უკეთესი სხვაობითღა ბორჯღალოსნებმა, დიდი უპირატესობის მიუხედავად, პრემიით რომ მაინც ვერ ძლიეს პორტუგალია,
მდევარ რუმინეთს ორივე ცხრილში უკეთესი სხვაობით’ღა უსწრებენ.ლისაბონში მეათედ ჩავედით. ლობუში აქამდე (5-3*1) ასე ვერაფრით დაგვეჯაბნა:
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-POR-PAST/მაქსიმუმ 6 ქულით გვეძლია, ბოლო სტუმრობაზე კი (2011) - სულაც ერთით.
ამჯერად მასპინძლებისთვის ყოველი შერკინება მძიმე გამოცდა იყო. რაქშიც უკეთ რომ ვართ გაწაფულები და ავტორიტეტიც მეტოქეზე მეტი გვაქვს, ჯარიმები მეტწილად ჩვენ გვერგებოდა.
კვირიკაშვილსაც რა დარჩენოდა - პირველ ლელომდე ოთხივე შეაგდო! მარაგის შექმნის შემდეგ ლელოებსა და პრემიაზეც დავიწყეთ ფიქრი, მანამდე კი ღირს’შესანიშნავი ერთადერთი რამ მოხდა - 9:3’ზე ხმალაძემ მაჩხანელს გააჭრევინა ხაზი.
რიგიანს დაემსგავსაპირველი ლელო შესვენების წინ, დერეფნიდან მოლაობითა და მორიგი ჯარიმის უცებ გათამაშებით შევიტანეთ - ზიბზიბაძემ რამდენიმე დამხვდური ახლოდან გააბითურა * 17:3
მეორე ტაიმი სათადარიგო ჰავბექმა დაიწყო და პირველივე შეცდომის მიუხედავად, თამაში თანდათან დაალაგა. შინა’აშლილობით არეული მეტოქეც მთლად დაჩიავდა. ჰოდა, ბოლო მეოთხედში, უვარგისი ტელე’რაკურსის პირობებშიც, ჩვენი თამაში რიგიანს დაემსგავსა.
მეორე ლელოზე ხუციშვილმა შორს მიაწოდა კვირიკაშვილს, მეკომ კი გარღვევის შემდეგ პასი სცადა და რიკოშეტი იხელთა * 27:9. მესამეზე ხმალაძემ ფრთიდან წამოსულ მჭედლიძეს გააჭრევინა ფრონტი და მალაღურაძის გავლით ოვალი კაჭარავამდე მივიდა * 34:9
ცამეტნი დარჩნენბოლოს კიდევ ვუტევდით, მაგრამ ბურთი წინ დაგვივარდა, მსაჯმა კი, ტელე’საათის მიხედვით, თამაში ადრე დაასრულა. ასე დავრჩით უპრემიოდ, რუმინეთმა კი ტუაპსეს რაიონის დაბა ნებუგში, გაზ’პრომის პანსიონატის სალაღობო მოედანზე, სწორედ რომ წამატებულ დროში დაალელოვა მეოთხედ რუსეთი.
სანაკრებო მატჩი სოფელში რომ არ უნდა ტარდებოდეს და წყვეტილად არ გადმოიცემოდეს, ეგ ანა-ბანაა. მგეზავ კუშნარიოვის დაშავებამდე ფრე * 3:3 იყო. დათვები გატყდნენ მესამე მეოთხედში, როცა წყვილი სინბინის გამო მოედანზე ცამეტნი დარჩნენ და მეორე ლელო მიიღეს * 3:20, ბოლო მეოთხედში კი მუხებმა ბექებითაც ორჯერ იყოჩაღეს * 3:34
რუსეთი აქ ოლიმპიადის ბოლოს ჩამოდის და რუმინეთიც ესპანეთს იღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მსოფლიოზე "ორი პირდაპირ წამსვლელი" ვადამდე, ორი ტურით ადრე გამოვლინდება. სხვაფრივ, ჩვენი სამივე ლელო ბექთა (!) ანგარიშზეა, მეკომ კი 24 ქულით [ლ 2გ 5ჯ] საკარიერო მონაგარი 515’მდე [11ლ 95გ 88ჯ 2ა] აიყვანა.
ერთა თასი 2014მეორე რაუნდი
საქართველო 34:9 პორტუგალიასაქ: კვირიკაშვილი შკინინი (მჭედლიძე 66) კაჭარავა ზიბზიბაძე (მალაღურაძე 66) მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 41) /
ნარიაშვილი (ჟვანია 53) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 53) ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 53) მიქაუტაძე (ნემსაძე 62) დათუნაშვილი; კოლელიშვილი ჩხაიძე (სუთიაშვილი 62) ბასილაია -
3ლ: ზიბზიბაძე კვირიკაშვილი კაჭარავა; 2გ 5ჯ: კვირიკაშვილი
პორ: აგილარ ფორუ ბეტანკურ-ავილა ლიმა მარი (პენია’ი’კუშტა 69) <10-9> მირანდა (სალემა 75) რებელუ (მეგელიანშ 73) /
სეგურადუ (მედეირუშ 75) ტაჯერ (კურაია 66) როშა (ალვეშ 57) დუშ’სანტუშ გ.უვა (ბრანკუ 66) ბეკუ ალმეიდა (და’კუშტა 53) ვ.უვა^კაპ -
3ჯ: ბეტანკურ-ავილა
რეფ მარშა (სფრ) შაბ 8/02 @ ლისაბონი, უნივერსიტეტი
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/POR.vs.GEO.08.02.2014.mp4ჯერ ჩვენი ^ 0:3(3) 3:3(9) 6:3(17) 9:3(21) 12:3(28) 17:3(39) /
17:6(43) 20:6(46) 20:9(52) 27:9(59) 34:9(72) ბოლო(78)
რუსეთი 3:34 რუმინეთი$ჯ: კუშნარიოვ / სბ: გერასიმოვ ოსტრიკოვ -
4ლ: ბურჩა ლუკაჩ დუმიტრუ მანოლე; 4გ: ვლაიკუ 3, კალაფეტეანუ; 2ჯ: ვლაიკუ
რეფ ვილქინსონ (ირლ) @ ტუაპსე, ნებუგ
0:3(10) 3:3(13) 3:10(40+) /
3:13(45) სბ(52რს) სბ(54რს) 3:20(57) 3:27(72) 3:34(80+$პ)
ესპანეთი 11:6 ბელგია$ლ: ნეგრილიო; 2ჯ: სნი / სბ: ნეგრილიო -
2ჯ: ვილიამს / სბ: ფერსხელდენ
რეფ მიტრეა (იტა) @ მადრიდი, უნივერსიტეტი (4 ათასი)
0:3(39) 5:3(40+2) /
5:6(45) 8:6(49) 11:6(60) სბ(70ე) სბ(73ბ)
26 წლის [1989-2014] მონაგარი161 თამაში [62 შინ, 66 გარეთ, 33 ნეიტრ]
96 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3703:2952 [+751]
ლელო 443/300 [+143]
>> პორტუგალიასთან [1997-2014]
18თ [8შ 10გ] 12-4*2 ქ 420:250, ლ 50/16
>> 15 ერთა თასზე [2000-2014]
72თ [35შ 34გ 3ნ] 56-12*4
ქ 2180:929 [+1251] ლ 289/74 [+215]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 221, ხოლო ფორვარდებმა 222 ლელო
>> ლელო
24 მაჩხანელი; 22 გორგოძე; 20 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კაჭარავა; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე კვირიკაშვილი; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე;
9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი ჩხაიძე; 8 კაცაძე; 7 შველიძე ზირაქაშვილი აბუსერიძე ნემსაძე შარიქაძე
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 10 Feb 2014, 14:37
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)