ოზები უმწვრთნელოდ დარჩნენ სასწაულად დრამატულ "ბლედისლოუ 3"-ში ზელანდიამ
სირენის შემდეგ გატანილი ლელოთიღა ძლია ავსტრალია, ვის
მწვრთნელსაც თამაშის დილითვე დაეწერა გადადგომის განცხადება.
http://Qaflan.netai.net/2014http://qaflan.netai.net/2014/LOGOS/Chvenio.jpgკივებს დაბევებული რომ ჰქონდათ სერიის არ-წაგება, 1931 წელს დაწესებულ რელიკვიას ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებდნენ ზედიზედ მე-12 წლითაც, მაგრამ რაგბის ბუნებაა ეგეთი, რომ მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო - მით უფრო, თუ წინა ტესტი წაგიგია.
ოზები შავ დღეში იყვნენ - მიყოლებით ორ მარცხს და არეულად თამაშს დაერთო მდარე შარი, ესაო და ნაკრების გურუ მენეჯერ დედაკაცს ჰყვარობს, ეს კი ყველაფერში ერევა, რასაც ბიჭები ვერ ჰგუობენ. ჰოდა, მათგან ყველაზე ტუტუცმა უხამსი მესიჯი რომ გაუგზავნა ქალს, კავშირი ტრიბუნალზე იბარებს, მაგრამ გუნდი მხარს უჭერსო.
იმედი გაუჩნდათპრომო-ტექნოლოგიები ყველას გაგვიგია და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთელი ეს საპნის ოპერა "უაზრო რკენის" გასაცოცხლებლად შეითხზა, მაგრამ სინამდვილე ჯიუტია: უბადლო პლეი-მეიქერი ქერთლი ბილი ნაკრებიდან დაითხოვეს, მანდილოსანმა სამსახური დაკარგა და ნერვულ აშლილობას წამლობს, ოზურ რაგბს ძაან შეელახა იმიჯი და მთლად უარესიც - ვოლაბები ევრო-ტურნეს წინ უგადიოდ დარჩნენ.
არადა, თამაში იყო გადასარევი - ავსტრალიამ ქვინზლენდურ დარში სულ ხელდახელ იბურთავა და სირენამდე ალალად უგებდა მსოფლიოს ჩემპიონს, ფალავნობის ზედიზედ სამჯერ ამღებსა და როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ბლედისლოუს ლამის მუდმივ მფლობელს, მაგრამ ზელანდიამ ბოლოსკენ ჩვეულ ყაიდაზე უმატა და იქეთ დააშამათა ფრიადი ტემპით გათანგული მეტოქე.
სპორტში მთავარია შედეგი - გამარჯვებული ანგარიშით ვლინდება. "ოლ ბლექსი" დღესდღეობით - და ბოლო სამი წელიც - უძლიერესია, მაგრამ არა უძლეველი. მაინც უჭირთ კივებს სტუმრად რაგბობა: აფრიკაში დამარცხდნენ, ავსტრალიაში წლეულს ორჯერვე გადარჩნენ და რაღაი საგაისო მსოფლიო თასი ინგლისშია, რაგბეთს გაუჩნდა იმედი, რომ ჩემპიონი სხვაც შეიძლება გახდეს.
მოთმინებით კინძესთავიდან ზელანდია უტევდა, მაგრამ ავსტრალიამ დაიცვა ლელო: ბოდენ ბარეთის სლალომის შემდეგ კონრად სმითი ოვალს ვერ შეელია, ტევიტა კურინდრანიმ კი შებოჭა და კივებს მეტობა გაუბათილა, ხოლო სქოთ ფარდიმ წითელ ზოლთან თერნოვერი გაახერხა.
ვოლაბები გათამამდნენ - ქრისჩენ ლეალიაფანომ გაჭრა ხაზი, მაგრად იარა იზრაელ ფოლაუმ და თუმც მასპინძლები დაიბნენ და ტემპი დაკარგეს, ფაზათა შედეგად ნიქ ფიპსი რაქთან შეძვრა * 7:0
ზელანდიამ ანგარიში ადვილად გაქვითა: კონრადმა მოხსნა ქიქოფი, ქიარან რიდმა ოფლოუდი მიართვა ქორი ჯეინს და ამან ალამთან დაუმიწა ორ მბოჭავს * 7:7
მერე ფარდიმ ისევ ივარგა ღლეტვაში, ავსტრალიამ კი ფაზები აკინძა და მეტოქის ნახევარზე ჯარიმებიც მოიპოვა. წითელ ზოლს უწიეს იმავე ფარდიმ და საია ფაინგამ; ერთხელაც ზელანდიამ მოლში უკან დაახევინა ვოლაბებს, მაგრამ ბებერი რიჩი მაკ’ქოუ რაქში მეტოქის მხარეს გადაწვა * 10:7
უმალვე კვაჭმა (!) დეინ ქოულზმა ფინტებით მოაღორა მეასე (!) კეპის მომხვეჭელი ადამ ეშლი-ქუპერი და ბარეთმა იოლი გარდასახვა დაახაია, მაგრამ ოზებმა მოთმინებით აბეს ფაზები, წინ წაიწიეს და მაიქლ ჰუპერი რომ გააჩერეს ზედ ხაზზე, ბერნარდ ფოლი მოკლე ფრთაზე შეხტა ლელოში * 15:12
პარაზიტობამ დაღუპათრომ განახლდა თამაში, ზედიზედ იძალეს ფოლაუმ, კურინდრანიმ და იუბილარმა ეშლი-ქუპერმა 29-ე ლელო მიითვალა * 22:12
ლეალიაფანომ დაიჭირა ლელოსკენ გაჭრილი ჩარლი პიატაუ; თერნოვერიდან გაიჯეჯილა ბარეთმა; ფოლიმ მეტობა უდროო და უზუსტო გადაკიდებით გაფლანგა; კივთა სათადარიგო, დასვენებულმა პირველმა ხაზმა შერკინებაში იდედლა, პათრიქ ტუიპულოტუმ კი ამხტარი რობ სიმონსი ჩამოაგდო და გაასინბინეს * 25:15
ბრძოლა წაგებული ჩანდა, მაგრამ არა! პოზიციურად, ფეხით რაგბობის ხელაღებით უარმყოფი ოზები ბოლო მეოთხედში დაიქანცნენ და კაც-ნაკლული მეტოქე ვეღარ მოაშთვეს: ფოლის რეიდის შემდეგ ბურჯ ბენ ელიგზანდერს ლელოსთან დაუვარდა ბურთი, სინბინის ამოწურვამდე კი კივებს ორჯერ რომ ერგოთ ხეირი და ჯულიან სავეამ ლამის ლელოს უწია, არონ სმითმა უცებ გაათამაშა ჯარიმა * 25:22
კივებს ისეთი რეზერვი ჰყავთ, რომ ღერძი ერთბაშად შეცვალეს. შავებმა მოლი ააგორეს, მაგრამ რაქში ჰუპერმა ააცალათ ბურთი, მაკ’ქოუ კი კიდევ დაჯარიმდა და ნიქ ვაითმა 45 მეტრიდან დაჰკრა * 28:22
მერე ოზებმა თავი დაიღუპეს - დაიწყეს პარაზიტობა: საკუთარ ნახევარზე "აიღე და მიეძალეთი" დასკვნითი სამი წუთის გაყვანა. ვალში არც სტუმრები დარჩნენ - ქოლინ სლეიდმა ჯარიმა კიდეზე ვერ გადაიტანა, მაგრამ შორს ვეღარც ვაითმა მოიგერია.
ჰოდა, 78'50"-ზე ოლ ბლექსმა მოიგო დერეფანი, მწვავედ უტია და თუმც ვოლაბებმა შეაჩერეს მაკ’ქოუ, ქევენ მეალამუ, სავეა და ბროდი რეთალიქი, მალაკაი ფეკიტოამ ხეირზე ორი მცველი მოაღორა, ხოლო სლეიდმა გარდასახვა შეაგდო * 28:29
ვერ გადავათქმევინეოოცნება დაემსხვრა მეექვსე ვოლაბ ცენტურიონს, 30 წლის ადამ ეშლი-ქუპერს, პრეს-კონცერენციაზე კი ყველას თავზარი დასცა 49 წლის გურუმ, იუენ მაკ’ქენზიმ - გამოაცხადა, ამ დილით პოსტიდან გადავდექი და როცა მემუარებს გამოვცემ, მაშინღა გაიგებთ, თუ რა გადავიტანე ბოლო სამ კვირაშიო.
მოძღვარს ნამუსი მოწმინდა კაპიტანმა ჰუპერმა, ბიჭები დღეს მისი ჩანაფიქრის ხორცშესხმას შევეცადეთ და ყოველთვისაც საკადრის პატივში გვყავდა მწვრთნელიო, კავშირის მთავარმა მოხელემ, ბილ პულვერმა კი მედიას დააბრალა მაკ’ქენზის "პიროვნული მოკვდინება" და გამოტყდა. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ვერ გადავათქმევინეო.
პულვერს ჯიქურ ჰკითხეს, გუნდი პარასკევს 5-მატჩა ევროპულ ტურნეზე მიფრინავს და ვინ უსარდლებსო.
შეფმა მოიბოდიშა, საქმე ისე აეწყო, რომ მაგაზე ახლაღა მომიწევს დაფიქრება - აქამდე არავის შევხმიანებივარ, რაკი იუენს ვუჭერდი მხარსო. არადა, მაკ’ქენზის 15-თვიანი მოღვაწეობის ბალანსია 22: 11-10*1 (52.3%), რაც პროფ-ხანაში (1995 წლიდან) უცუდესი შედეგია.
გაირკვა, რომ ახალი მწვრთნელი - გინდაც დროებითი - ამ კვირაშივე უნდა დანიშნოს 5-კაცა "რაგბის კომიტეტმა".
კანდიდატი ორია - ზე 15-ის ჩემპიონ "ვორათაზის" თავკერძა გადია მაიქლ ჩეკა და შარქსიდან ტონგაში ახლახანს გადასული აფრიკელი ჯეიქ ვაითი. პირველი შეძლებულად ცხოვრობს და კლუბში დარჩენა ურჩევნია საშარო სამსახურს - მეამბოხე ნაკრების მორჯულებას, ხოლო მეორეს ოზები პრაგმატულ, უსახურ ყაიდას უწუნებენ.
ბლედისლოუს თასი 2014ბოლო, მესამე რკენა
ავსტრალია 28:29 ზელანდიაავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო ტომანე <10-9> ფოლი ფიპს (ვაით 54) /
სლიპერ (რობინსონ 67) ფაინგა (მენ-რეი 71) კეპუ (ელიგზანდერ 64) ქართერ (ჰორვილ 64) სიმონს; ფარდი ჰუპერ^კაპ ჰიგინბოთამ (ჰოჯსონ 60) -
3ლ: ფიპს ფოლი ეშლი-ქუპერ; 2გ: ფოლი; 3ჯ: ფოლი 2, ვაით
ზელ: დეგ ჯეინ (პიატაუ 41) კ.სმით ფეკიტოა სავეა <10-9> ბარეთ (სლეიდ 71) ა.სმით (პერენარა 71) /
ქროქეთ (ბ.ფრენქს 53) ქოულზ (მეალამუ 45) ო.ფრენქს (ფაუმუინა 48) რეთალიქ ვაითლოქ (ტუიპულოტუ 57 სბ 59) მესამ (ქეინ 62) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
4ლ: ჯეინ ქოულზ ა.სმით ფეკიტოა; 3გ: ბარეთ 2, სლეიდ; ჯ: ბარეთ
რეფ იუბერ (აფრ) @ 18/10 ბრისბენ, სან’ქორპ (45 186)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=14136600347:0(14) 7:7(16) 10:7(33) 10:12(35) 15:12(39) /
22:12(44) 22:15(54) 25:15(58) სბ(59ზ) 25:22(70) 28:22(77) 28:29(80+)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/231351.htmlბურთის ფლობა 62-38% (65-35 / 60-40)
ტერიტორია 62-38% (67-33 / 55-45)
სოლო 165-102 (589-375 მეტრი, გარღვევა 7-6
პასი 215-169, ოფლოუდი 12-11
ფეხით 9-14, სადგამიდან 5/6-4/5, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 130-67, აცლა 15-19, მოლი 2-1
ბოჭვა 98-175, გატარება 16-31
დაჯარიმება 8-11
თავისი*მეტოქის შერკინება 1*1-6*1, დერეფანი 12*0-11*1
წინსვლა (მეტრი: 107 ფოლაუ, 92 კურინდრანი, 82 ტომანე, 63 ლეალიაფანო, 45 ეშლი-ქუპერ, 39 ჰუპერ, 33 ფოლი, 31 ფარდი -
44 კ.სმით, 42 ბარეთ, 39 დეგ ფეკიტოა, 38 პიატაუ
ბოჭვა: 13 ლეალიაფანო, 11 ქართერ, 9 კურინდრანი ჰუპერ, 8 სლიპერ, 7 კეპუ, 6 ფაინგა -
21 მაკ’ქოუ, 14 ვაითლოქ რეთალიქ, 12 ო.ფრენქს, 11 მესამ რიდ ფეკიტოა ქროქეთ, 10 კ.სმით, 8 ბარეთ ა.სმით, 7 მეალამუ ფაუმუინა
გატარება: 4 ფიპს, 3 ფოლი, 2 კურინდრანი სიმონს ქართერ -
4 ბარეთ, 3 მაკ’ქოუ რეთალიქ ა.სმით, 2 მეალამუ მესამ პიატაუ რიდ ფეკიტოა ო.ფრენქს ჯეინ
დაჯარიმება: 2 სლიპერ ფიპს - 3 მაკ’ქოუ, 2 მესამ
ბურთის კარგვა: 3 ტომანე, 2 სლიპერ ფაინგა ფარდი ფიპს ჰიგინბოთამ -
2 ბარეთ ა.სმით ფეკიტოა ო.ფრენქს
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ფოლი 4/39/11, ფიპს 0/66/7, ვაით 2/30/2 -
ბარეთ 3/30/10, სლეიდ 0/4/0, ა.სმით 3/69/7, პერენარა 1/7/0
ჯილა: ფოლაუ 1/13/19, ლეალიაფანო 17/9, კურინდრანი 4/17, ჰუპერ 2/16, ფარდი 7/11,
ჰიგინბოთამ 2/9/6, ეშლი-ქუპერ 4/10, სლიპერ ფაინგა 5/8, ტომანე 2/10, ქართერ 3/7 -
დეგ 4/11/9, ფეკიტოა 1/7/10, რიდ 8/8, რეთალიქ 7/8, კ.სმით 7/6, მესამ 4/8
სტუმრობა ჩრდილოეთში 2014ზელანდია - 1/11 შტატები (ჩიკაგო @ 23.30),
8/11 ინგლისი (თვიქნემი @ 18.30),
15/11 შოტლანდია (მარიფილდი @ 21.30),
22/11 უელსი (მილენიუმი @ 21.30)
ავსტრალია - 1/11 ბარბაროსები (თვიქნემი @ 18.30),
8/11 უელსი (მილენიუმი @ 18.30),
15/11 საფრანგეთი (სან’დენი @ 24.00),
22/11 ირლანდია (ავივა @ 20.30),
29/11 ინგლისი (თვიქნემი @ 18.30)
მიმაგრებული სურათი