კარგ შემთხვევაში უბრალოდ მიკერძოებული სტატიაა,ცუდ შემთხვევაში - ტიპი აზრზე არაა.
ბოლო აბზაცის დაწერის შემდეგ,ამ ადამიანის პოზიცია,საერთოდ სასაცილოა
მეკოს ალტერნატივად გვთავაზობს წიკლაურს და ბექა ურჯუკაშვილს. ის მაინც ეთქვა,ახალგაზრდებიდან გამოიცადოს ვინმეო

ბექა ურჯუკაშვილს როგორ განიხილავს 15 ნომრად,გაუგებარი და სასაცილოა

ტიპი საერთოდ არაა 15 და ფედერალ 1-ის გუნდშიც კი იშვიათად თამაშობს,ისიც შუამარბად.
გარდა ამისა კარში დამრტყმელიც არაა,მალაღურაძეა დამრტყმელი მაგ გუნდში. შარშან,როცა სხვა გუნდში იყო,იქაც არ ურყამდა.
წიკოზე კომენტარიც არ ღირს

მეკო 2002 წლიდან ნაკრებშია,სორელის დროიდან. ამ პერიოდში ნაკრებმა გამოიცვალა 15 მწვრთნელი მაინც,თანაშემწებიანად რომ დავთვალოთ.
2005-2006 წლების გარდა,იყო ყველა ფორმაციის ნაკრებში,ყველა გემოვნების მწვრთნელთან მნიშვნელოვანი ფიგურა და ყველა მწვრთნელი უმეტესად აქცენტს
მასზე აკეთებდა. ეს კი შემთხევითი ვერ იქნება. მეკო მაგათი არც ბიძაშვილი იყო და არც ნათესავი

მეკო რა დონის მოთამაშეცაა,მისი საკლუბო კარიერა მეტყველებს,რომელიც გამორჩეული არაფრითაა. თავიდან კარგად დაიწყო პრო დ2-ის პო-ში,მაგრამ მერე ფედერალ 1-ს ვერ
გაცდა. ასე რომ გაუგებარია ავტორი რა მოთხოვნილებებს უყენებს მას

აქცენტებიც არასწორადაა საერთოდ. სათითაო შეცდომების დათვლა სასაცილოა,ეგრე რომ ამოუჭრა,
მამუკაზეც არ გამოვა ცოტა შეცდომა.
მთავარი აქ არის იმსახურებდა თუ არა მეკო ნაკრებში თამაშს ამ 12 წლის განმავლობაში- პასუხი ერთმნიშვნელოვანია- იმსახურებდა.
და მეორე - რამხელაა მეკოს წვლილი ნაკრების პროგრესში, 2003 წლის მსოფლიოს თასიდან მოყოლებული- მეკოს წვლილი ძალიან დიდია.
აშკარად პირადი ანტიპატიის მომენტი აქვს- აღნიშნავს კიდეც ამას. რა ლოგიკითაც ეგ უდგება - იგივე მთელს უკანახაზზე შეიძლება ვთქვათ- არც ერთი არ აკმაყოფილებს იმ დონეს,
რომელიც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის.
მომავალს რაც შეეხება, 15-ზე უნდა გამოიცადნონ ძნელაძე და ახალგაზრდულის 15.
კარგი ბიჭი ჩანს სვანიძე,მაგრამ ეგ ძალიან პატარაა,მგონი 96-იანი და ამ მსოფლიოზე ვერ მოხვდება ალბათ.
ბექა ურჯუკაშვილს და წიკოს,მეკოსთან შანსი არ აქვთ და არც ექნებათ.
გარდა ამისა,ნორმალური 15 რომ გამოჩნდეს,დარწმუნებული ვარ მეკოს 10-ზე დააბრუნებენ. ხმალაძეს ამოაგდებს,განსაკუთრებით მაშIნ,თუ
ის ახალი 15,კარში დამრტყმელი არ იქნა.
This post has been edited by SGG on 26 Feb 2014, 00:53