შედარებით გაგვრილდი და მგონი ცოტა ადექვატურობა დავიბრუნე (თუ ვარ საერთოდ

)
1. 2012 წლის დასაწყისში ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოვიწვიეთ მილტონ ჰეიგი, ასიტენვი მაიქლ ბრედლი
2. მილტონს დაესახა მიზანი: 2015 წლის მსოფლიო თასზე 2 თამაშის მოგება და სელექციის საწარმოებლად პირადი კონტროლი
3. უჭირდა თუ ულხინდა სხვადასხვა დროს მილტონის გვერდზე ამოცანის სირთულის მიხედვით იდგნენ: ტანა უმაგა, დიდიე ბესი და ბოლოს კელვინი (გვარი ვერადავერ გავიხსენე)
4. ჰეიგი კურირებას უწევდა აკადემიის მუშოაბასა და ასაკობრივ ნაკრებებს
5. უამრავი ექსპერიმენტის, ზოგჯერ დასანანი წაგების თუ ზოგჯერ მოუცნაურო სელექციის მიუხედავად: დასახული მიზანი მიღწეულია - 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მოვიპოვეთ
6. გზადაგზა დავამარცხეთ: სამოა, იაპონია, ტონგა...
7. გუნდი უჩვეულოდ კარგ დაცვას თამაშობს
8. დაცვაზე აქცენტით რაც დასახული მიზნის მმისაღწევად აუცილებელი აღმოჩნდ, იკლო შეტევითმა პოტენციალმა და რეალიზაციის კოეფიციენტმა
9. დისციპლინა მაინც სუსტი წერტილია
10. თაობათა ცვლის მე-2 თუ მე-3 ტალღამ მოგვიკაკუნა
11. გაგვიჩნდა ამბიცია, მართალია ახალზელანდიელმა საჭეთ მპყრობელმა 3 წლის წინ დაანონსებული გიგანტის გაღვიძება ბოლომდე ვერ შეძლო მაგრამ, შეაღვიძა და ჯერ ვიზმორებით და თვალებს ვიფშვნეტთ
12. გვაქვს მომავლის იმედი
თუმცა ის ფაქტი, რომ გუნდი მეტოქის 22-ში, 5-ში 5-12 წუთს ატარებს და უქულოდ გამოდის სიტუაციიდან, ის რომ მაგარ ეპიზოდებს ვერ ვკინძავთ და ის, რომ რეზერვი ოპტიმალური შემადგენლობიდან მაინც მოშორებითაა - ამ გიგანტის გაღვიძებას ხელს უშლის, ხელის შემშლელი ბევრი მიზეზია, მარგამ მოწინააღმდეგის დაუფასებლობა და სხვა ჯერ კიდევ ჩვენი სენია
სამწუხაროდ 6 ერი ჯერ შორია, კარგია თუ "პასიფიქს" დავემატებით
და უკეთესი იქნება თუ მსოფლიოს შემდეგ - ცივ გულზე და ნათელი გონებით დაჯდებით - აბსოლიტურად ყველა, როლებს გადავინაწილებთ და გვექნება ყოველ სიტყვაზე, მოქმედებააზე პასუხისმგებლობაც (მინიმუმ შIნაგანი) და დეტალებში გაწერილი გრძელვადიანი გეგმის შესრულეაბს ყველა ერთად შევეჭიდებით
მელიტონა გასაშვებად არ მემეტება: 15 დან მზარდის ჩათVლით ყველაფერი უნდა მიებაროს 4-5-6 წლით დანარჩენი ვნახოთ
და ბოლოს
ყევლანი (ოჯახებით, მეგობრებით) დავხვდეთ ბიჭებსრომ ყველმ იცოდეს ბორჯღალოსნები შედეგის და მხოლოდ სპორტული ასპექტების გამო არ გვიყვარს, ვეტერანიც და დღეს ბურთის პირველად ხელში ამღებიც ერთი ორგანიზმია, რომელთან ერთად ვსუნთქავთ, გვენერვიულება, გვტკივა და გვიხარია
მეამაყება