გორგოძე ^კაპ სბ 15
8 გიორგი ჩხაიძე
არ შესულა: 21 ვაჟა ხუციშვილი -
ლ: შარიქაძე; გ 3ჯ: კვირიკაშვილი
სამოა15 ფაჰატოინა აუ’ტანგა’ვაია
14 ალაპატი ლეიუა
13 ისაია ტუიფუჰა
12 ჯონი ლეოტა (23 ქენ პისი 59-63)
11 სინოტი სინოტი (22 ბრანდო ვაჰაულუ 41)
10 ტუსი’ატა პისი
9 კაენ ფოტუალიჰი ^კაპ (21 ჯერემი სუჰა 70)
1 საკარია ტაულაფო
2 ტიჰი პაულო (16 ოლე ავეი 70)
3 ჯეიმზ ჯონსთონ (18 ენთონი პერენისე 64)
4 პიულა ფაასელელე (24 ჯო ტეკორი 57)
5 ფილო პაულო სბ 48
6 ოფისა ტრევირანუს (19 ტაია’სინა ტუიფუჰა 51)
7 ჯექ ლემ
8 ფაიფილი ლევავე
არ შესულა: 17 ვილიამუ აფატია -
2ლ: ლეიუა ლემ; გ ჯ: ტ.პისი
მსაჯებირეფერი რომენ პუატ (საფრანგეთი)
კიდეებზე: ენდრიუ მაკ’მენემი (შოტლანდია) / ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)
კომისარი: გია ჭუმბურიძე (საქართველო)
3:0(6) 3:5(13) სბ(15სქ) 6:5(19) 6:12(27) ნახ(40+3) /
13:12(43) სბ(48სმ) 13:15(70) 16:15(80+3) ბოლო(80+11)
ვიდეო >>
არენა
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.WSM.23.11.2013.mp4ტასმან
https://acrossthetasman.com/attachment.php?...51&d=1385238870ჲუთუბ (( ჩაემატება, როცა’კი აიტვირთება ))
შაბ 23/11 2013 თბილისი, მესხი [ვაკე] 16.30 (15 ათასი)
25 წლის [1989-2013] მონაგარი159 თამაში [61 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
94 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3634:2943 [+691]
ლელო 434/300 [+134]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 214, ხოლო ფორვარდებმა 220 ლელო
@