ძლივს გავხსენი მორიგი სეზონი ...
დროები და ბილეთები მოახლოვდა "ერთა თასი" და აღარც 2015 წლის "მსოფლიო თასია" შორს -
მოწინავე პოზიცია თუნდაც იმად უნდა შევინარჩუნოთ, რომ 2 ოქტომბერს,
პარასკევ ღამით, ჩვენებურად თერთმეტზე, კარდიფში კივურ ჰაკას დავუპირისპირდეთ http://Qaflan.netai.net/20142013
07-05 >> 10 ქალაქი, 13 არენა, სამი სვლაგეზი
http://qaflan.netai.net/2013/N5/07_RWC2015-SCH.htm02-09 >> ეგებ თასიც გვათხოვონ
http://qaflan.netai.net/2013/N9/01_RWQ-CAN.htmმე-15 "ერთა თასს" 1 თებერვალს, ავჭალაში ვხსნით ბელგიასთან. შინვე ვეთამაშებით რუსეთსა და რუმინეთს. რაკი პირველი მეტ მოსეირეს იზიდავს, ჯახი ყოფილ ეროვნულზე, რკინიგზის სადგურის მიდამოშია, სტეჟარს კი "ანთიმოზის თასზე" საცილოდ ვაკეში მივლალავთ.
ფანობა ჩიოდა, შაბათს რომ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ქორწილებში დავიარებით, რაგბს ადრიანად ნუ იწყებთო. კავშირმა ყურად იღო თხოვნა და ნოემბერში სამიდან ორჯერ გვიან (16.30) დანიშნა ტესტი. სიახლემ რომ გაამართლა, ბობოლებს ხუთზე (17.00) შევერკინებით, ავჭალაში კი ბელგიის ხათრით შუქის ანთება ნაღდად არ ეგების.
ბილეთის ფასიც ერთობ ზომიერია: დიდ სტადიონებზე 3 და 5 ლარი, ავჭალაში კი ოდენ 3. ტრადიციულად იგეგმება ტელე-რეპორტაჟებიც, რაგბის თემი კი იმის თვლასა და ანგარიშშია, თუ რა გველის 2015 წლის შემოდგომაზე - რა დაჯდება მსოფლიო თასის თვალდათვალ ცქერა და მოგვიწევს თუ არა დილა’ადრიან ადგომა და ანაც ღამის ტეხვა.
ოთხ სლოთშიმსოფლიო თასის წილისყრა 2012 წლის დეკემბერში მოეწყო, განრიგი კი შარშან, მაისში გამოქვეყნდა. იმ კალენდარში ეწერა თარიღები და არენები, მაგრამ არა ტელე’მაყურებლისთვის არსებითი რამ - დროები და არც ბილეთის ფასები. გავიდა კიდევ ნახევარი წელი და სამოას ძლევით რომ ვხარობდით, შუა კვირაში გაირკვა ყველაფერი.
ჯერ დროებისა ვთქვათ. ირბ-ის პროპაგანდა მართებულად შენიშნავს, საინგლისოდ მოვაწესრიგეთ ეგ საკითხი - თუ 2007 წელს, საფრანგეთში 11 სლოთი გვქონდა, 2011 წელს, ზელანდიაში კი - ცხრა, ამჯერად პულური მატჩები ოთხ (!) დათქმულ დროს’ღა (ჩვენებურად 15.00 18.30 20.00 23.00) დაიწყებაო.
ჰოდა, რაკი "გ" (გან) პულს ვუმიზნებთ, ტონგას ვერაგბებით შაბათს, დღის სამზე (15.00; არგენტინას - პარასკევს, საღამოს რვაზე (20.00; "ოლ ბლექსს" - პარასკევსვე, ღამის თერთმეტზე (23.00, აფრიკის ზონის ჯილას კი - ოთხშაბათს, ამავე დროს. მეორე ნახევარ’ფინალის წინ ინგლისში, აისზე საათი იწევს და აქ ეგეც გათვალისწინებულია, ფინალი კი შაბათს, 31 ოქტომბერსაა, ღამის ცხრაზე (21.00)
80 მილიონი ხეირადბილეთის ფასი ყოველთვის მტკივნეული თემაა დიდ შეჯიბრებებზე. ირბ-ის მთავარი მოხელე ბრეთ გოსპერ’ი ბრძანებს, ყველას ერთბაშად ვერ აამებო, მაგრამ ორგანიზატორთა მტკიცებით, მათ მაინც სწორ ბალანსს მიაგნეს სტადიონებზე ოჯახთა მიზიდვასა და კომერციული სარფის მაქსიმალიზაციას შორის.
სულ 13 არენისთვის 2.3 მილიონი ბილეთი დაიბეჭდება, რაც ოთხი წლის წინდელთან (ანუ ზელანდიასთან) შედარებით მილიონით (!) მეტია. მათი გასაღებით ინგლისი მინიმუმ 80 მილიონი გირვანქით (£) იხეირებს, კავშირის წევრი 2 ათასი კლუბიდან ყველას კი ფინალზე თითო დესპანი ეყოლება.
48 მატჩიდან 41-ზე (მეოთხედ, ნახევარ და თასის ფინალთა გარდა) ბავშვის ბილეთი 7 და 15 გირვანქა ღირს; უფროსის ბილეთის მინიმალური ფასია 15£, მაქსიმალური კი 315£ პულში, 515£ პლეი’ოფში და 715£ ფინალზე. დედ-მამასა და ორ შვილს ვოლაბთა ან ბოკეს პულურ მატჩში ხილვა 70 გირვანქად შეეძლებათ, ზელანდია - საქართველოზე დასწრება კი 150, 115, 75 ან 50 (ბავშვისთვის 15) ჯდება.
მსოფლიო თასი 2015ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
სრული განრიგი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/პულებია ბ გ დ
ავსტრალია აფრიკა ზელანდია საფრანგეთი
ინგლისი სამოა არგენტინა ირლანდია
უელსი შოტლანდია ტონგა იტალია
ზღვისრეთი#1 აზია#1 ევროპა#1 კანადა
რეპეშაჟი#1 ამერიკა#2 აფრიკა#1 ევროპა#2
საქართველო [მიზანი: ევროპა#1] -
დღე თარიღი დრო მეტოქე ქალაქი სტადიონი
შაბ 19/09 15.00 ტონგა გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 25/09 20.00 არგენტინა გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 02/10 23.00 ახ.ზელანდია კარდიფ მილენიუმ
ოთხ 07/10 23.00 აფრიკა#1 ექსეთერ სენდი პარქ
პლეი ოფიშაბ 17/10 17.00 1/4 ბ1 ა2 ლონდონ თვიქნემ
შაბ 17/10 20.00 1/4 გ1 დ2 კარდიფ მილენიუმ
კვი 18/10 17.00 1/4 ა1 ბ2 ლონდონ თვიქნემ
კვი 18/10 20.00 1/4 დ1 გ2 კარდიფ მილენიუმ
შაბ 24/10 20.00 1/2 გ1/დ2 ბ1/ა2 ლონდონ თვიქნემ
კვი 25/10 21.00 1/2 დ1/გ2 ა1/ბ2 ლონდონ თვიქნემ
პარ 30/10 24.00 3-4 ბრინჯაო ლონდონ ოლიმპიქ
შაბ 31/10 21.00 ფინ თასი ლონდონ თვიქნემ
შესარჩევები დაწვრილებით ვიკი’პედიაში >>
http://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_qualifying<< ევროპა = ერთა თასი 2013 + 20141ა * I წრე [2013] ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $
საქართველო 19 +74 15/03 135:061 4-0*1 1
რუმინეთი 19 +49 08/05 114:065 4-0*1 1
რუსეთი 14 -6 13/09 110:116 3-2 2
პორტუგალია 7 -21 04/08 075:096 1-3*1 1
ბელგია 5 -39 08/17 092:131 0-4*1 3
ესპანეთი 5 -57 06/12 072:129 0-3*2 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა,
1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
fira-aer-rugby.com >>
http://www.fira-aer-rugby.com/group-125.htmII წრე [2014]
1/02 საქართველო ავჭალა 15.00 ბელგია
რუმინეთი კლუჟი 16.00 პორტუგალია
ესპანეთი მადრიდი 19.00 რუსეთი
8/02 პორტუგალია ლისაბონი 19.00 საქართველო
რუსეთი კრასნოდარი რუმინეთი
ესპანეთი მადრიდი 19.00 ბელგია
22/02 საქართველო დინამო 17.00 რუსეთი
რუმინეთი კლუჟი 16.00 ესპანეთი
ბელგია ბრიუსელი პორტუგალია
8/03 ესპანეთი მადრიდი 19.00 საქართველო
რუსეთი სოჭი პორტუგალია
რუმინეთი კონსტანცა 16.00 ბელგია
15/03 საქართველო ვაკე 17.00 რუმინეთი
პორტუგალია ლისაბონი ესპანეთი
ბელგია ბრიუსელი რუსეთი
ორი უკეთესი:
ევროპა#1 და
ევროპა#2 გადის მსოფლიოზე
1ბ * I წრე ქ სხვ მ-წ $
გერმანია 29 +129 6-2 5
მოლდოვა 25 +28 5-2 5
პოლონეთი 21 +35 5-3 1
უკრაინა 19 +19 4-4 3
შვედეთი 14 -89 3-6 2
ჩეხეთი 6 -122 1-7 2
07/09 პოლ _30:09 შვდ
12/10 პოლ _30:10 ჩეხ
19/10 შვდ $11:17 ჩეხ
26/10 უკრ _16:28 გერ
02/11 უკრ $35:11 შვდ
09/11 მოლ $50:20 შვდ
09/11 გერ $43:13 პოლ
16/11 მოლ $30:15 გერ
16/11 ჩეხ $10:17 უკრ
05/04 გერ ჰაიდელბერგი ჩეხ
05/04 პოლ ვარშავა მოლ
12/04 მოლ კიშინიოვი უკრ
26/04 ჩეხ პრაჰა მოლ
26/04 შვდ სტოკჰოლმი გერ
26/04 უკრ ლვოვი პოლ
კასკადური პლეი’ოფილუქსემბურგი (2დ) 22:10 სლოვენია (2გ)
ლუქსემბურგი (2დ) 12:26 ისრაელი (2ბ)
ისრაელი (2ბ) 08:52 ჰოლანდია (2ა)
ჰოლანდია (2ა) 10/05 ჩემპიონი (1ბ)
10/05 მოგებული 2014 მესამე (1ა)
პლეი’ოფისგამარჯვებული
ევროპა#3 ებმება რეპეშაჟში
<< აფრიკა = 2012-2014აფრიკის თასი [26/06-7/07 2014 * ერთ წრედ, ანტანანარივო (მდგ]
კენია ზიმბაბვე მადაგასკარი ნამიბია
ჩემპიონი
აფრიკა#1 გადის მსოფლიოზე,
მეორე’ადგილოსანი
აფრიკა#2 ებმება რეპეშაჟში
<< ამერიკა = 2012-2014ჩრდილოეთი - სამხრეთის პლეი’ოფი [2014]
22/03 ურუგვაი - შტატები [მონტევიდეო]
29/03 შტატები - ურუგვაი [ჯორჯია]
მოგებული
ამერიკა#2 გადის მსოფლიოზე,
წაგებული
ამერიკა#3 ებმება რეპეშაჟში
<< აზია = 2012-2014აზიის 5 ერი [/04-/05 2014 * ერთ წრედ, მიმოსვლით]
იაპონია კორეა ჰონკონგი ფილიპინები შრი’ლანკა
ჩემპიონი
აზია#1 გადის მსოფლიოზე,
მეორე’ადგილოსანი
აზია#2 ებმება რეპეშაჟში
<< ზღვისრეთი = 2013-2014ფინალი [28/06 2014] ქუქეთი - ფიჯი
მოგებული
ზღვისრეთი#1 გადის მსოფლიოზე, წაგებული ვარდება
<< რეგიონთა’შორისი რეპეშაჟი = 20142-3/08 თითო მატჩი უკეთეს’ირბ’რეიტინგიანთა მოედანზე
ევროპა#3 - აფრიკა#2
ამერიკა#3 - აზია#2
27-28/09 და 11-12/10 ფინალი შინ და გარეთ
მოგებული
რეპეშაჟი#1 გადის მსოფლიოზე, სხვები ვარდებიან
@