შმიდტური ჭადრაკი "ექვსი ერის" მესამე რაუნდში შარშანდელმა ჩემპიონმა ირლანდიამ
დიდ’ოსტატურად მოაშთო ინგლისიც და ეულად დაწინაურდაhttp://Qaflan.netai.net/2015უცხოური მედია ძაან აქებს ირლანდიის კივ გურუს, ჯო შმიდტს, ესაო და კოლეგებს ჭადრაკს ეთამაშებაო. სამყურები ჭიდილში ერთობ გაწაფულები არიან, მათი ღერძი: ქონორ მარი - ჯონათან სექსთონი კი ფეხით გონივრულად ურტყამს, მეტადრე - ავდარში.
კვირას არ გაწვიმებულა, მაგრამ "ავივაზე" ძლიერი ქარი კი ქროდა. მასპინძლებმა ბურთი-ტერიტორიით ბარემ 60-40% აჯობეს ვარდებს. ამათ 36 პასით, 15 დარტყმითა და 11 სოლოთი ნაკლები მოუგროვდათ, მაგრამ ბურთიანად კი 201 მეტრით მეტი ინავარდეს, ხაზიც მეტად ჭრეს (10-3), თერნოვერიც ბლომად შეემთხვათ (23-9) და ლამის უშანსოდ დამარცხდნენ.
ირლანდიამ ზედიზედ მეათე ტესტი მოიგო და თუ ფინიშზე უელსსა და შოტლანდიაშიც ივარგებს, მესამე’ღა სლემს გაასრულებს - წინები 1948 და 2009 წლებში გაუხერხებია. სამყურებმა ვარდებს რეიტინგშიც გადაუსწრეს და ევროპის ჯილობა დაიბრუნეს, მაგრამ სექსთონი ისევ აუკოჭლდათ, მარქაფა - იენ მედიგანი კი მისი დონის ვერაა.
კარის ნაცვლად კიდეზესექსთონმა თავიდანვე შეაგდო ორი ჯარიმა. მეორე კუთხეში გადაკიდებას მოჰყვა. მის შედეგად ალექს გუდი ლელოს კიდეზე გადავიდა; 5-მეტრა შერკინებიდან რორი ბესთმა შეტანილი ვეღარ დაამიწა, მაგრამ დაცვა მაინც დაისაჯა ბურთის ჩაკვლისთვის * 6:0 @ 9’
ოვალი ინგლისმაც მოიხელთა, ჯორჯ ფორდმა ხეირზე არეკნი შეაგდო, მერე შორიდან ააცილა ჯარიმა, 26’ წუთზე კი კაპიტანმა ქრის რობშოუმ კარის ნაცვლად კიდეზე დაარტყმევინა და დევინ თოუნერმა მოუგო სტუმრებს დერეფანი.
მერე ალყაში მოხვდა ლუთერ ბარელი * 9:3 @ 30’, ენთონი ვოთსონმა კი დაგდებული წინიდან აიღო, მაგრამ სექსთონს გაუცუდდა ეს არამი შანსი. 43’ წუთზე გუდმა თავზე ხელი აიღო და საკუთარი ლელოდან ლიგურად გამოიტანა ბურთი, რობ ქარნის არეკნი კი კარს ასცდა.
უნებური ბლოკიინგლისი ბევრს ჯარიმდებოდა. სექსთონმა 40 მეტრიდან რომ დასაჯა მეტოქე, ხეირზე მარიმ ფრთაზე აუწია აბრაგანი რობი ჰენშოუს, ამან კი ლიგურადვე მოუხსნა გუდს და ლელოს კიდესთან დაუმიწა * 19:3 @ 53’
სექსთონი მანდვე გამოცვალეს. ინგლისმა ბრძოლაში მარქაფა ჩააბა. თამაშს ხელი დაატყვეს ჰავბექმა რიჩარდ ვიგლსვორსმა და ბებერმა მორკინალმა ნიქ ისთერმა. ფორდმა ორი ჯარიმა გაიტანა * 19:9 @ 68’
მალე წამლეკი შტურმი იმით დასრულდა, რომ ვარდებს უნებური ბლოკი შეემთხვათ; შერკინებაში ინგლისი ნაადრევად ჩავიდა, ბოლო შეტევაში კი ნოულმა მაინც გაიტანა პრესტიჟის ლელო, მაგრამ აფრიკელმა რეფმა ვიდეოს უნახავად დაასკვნა, "წინ პასი" იყოო.
მე-15 ღერძიშაბათს ორივე მატჩი სტუმარმა მოიგო. უელსმა ზედიზედ მეოთხედ ძლია საფრანგეთი, ვინაც ურჩხულებს მეხუთე შეყრაზეღა დაუდო ლელო, იტალიამ კი მინი’სენსაცია მოახდინა - 2007 წლის შემდეგ მარიფილდში პირველად გაიმარჯვა.
"ლე ბლემ" ბოლო მსოფლიო თასის აქეთ მე-15 ღერძი ათამაშა, მაგრამ მორგან პარამ მუხლი დაიშავა და 10 კვირა იუქმებს. გამოცვალეს უელსის კაპიტანი სემ ვორბერთონიც; ბურჯ პოლ ჯეიმზს ცერი მოტყდა და ტურნირს გამოაკლდა, გალთა მეორე’ხაზელს, პასკალ პაპეს კი უარი ეთქვა 10-კვირიანი დისკვალიფიკაციის დამოკლებაზე.
22 წლის უელსელი ჯორჯ ნორსი შეიქნა უმრწემესი მორაგბე, ვინაც 50-ე კეპი მიითვალა. უფერულ პირველ ტაიმში სამი ჯარიმაღა გავიდა, იაპმა რეფმა კი 3:6-ზე ციმციმ დაადგინა, კამი ლოპესმა ფრთისკენ წინ უპასა იოან იუჟესო, და მამლებს ლელო არ ჩაუთვალა.
შეგირდები გაჯორა6:9-ზე გალებმა მთელი პირველი ხაზი და ჰავბექი შეცვალეს, მაგრამ საათის თავზე ლელო იქეთ მიიღეს: რის ვები რაქის გვერდით გაძვრა, დენ ლიდიეთმა ფარული ჯვრით გაათარხნა დენ ბიგარი, მალე კი ლი ჰაფპენიმ ჯარიმაც შეაგდო * 6:17 @ 65’
ფრანგები გახელდნენ. ლოპესმა ფრთაზე დაგეზა ბრის დიულენი და ეს ვეღარ შეაჩერა თობი ფალეტაუმ, მაგრამ მასპინძლები კიდევ დაჯარიმდნენ * 13:20. ჰოდა, მათმა გურუმ, ფილიპ სანტ’ანდრემ გაჯორა შეგირდები, "დიდობისა აღარაფერი გვცხია; რაგბში გუნდად უნდა ივარსკვლავო, ესენი კი გა-თითო’კაცებულნი მყვანანო"
მარიფილდში ირლანდიელმა მსაჯმა ვერ გაართვა თავი შერკინების განსჯას. "აძურს" აკლდა თილისმა - ბებერი 3 ნომერი მარტინ კასტროჯოვანი, ვისაც დოსტის ძაღლმა (!) ცხვირზე უკბინა და 14 ნაკერი დაადეს, ხოლო ნამატჩევს კაპიტანმა სერჯო პარისემ კიდევ ბრძანა, "აგე, დაგიმტკიცეთ, რომ იტალიის ადგილი 6 ერშიაო!"
ოთხი მოლიცსქოთთა ერთადერთი ლელო მარქ ბენეთმა ქელი ჰაიმონას პასის ჩაჭრითა და 70-მეტრიანი სპრინტით გაიტანა * 10:0 @ 9’ პასუხად იტალიამ შემდეგსავე დერეფანში, 20 მეტრიდან ააგორა მოლი და ლელოსთან კიდისკენ დაატრიალა * 10:5 @ 10’
ტაიმის ბოლოს სქოთებმა ისევ რომ ჩააქციეს შერკინება, ჰაიმონას დარტყმული კარამდე დაეცა და ასხლტა, დაცვას დაასწრო მდევარმა, ჯოვან’ბატისტა ვენდიტიმ და ბურთი შალითიანი ძელის ძირში დაანარცხა მიწას * 16:15
სათამაშო ცოტა რჩებოდა და შოტლანდია 4 ქულით იყო წინ * 19:15, აძურმა რომ იძალა. 77’ წუთზე სქოთები ზედიზედ გადარჩნენ 5-მეტრა შერკინებაში; მერე მათ კაციც გაუგდეს მოლის ჩაქცევისთვის; პარისემ კი ბოლო შეტევაში კიდევ 4-ჯერ დააწყო "გრძელი ვირი" და მისი ჩაშლისთვის რეფმა საჯარიმო ლელო ჩათვალა * 19:22, ხოლო შოტლანდიის უფროსობამ სიმწრით კაბინის შუშა ჩალეწა.
ექვსი ერი 2015მესამე რაუნდი
შოტლანდია 19:22 იტალია სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180685.htmlშტლ: ჰოგ სიმორ ბენეთ (სქოთ 67) დანბარ შ.ლამონთ <10-9> ჰორნ (თონქს 79) ლეიდლოუ^კაპ (იდალგო-ქლაინ 75) /
დიქინსონ (გრანთ 67) ფორდ (ბრაუნ 67) მარი (ქროს 75) სვინსონ (თულის 70 სბ 78) ჯ.გრეი; ჰერლი ქოუან ბითი (ვოთსონ 51 სბ 80+) -
ლ: ბენეთ; გ 4ჯ: ლეიდლოუ
იტა: მაკ’ლეინ ვიზენტინ მორიზი ბაკინ ვენდიტი (ბიზენი 70) <10-9> ჰაიმონა (ალენ 44) გორი /
აგერო (დე’მარკი 57) გირალდინი (მანიჩი 67) კისტოლინი (ჩიტადინი 57) ბიაჯი (ფუზერ 67) ფურნო; მინტო ფავარო (ვუნისა 62) პარისე^კაპ -
3ლ: ფურნო ვენდიტი [საჯ] 2გ: ჰაიმონა ალენ; ჯ: ჰაიმონა
რეფ ქლენზი (ირლ) @ 28/02 ედინბურგი, მარიფილდ (62 188)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...60&d=14251923663:0(2) 10:0(9) 10:5(10) 13:5(16) 13:8(18) 16:8(27) 16:15(38) /
19:15(67) სბ(78შ) 19:22(80+სბ)
საფრანგეთი 13:20 უელსი სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180686.htmlსფრ: დიულენ იუჟე ლამერა (ბასტარო 18) ფოფანა (ტალე 70) გიტუნ <10-9> ლოპეს პარა (ტიუ-ბორდ 53) /
ბენ’არუ (დებატი 53) გირადო (კეიზერ 53) სლიმანი (ატონიო 53) ტაოფიფენუა (სიუტა 62) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ლე’რუ შული (გუჟონ 74) -
ლ: დიულენ; გ 2ჯ: ლოპეს
უელ: ჰაფპენი ნორს დევის რობერთს ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 75) ვებ /
ჯენქინს (ჯეიმზ 70) ბოლდვინ (ჰიბარდ 70) ლი (ჯარვის 80) ჩართერის (ბრ.დევის 70) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 70) ფალეტაუ -
ლ: ბიგარ; 5ჯ: ჰაფპენი
რეფ პეიპერ (აფრ) @ 28/02 პარიზი, სან’დენი (80 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...87&d=14252234830:3(8) 3:3(18) 3:6(29) /
6:6(49) 6:9(52) 6:14(60) 6:17(65) 13:17(69) 13:20(74)
ირლანდია 19:9 ინგლისი სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180687.htmlირლ: რ.ქარნი ბოუ პეინ (ჯოუნზ 71) ჰენშოუ ზიბო <10-9> სექსთონ (მედიგან 55) მარი /
მაკ’გრას (ჰილი 59) ბესთ (შ.ქრონინ 74) როს (მორ 58) თოუნერ (ჰენდერსონ 66) ო’ქონელ^კაპ; ო’მანი ო’ბრაიენ (ო’დონელ 25) მერფი -
ლ: ჰენშოუ; გ 4ჯ: სექსთონ
ინგ: გუდ ვოთსონ ჯოზეფ (თველვთრიზ 68) ბარელ ნოულ <10-9> ფორდ ბ.იანგს (ვიგლსვორს 68) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 66) ჰართლი (თ.იანგს 54) ქოულ; ეთვუდ (ისთერ 68) ქრუზ; ჰასქელ (ქროფთ 62) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
2ჯ ა: ფორდ
რეფ იუბერ (აფრ) @ 1/03 დუბლინი, ავივა (51 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...01&d=14252979883:0(2) 6:0(9) 6:3(12ა) 9:3(30) /
12:3(48) 19:3(53) 19:6(59) 19:9(68)
ექვსი ერი 2015ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 # უელსი 16:21 ინგლისი გარსეზ (სფრ)
07/02 იტალია 03:26 ირლანდია გოზერ (სფრ)
07/02 საფრანგეთი 15:08 შოტლანდია ოუენს (უელ)
14/02 ინგლისი 47:17 იტალია ლეისი (ირლ)
14/02 ირლანდია 18:11 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
15/02 შოტლანდია 23:26 უელსი ჯექსონ (ზელ)
28/02 შოტლანდია 19:22 იტალია ქლენზი (ირლ)
28/02 საფრანგეთი 13:20 უელსი პეიპერ (აფრ)
01/03 ირლანდია 19:09 ინგლისი იუბერ (აფრ)
3 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშირლანდია 6 +40 3/1 3-0 63:23
ინგლისი 4 +25 8/5 2-1 77:52
უელსი 4 +5 4/5 2-1 62:57
საფრანგეთი 2 -7 2/2 1-2 39:46
იტალია 2 -50 6/9 1-2 42:92
შოტლანდია 0 -13 4/5 0-3 50:63
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
14/03 უელსი 18.30 ირლანდია ვოლშ (ავს)
14/03 ინგლისი 21.00 შოტლანდია პუატ (სფრ)
15/03 იტალია 19.00 საფრანგეთი დოილ (ინგ)
21/03 იტალია 16.30 უელსი პოლოქ (ზელ)
21/03 შოტლანდია 18.30 ირლანდია გარსეზ (სფრ)
21/03 ინგლისი 21.00 საფრანგეთი ვოლშ (ავს)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (2/03)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8823, 3(4) ირლანდია 8638,
4(3) ინგლისი 8511, 5 ავსტრალია 8295, 6 უელსი 8285,
7 საფრანგეთი 7896, 8 არგენტინა 7823, 9(10) სამოა 7539,
10(9) შოტლანდია 7522, 11 იაპონია 7470, 12 ფიჯი 7457
13 ტონგა 7412, 14 იტალია 7308, 15 საქართველო 7119,
16(17) შტატები 6761, 17(16) რუმინეთი 6703, 18 კანადა 6683,
19(20) რუსეთი 6473, 20(19) ურუგვაი 6358, 21 ესპანეთი 6161,
22(23) პორტუგალია 5837, 23(22) ნამიბია 5827, 24 კორეა 5722
+/-: იტა 189 შტლ, უელ 114 სფრ, ირლ 72 ინგ
* რუს 116 რუმ (16:13 შ, საქ 43 ესპ (26:13 გ, პორ 43 გერ (11:3 შ)
@