cliffordდა ამიტომ უნდა ვეცადოთ ამ სულისკვეთებით აღიზაროდს თაობები რომ ეს შემოჩენილი მანკერებეი განვაგდოთ და იმ ქარტველებს ვემსგავსოთ ვინც იგებდა დიდგორს, მარტყობს, მარაბდას, ვისთვისაც ქალის კულტი ოჯახის სიწმინდესთან ერთად ხელსეუხებელი იყო, ამიტომ უნდა გახდეს რაგბი სპორტის ეროვნულ და საყველაო სახეობად...
ცნობილი პედიატრის რჩევები – ყარამან ფაღავა
"დიდ ბიჭებს რაგბის ვურჩევ. ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ის გაჟღენთილია სოციალური მისიით. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თქვენს ვაჟს სულ ცოტა 15 მეგობარი მაინც ეყოლება."
http://mshoblebi.ge/janmrtheloba/aqtualuri...s-rchevebi.htmlრაგბის პრინციპები მინისტრის ცხოვრებაში – დავით სერგეენკო
"ბედნიერი ვარ, რომ სპორტის ეს სახეობა ავირჩიე და წლები გავატარე ამ სამყაროში, რომელმაც ბევრი რამ მომცა - არა მხოლოდ პატარა გამარჯვებებით მოგვრილი სიხარული, არამედ ღირებული თვისებები და ჩვევებიც, რაც ახლაც მეხმარება საქმიანობაში. არ მინდა მიწყინონ ფეხბურთელებმა და სხვა გუნდური სპორტის მიმდევრებმა, მაგრამ რაგბიში კატეგორიულად იკრძალება შემდეგი: არ უნდა იკადრო უკადრებელი, მაგალითად, ფეხის დადება, რაგბიში ეს არათუ იკრძალება, დიდი სირცხვილია და შესაძლოა, გუნდმა გაგრიყოს. კარგია, თუ დიდი რაგბი ითამაშე, დიდ გუნდებში დიდ გამარჯვებებს მიაღწიე, მაგრამ ამ სპორტით მიღებული ცოდნა მიგყვება მუდმივად და გიადვილებს ცხოვრებას, ბევრის გადალახვას შეგაძლებინებს. ჩემთვის განსაკუთრებულია ადამიანი, რომელსაც რაგბი აქვს ნათამაშები. ე.ი. პირველი, მეორე, მესამე დონის სელექცია - ფილტრაცია აქვს გავლილი და უკვე ხვდები, ვისთან გაქვს საქმე, მიენდო თუ არა, რადგან საერთო ღირებულებები გაქვთ ბევრ საკითხში. კომფორტული და ღირსეული ურთიერთობების კოდია რაგბი."
http://www.kvirispalitra.ge/public/21289-r...hovrebashi.htmlშოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი (მე–12 საუკუნე)
მაშნდელი ბურთაობა – დღევანდელი რაგბის გენეტიკური წინაპარი...
13
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
67
"მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!"
328
"იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა".
333
"მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან"!
477
"მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა".
823
"ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა"?
1122
"ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა".
მე–18 საუკუნე – მეფე არჩილი - გაბაასება...
"დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები,
მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები,
რადაბრაგანს და გადრზედა მარჯვეთ იხმაროს ხელები,
წავლა-წამოვლა, ცხენს ჯდომა მწვედ ვარგა ნასახელები".
ლელო-ბურთი ვახსენეთ ეს უძველესი ქართული სპორტის გუნდური სახეობა, რომლის მიზანიც იყო მოწინააღმდეგის პირით ხაზთან ბურთის მიტანა.
გაზეთი დროება, 1882 წელი¹#74 გვამცნობს: სოფელ კულაში თავადი მიქელაძის თაოსნობით გამართულ ლელო-ბურთში 1,500 ქვეითი და 500 მხედარი იღებდა მონაწილეობას. ¹¹
1897 წლის გაზეთ "კვალის" მე-20 ნომერი გამცნობს: გურულებს ურთულეს ბრძოლაში, დღის ოთხსა საათზე დაუმარცხებიათ მეგრელები ლელობურთისას. დღის ოთხ საათზე მეგრელებს რომ უნდა დაეგვირგვინებინათ მძლავრი იერიში, გურულების ჯგუფს შავარდენივით ჩაუქროლებიათ და დაუმარცხებიათ რიონს გაღმელები..."
გაზეთ "ივერიის" 1890 წლის მე-60 და 75-ე გამოცემები გვამცნობენ მეგრელ მღვდელზე, რომელსაც ისე შეჰყვარებია ლელო-ბურთი, რომ თამაშისას ბურთს ის აგდებდა, ხოლო გამარჯვებული გუნდი მისდამი პატივსაცემად ხეს ფესვებიანად, შიშველი ხელებით სთხრიდა და მას საყდარში უსახსოვრებდა... ბათუმში ყველაზე დიდი ლელო-ბურთი კვირაცხოვლობას კახაბრის ველზე იმართებოდა, ხოლო ქუთაისში საფიჩხიაზე, ხარაზოვის ბაღის მიმდებარედ.
უკვე XX საუკუნიდან კი ვინმე ისაკ კიზირიამ ლელო-ბურთის ახალი წესები დაწერა, ქვეყნიერებას გააცნო და მოაწონა. ამ წესების თანახმად, თითოეულ გუნდში 13-13 კაცი თამაშობდა. თამაში ერთი საათი, ორი თანაბარი დროისგან შემდგარი პერიოდით შედგებოდა, სათამაშო მინდორი შუაზე იყოფოდა, გუნდები ხაზის გასწვრივ დგებოდნენ და წესების დამცველის მიერ აგდებული ბურთის მოსაპოვებლად ხტებოდნენ. ბურთის, როგორც გორება, ისე ტყორცნა დასაშვები იყო ხელითაც და ფეხითაც. ლელოს დადებად ითვლებოდა მოწინააღმდეგის პირითი ხაზის ბურთიანად გადაკვეთა, თამაშს კი ის იგებდა, ვინც მეტ ლელოს დადებდა. ბურთი უხეში ტყავისგან იკერებოდა, მასში მატყლი იპენტებოდა და ძლიერად იკვრებოდა, ფორმა არ იყო ბოლომდე მრგვალი, საშუალოდ რვა კილოს იწონიდა...
აკაკი წერეთლის უბის წიგნაკიდან:
"ქართველების ოდენი სხვადასხვა გვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს… ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს..."
სრულიად ქართული და უნიკალური