ჩანს მეგობრებო ჩანს...
ერთი კვირაა სატესტო რეჟიმში მუშაობს, დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს გვიან რამით ან ხვალი შუადღემდე მაინც რეალურ რეჟიმში გაეშვება.
როგორღაც 30 000 ხელმოწერას (მინიმუმ) უნდა ავცდეთ. (მოსახელობის 0,85 %) დავიჯერო 4,500,000 ის 1 % არ აიტაცებს ამ მოთხოვნას?
ხელდახელ–კაცდაკაც შეგოვება ვერ აღმოჩნდა ეფექტური. მინიმუმ პრომო გოგოები რომ დაიქირავო და თავშეყრის ადგილებში დააყენო, მაგიდა, სკამი და მინიმალური პირობები უნდა შეუქმნა რაც ფინანსების გარდა ერთგვარ ნებართვასაც საჭიროებს.
ახლა რატომ ასე გართულებულად, გვინდოდა გაგვეკეთებინა SQL ბაზა (სერვერი) სადაც ყოველი "დამკლიკებლის" მეილი შეინახებოდა და სხვა დროს ამ ბაზას reply all ის პრინციპით ყველა სიახლეს ვაცნობებდით
– სტადიონის უქონლობა პრობლმეაა, რაზეც მსგავსი აქტივობა ადრეც ყოფილა
– თუნდაც ელიტარული ლიგების ტოპ, ბრიტანული, ზე – ტრანსლირების მოტხოვნა
და ა.შ. ...
დღეს 8 საათისთვის ასე ვთქვათ ვიბარებთ ტესტირების შედეგებს და თუ ყველაფერი იდეალურადაა, რეფერენდუმი.გე– ზეც აიტვირთება მოთხოვნა და ხვალ და ზეგ ჯერ ფეისბუქით დავიწყებთ გავრცელებას და ორშაბათიდან sportall.ge da worldsport.ge _ს მეშვეობით
ფეისბუქის დღიური 5 $ იანი რეკლამაც გვექნება – ნაგლად ყველასტან რომ ამოდის გვერდის თუ მოვლენის მოწონება
დანარჩენი კი ერთად მოვიმკათ მოსავალი
* * *
ესეც შეპირებისამებრ
http://manifest.ge/main/popular ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერნი, ვითხოვთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამსახურებისამებრ გააშუქოს ქართული რაგბი:
Ø ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საშინაო და გასვლითი მატჩები;
Ø ქართული კლუბების საევროთასო ასპარეზზე ჩატარებული საშინაო და გასვლითი მატჩები;
Ø ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩები;
Ø საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ყოველკვირეული სარაგბო გადაცემის მომზადება, რომელიც მოემსახურება ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვას, ინფორმაციულ და ანალიტიკურ სიუჟეტებს.
ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენილია ორი სამაუწყებლო არხით, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად ჩვენი თხოვნის ამოსავალი წერტილიც, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების დაკვეთაა - დამსახურებისამებრ და საკადრისად გაშუქდეს ქართული რაგბი.
ჩვენი თხოვნა ეხება რაგბის პოპულარიზაციისთვის იმ აუცილებელს ელემენტს, რასაც მედია სივრცის დათმობა ჰქვია, მაგალითისთვის გაცნობებთ, რომ დასწრება სარაგბო ბატალიებზე არნახულად მზარდია:
Ø ერთა თასის მატჩებზე საშუალოდ ოცი-ოცდახუთი ათასი გულშემატკივარი;
Ø რუმინეთთან დაპირისპირებისას ოცდაათი ათასი გულშემატკივარი;
Ø რუსეთთან დაპირისპირებისას კი ორმოცდაათი ათასამდე გულშემატკივარი;
Ø ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხუთასიდან ათას გულშემატკივრამდე (2013/14 - 2014/15 სეზონი)
Ø პლეიოფებზე ავჭალისა თუ შევარდენის სტადიონები (დაახლოებით 2,000 ადგილი) პირთამდე ივსება.
Ø ეროვნული ჩემპიონატის ფინალს რვაათასამდე გულშემატკივარი დაესწრო 2013-14 წლების სეზონში,
Ø წელს „თბილისის კავკასიელების“ საევრო თასო ასპარეზობას ათი ათასამდე გულშემატკივარი.
წელს ბორჯღალოსნებს ოცდახუთი წელი შეუსრულდათ, ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებული ტემპით ვითარდება სპორტის ეს სახეობა: ზედიზედ მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას მსოფლო თასის გათამაშებაზე, თორმეტი გათამაშებიდან შვიდჯერ მოვიპოვეთ ევროპის ერთა თასი (2011 წლიდან ზედიზედ ოთხჯერ), სადაც ოთხჯერ შევასრულეთ ”დიდი სლემი” (ვძლიეთ ყველა მეტოქეს), თხუთმეტი გათამაშებიდან ცხრაჯერ ვიმარჯვეთ ”უმცროს ექვს ერზე” (U 18).
დღესდღეობით სამოცდაათზე მეტი რეგისტრირებული სარაგბო კლუბი ფიქსირდება საქართველოში, ათი ათასამდე პროფესიონალი სპორტსმენი, ბოლო წლებია გააქტიურდა ჩართულობა სამოყვარულო რაგბიშიც, რის დასტურია: ყოველწლიური ტურნირი „ქვიშის რაგბიში“, სადაც წელს ბათუმს ოცდაათამდე პროფესიონალური თუ სამოყვარულო გუნდი ეწვია. სხვადასხვა სასწავლებლებში კი „შვიდკაცა“ რაგბის გუნდები, რომლებიც სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობენ.
ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით თავად განსაჯეთ, თუ რა როლს ითამაშებს ტელე-ეთერის რაგბისთვის გამოყოფა შემდგომი პროგრესში, რამდენად დაინტერესდება ფინანსური ზრდის პერსპექტივის ფონზე, ევროპული ოჯახის ზღურბლზე მდგომი კერძო (სამეწარმეო) სექტორი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თხოვნა სცილდება მხოლოდ წმინდა სპორტულ თემატიკას და მას სოციალური, საზოგადოებრივი და გნებავთ სახელმწიფოებრივი დატვირთვაც გააჩნია.
რაგბი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. რაგბი მომავალი თაობების სწორად აღზრდის, მაღალი ფასეულობების ზიარების, ღრმა შინაარსის სისტემაა. სისტემა, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე:
Ø რაგბი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად წარმოგვიდგა;
Ø ქართული სარაგბო თემი დღემდე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ;
Ø ქართული სარაგბო თემი ასევე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე;
Ø ეთნიკურად თუ რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან რეგიონებში ხელს უწყობს მოქალაქეთა დაახლოებას (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე–ჯავახეთი).
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალისა სადაც ქართული რაგბი სახელმწიფოს თუ საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
ყოველივე ზემოთხსენებულის პროგრესის გარანტი კი ზოგადად ქართული რაგბისა და ბორჯღალოსანთა წარმატებებია. წარმატებები, რომელთაც ხელშეწყობა თითოეული ჩვენთაგანის ვალია.