ნაკლებად ფლობის მიუხედავად "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე საზრიანმა და გაწაფულმა ზელანდიამ
სტუმრად გააბითურა უსარგებლოდ მოპასავე ავსტრალია,
აფრიკამ კი მანდელას პატივ’საცემად არგენტინა მოსრა >>>
http://Qaflan.netai.net/2013ზელანდია თავიდანვე, იოლად დაწინაურდა; ორით ჩამორჩენილმა "ოლ ბლექსმა" უმალ შეცდომაზე დაიჭირა მეტოქე; მესამე მეოთხედში კივებმა პრემიაც აიღეს და ბურთის ნაკლებად ფლობის მიუხედავად, ექვსი (!) ლელო მაინც გაიტანეს. სტუმრებმა საბოლოოდ 18 ქულით ძლიეს ვოლაბები და ისინი ირბ-ის რეიტინგშიც დააქვეითეს.
მსოფლიოს ჩემპიონმა გადახალისებული მეტოქე აიძულა, სულ განდაგან ეტია, ბოჭვაზე კი წრე’გადასული ჭიდაობაც გაუმართა. ტაქტიანმა აფრიკელმა რეფმა რიჩი მაკ’ქოუ შესვენებამდე სამჯერ დააჯარიმა. ჩუბინი ქიქერის მყოლი ოზები სამ-სამ ქულას დაჯერდნენ, მაგრამ ნამატჩევს’ღა მიხვდნენ, რომ მეტოქემ რიტმი მოუშალათ და ბურთაობა არ დააცალათ, ხოლო მსაჯმა კივებს ეგრეც არავინ გაუგდო.
ბებერმა მაკ’ქოუმ ნახევარი წელი იუქმა და თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მსაჯს თანდათან აუღო ალღო. დაშავებული დენ ქართერის დუბლიორმა, არონ ქრუდენმა თამაში გამართულად წაიყვანა, მაგრამ ორი გარდასახვა ძელს მოარტყა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ფრთაზე გამწესებულმა ბენ სმითმა; მაჰა ნონუს 4 ბოჭვა გაუცუდდა, კონრად სმითს არც ამჯერად შეშლია რამე და სამ ლელოშიც დაიდო წილი.
უდროო პრემიერაავსტრალიის ახალმა მწურთნელმა, იუენ მაკ’ქენზიმ ქვეიდ ქუპერის ნაცვლად ათზე ჯეელი მეთ ტომუა დააყენა, მაგრამ ეს გაუბედავად რაგბობდა. მელელოვე იზი ფოლაუმდე ბურთს თითქმის არ მიუღწევია. დაცვაში მაგრად აურიეს ჯესი მოგმა და ფრთაზე დაყენებულმა ჯეიმზ ო’ქონორმა, და ხაზში მხოლოდ ბებერ ადამ ეშლი-ქუპერს არ შეტყობია მეტოქის რიდი.
სიდნის პუბლიკას რაგბზე გული იმდენად აუყრია, რომ წლის თამაშზე - "ბლედისლოუს თასზე" უმაგალითოდ ცოტა, 69 ათასამდე მოსეირეღა მივიდა. ვოლაბებმა ოლიმპიურზე წელს ზედიზედ მეორე უმწარესი მარცხი იგემეს, მაგრამ ნუგეშად ისა რჩებათ, რომ უმეტეს სტატისტიკაში აჯობეს გამარჯვებულებს, ანუ მათ პოტენციალი აქვთ, ოღონდაც ალაგ-ალაგ ერთობ უსწოროდ რაგბობენ.
ირბ-ის ახირებით, შერკინების ახალი წესის პრემიერა უდროოდ, ამ რანგის მატჩში მოეწყო. შეჭიდებამდე მეტოქისთვის ხელის გადახვევამ და დაჟინებამ, ჰავბექმა ბურთი შუაში შეაგოროს და არა თავისკენო, მოიტანა ის, რომ იკლო ჩაქცევამ და იმატა თაით-ჰედმა. ეს ყველაფერი ეთანხმება "ირბ-ის ქარტიას" - შერკინება ისევ სადაოდ იქცა, მაგრამ ეგეც ცხადია, რომ სულ მალე "კაცი დომკრატი" აღარავის დაჭირდება.
პირველი ფორვარდისულ პირველი ქიქ’ოფიდან ბურთი საკუთარ 22-თან დაუვარდა სთივენ მორს, ზელანდიამ ფაზები აკინძა, ქრუდენმა ხელ’უკუღმა ოფლოუდი მიართვა ბენ სმითს, ო’ქონორი კი წინ უაზროდ ამოვარდა * 0:7
6:7-ზე ეშლი-ქუპერმა ნონუს არხში გაიჯეჯილა, მაგრამ ვერ მონახა სწორი გაგრძელება. მაკ’ქოუს მესამედ დაჯარიმების შემდეგ ლეალიაფანომ წინ გაიყვანა ოზები * 12:10, მაგრამ უმალ ქრუდენმა მასვე დაუფარა მოგერიებაზე და დაუმიწა * 12:17
მოგმა ვერ უწია კიდეს, ზელანდიამ შეუტია, იზრაელ დეგის ოფლოუდიდან კონრადმა მიაწოდა მაკ’ქოუს და რიჩი შეიქნა პირველი კივი ფორვარდი, ვინც 20 ლელო გაიტანა * 12:22
ზელანდიამ შეტევაში წააგო დერეფანი, მაიქლ ჰუპერმა დაგეზა ვილ გენია და ამან 75-მეტრა გარბენით გააბითურა ორივე მდევარი, მაგრამ კივებმა სირენის შემდეგ ჯარიმა გამოიმუშავეს * 19:25
მეასე გამარჯვებამესამე მეოთხედში, 22:25-ზე, ორივე გუნდი აზარტულად რომ უტევდა, არონ სმითმა ოფლოუდი გაუხერხა კონრადს, ამას კი მოგი ოდენ წაეპოტინა და იქვე შეცვალეს. მალევე ახალბედა სთივენ ლუატუამ მეტოქის შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი იხელთა, ოუენ ფრენქსი მიეძალა, დეგი ჩაერთო იერიშში და ჩამოთამაშებულით ბენ სმითი ახეირა * 22:37
ქვეიდს შინაც სტვენიც შეხვდნენ კივი ფანები. ქრუდენმა რობ სიმონსს პასი ჩაუჭრა, სიმარდე ვეღარ ეყო და დაუგორა ჯულიან სავეას, მაგრამ ეს ოვალს ვეღარ დაეწია. ოზებმა თავიანთი მეოთხედიდან ხელდახელ შეუტიეს, ტევიტა კურინდრანის მიერ ბოჭვაზე ხელ’განაშვები ბურთი ბენს მიუვიდა და ჰეთ-თრიქი გამოცხვა * 22:47
ქუპერმა თამაში ასე თუ ისე ააწყო და სირენის შემდეგ ო’ქონორი გააძვრინა ორ პირველ-ხაზელს შუა, მაგრამ ძნელად, რომ უფროსობამ ტომუას მეორე შანსი არ მისცეს. კივთა ანგარიშით, ზელანდიამ მეასედ (!) ძლია ვოლაბები. საპასუხო ტესტის არენა, ველინგთონის "ვესთ პექ"ი ბევრჯერ შეაქანა მიწისძვრამ, მაგრამ თურმე მაინც არა უშავს, კივებს კი ორივე მგეზავი (ქრუდენ, ბარეთ) დაუშავდათ და გამოაკლდათ.
ორმაგად დაისაჯნენიოჰანესბერგის საზანგეთ სო’ვე’თო-ში ჯერაც ცოცხალი, მაგრამ უგონოდ მყოფი "მადიბას, 95 წლის ნელსონ მანდელას პატივ-საცემი სპორტული ღონისძიება მოეწყო - ჯერ ფეხბურთის "ბაფანა ბაფანამ" ამხანაგური 2:0 მოუგო ბურკინა ფასოს, მერე კი რაგბის ჯერი მოვიდა და კარები ციმციმ შეცვალა პერსონალმა, ოღონდაც ჭყვიტინა ვუვუზელები არ დადუმებულან.
საწყისი ნახევარი საათი "ჩრდილოურ ამაოებაში" - ჯარიმის კარისთვის დამიზნებაში გაილია. მორკინალთა ყოჩის - ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვეს ისედაც არ’მყოლ პუმებს ზედიზედ დაემტვრნენ პატრისიო ალვასეტე და "ელ მაგო" - ხუან-მარტინ ერნანდესი, გუნდი კი მას შემდეგ წახდა, რაც კვაჭმა ეუსევიო გინიასუმ სალელოე პასზე ხელი ჩაუკრა რუან პინარს და არგენტინა ორმაგად - საჯარიმო ლელოთი და სინბინით დაისაჯა.
სამ წუთში ვილი ლე’რუმ დაცვიდან გადაუკიდა ჯეი-ჯეი ენგელბრეხტს და ამან გაქუსლა. მესამე მეოთხედში ბოკემ ორი ლელო შეიტანა მოლით * 38:6, ლეონარდო სენატორე კი შუბური ბოჭვისთვის გაასინბინეს. იქვე ჟან დე’ვილიერსმა პასი ჩაჭრა; საფრანგეთში გადასული ბრაიან ჰაბანას რეიდი იაპონიიდან გამოთხოვილმა ფური დიუ’პრემ დაასრულა; მერე თავად ჰაბანამაც მიითვალა 51-ე ტესტ- ლელო * 59:6 და რბევა რომ დასრულდა, სხვაობა 60 ქულა გამოვიდა.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)პირველი შაბათი
ავსტრალია 29:47 ზელანდია$ავს: მოგ (კურინდრანი 53) ფოლაუ ეშლი-ქუპერ ლეალიაფანო ო’ქონორ <10-9> ტომუა (ქუპერ 62) გენია (ვაით 78) /
სლიპერ (სიო 71) მორ (ს.ფაინგა 71) ელიგზანდერ (კეპუ 58) სიმონს ჰორვილ^კაპ; მაკ’მენიმან (გილ 53) ჰუპერ (ფარდი 62-65) მოუენ (ფარდი 78) -
2ლ: გენია ო’ქონორ; 2გ 5ჯ: ლეალიაფანო
ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით ნონუ (ქროთი 63) სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 71) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 69) /
ვუდქოქ (ბ.ფრენქს 62) ჰორ (მეალამუ 49) ო.ფრენქს (ფაუმუინა 62) რომანო (რეთალიქ 18) ს.ვაითლოქ სბ 80; ლუატუა მაკ’ქოუ^კაპ (ქეინ 73) რიდ -
6ლ: ბ.სმით (1 5 6) ქრუდენ მაკ’ქოუ კ.სმით; 4გ: ქრუდენ 3, ბარეთ; 3ჯ: ქრუდენ
რეფ იუბერ (აფრ) @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (68 765)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=13767484750:7(4) 3:7(8) 6:7(13) 6:10(20) 9:10(23) 12:10(28) 12:17(30) 12:22(32) 19:22(39) 19:25(40+) /
22:25(47) 22:32(53$პ) 22:37(57) 22:40(66) 22:47(73) სბ(80ზ) 29:47(80+)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 60-40% (48-52 / 69-31)
ტერიტორია (მეტოქის ნახევარზე) 56-44% (42-58 / 69-31)
გაქცევა 121-82 (512-362 მეტრი, გარღვევა 4-6
პასი 180-76, ოფლოუდი 12-9
ფეხით 20-29, სადგამიდან 7/8-7/9, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 94-54, აცლა/გაგდებინება 8-17, მოლი 2-1
ბოჭვა 78-121, გატარება 15-20
დაჯარიმება 7-13
თავისი*მეტოქის შერკინება 2*3-3*4, დერეფანი 9*4-8*0
წინსვლა (მეტრი: 88 ეშლი-ქუპერ, 78 გენია, 64 ო’ქონორ, 34 ლეალიაფანო, 31 ფოლაუ -
66 ბ.სმით, 60 ქრუდენ, 55 კ.სმით, 40 სავეა
ბოჭვა: 8 ლეალიაფანო ელიგზანდერ, 7 სლიპერ ჰორვილ, 6 გენია მორ სიმონს მოუენ -
13 ვაითლოქ, 10 კ.სმით ლუატუა, 9 ქრუდენ, 8 მაკ’ქოუ რიდ რეთალიქ, 7 ნონუ ო.ფრენქს, 6 სავეა ვუდქოქ ფაუმუინა
გატარება: 2 ეშლი-ქუპერ ლეალიაფანო ო’ქონორ - 4 ნონუ, 2 ქრუდენ ა.სმით ვუდქოქ მაკ’ქოუ
დაჯარიმება: 2 სიმონს - 4 ვაითლოქ, 3 მაკ’ქოუ
ბურთის კარგვა: 2 მოგ ტომუა ჰუპერ ქუპერ - 2 რიდ
ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: გენია 3/78/4, ტომუა 3/26/1, ლეალიაფანო 2/18/8, ქუპერ 1/12/2 - ა.სმით 9/30/5, ქრუდენ 6/7/8
ჯილა: ო’ქონორ 3/8/12, მოგ 4/6/6, სიმონს 2/13, ჰორვილ 0/12, ეშლი-ქუპერ 4/8, მორ 3/8, მოუენ 3/6 -
მაკ’ქოუ 2/12, დეგ 4/6/2, რიდ 4/7, ნონუ 3/2/6, კ.სმით 4/6, ბ.სმით 1/0/8, ლუატუა 4/5
აფრიკა$ 73:13 არგენტინააფრ: ლე’რუ (ლემბი 59) ბასონ ენგელბრეხტ დე’ვილიერს^კაპ (სერფონტეინ 67) ჰაბანა <10-9> მ.სტეინ პინარ (დიუ’პრე 55) /
მთავარირა (სტენკამპ 58) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 55) ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 55) ეცებეთ კრიერ (ფლ.ფან’დერ’მერვე 58) ლოუ ალბერც (კოლისი 65) ფერმიულენ -
9ლ: საჯ (პინარ) ენგელბრეხტ სტრაუს ალბერც დე’ვილიერს დიუ’პრე ჰაბანა ფერმიულენ ბ.დიუ’პლესი; 8გ 4ჯ: სტეინ
არგ: ერნანდეს (ო.აგუჟა 31) კამაჩო ვოს კონტეპომი^კაპ იმოფ (კრევი 35-/) <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 59) /
ფიგაჟო (ორლანდი 61) გინიასუ სბ 30 (კრევი 55) დიას (ლოვო 41) კარისა (გალიარსა 60) ალვასეტე (ფარიას-კავეჟო 14) მატერა ლეგისამონ სენატორე სბ 51 -
ლ გ 2ჯ: კონტეპომი
რეფ პოლოქ (ზელ) @ სო’ვე’თო, ეფ’ენ’ბი (52 800)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=13767777443:0(6) 6:0(10) 6:3(17) 9:3(19) 9:6(23) 16:6(31სსბ) 23:6(34) 26:6(38) / 33:6(47) სბ(51არგ) 38:6(53$პ) 45:6(56) 52:6(64) 59:6(67) 66:6(71) 73:6(77) 73:13(80+)
ირბ-ის რეიტინგი [19/08]
1 ზელანდია 9155, 2 აფრიკა 8703, 3 ინგლისი 8576,
4 ავსტრალია 8541, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7667, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
13 ფიჯი 7356, 14 კანადა 7268, 15 იაპონია 7198,
16 საქართველო 6766, 17 რუმინეთი 6618, 18 შტატები 6491,
19 რუსეთი 6199, 20 ესპანეთი 6044, 21 ურუგვაი 5987
+/-: ზელ 147 ავს, აფრ 0 არგ / კან 113 აშშ (27:9 გ მსო’შეს)
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 20 Aug 2013, 11:38