1’020 დღის თავზეო ინგლისმა შემოდგომის ტესტების ჩაროზად მეორე ტაიმში მოაშთო ავსტრალია,
წელი წაუგებლად გაასრულა და მსოფლიოს პირველ გუნდად გახდომაც დაისახა მიზნადOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმი = ქვემოთაარაგბის სამშობლოს ბოლო’ჯერ 24 წლის წინ (1992) მოეგო ყველა, 6’ვე ტესტი, მას აქეთ კი თამაში გაპროფესიულდა და დატვირთვაც გაორმაგდა. "ვარდები" კალენდრის უკუღმართობის გამო 2016 წელს ზელანდიას ეგრეც არ შეხვედრიან, მაგრამ პრინციპული მეტოქე - ავსტრალია კი 4-ჯერვე ძლიეს ოზი’ვე გურუს, ედი ჯოუნზის თავ’კაცობით
ამან შარშანდელ მსოფლიო თასზე, შინ ხელ’მოცარულ გუნდს "ექვსი ერი" სლემით მოაგებინა, მერე ზაფხულისა და შემოდგომის ტესტებიც 100’პროცენტიანი შედეგით გაავლევინა, მაგრამ "ოლ ბლექსის" ჯობნას მაინც არ ჩქარობს: ამბობს, ჩვენსავე თავს ვერ გავუსწრებთ, მთავარი კი ისაა, რომ აქედან 1’020 დღის თავზე, საღამოს რვაზე, ფორმის პიკს ვუწიოთ, რათა 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ვიმარჯვოთო
კონტრასტულ ყაიდაზეავსტრალიას ფული ისე უჭირს, რომ სეზონში ყველაზე მეტ ტესტსა მართავს. ინგლისთან რკენა სარკმლის გარეთ რომ მოხვდა, ვოლაბებს ფრანგულმა კლუბმა დაუკავა 9 ნომერი ვილ გენია, ბრიტებს კი საგაისო 6 ერზეც დააკლდებათ დაშავებული 8 ნომერი ბილი ვუნიპოლა, ვისაც ოზებთან ჩინებულად შეეხიდა ძირით ფიჯელი ნეითან ჰიუზი
ამან 19 წაღებით ბურთი ხეირის ხაზზე 73 მეტრით წინ წაწია, სტუმართაგან კი საუკეთესო მაჩვენებელი ისევ უკანა ბექებს - იზი ფოლაუს (97) და სეფა ნაივალუს (95) აღმოაჩნდათ. კონტრასტულ ყაიდაზე მორაგბე გუნდებს სტატისტიკაც განსხვავებული მოუგროვდათ: ინგლისმა ფეხით ორჯერ მეტი ურტყა 18-9 და ნაკლები იპასავა 131-148, მაგრამ ბოჭვა მეტი შეასრულა 136-105
სხვა მაჩვენებლები თითქმის ტოლი იყო, ტაიმები კი ერთ’ურთს არა ჰგავდა: ოზებმა პირველის 71% მეტოქის ნახევარზე გაატარეს და ბურთიც დროის 65% ეპყრათ, შესვენების შემდეგ კი ბრიტებმა იძალეს - ტერიტორიის 82% და ფლობის 61
ლუდით დალოცესწაგებულსა და მედიასაც ისევ არ მოეწონათ მსაჯობა. ცოტა იღბლის ამბავიცაა და ირლანდიელმა ტელე’რეფმა, პითერ ფითს’გიბონმა 5-ჯერვე (!) ინგლისის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი: ოზებს ვერ ჩაუთვალა სამი ლელო; ბრიტებს უბოძა ეშხიანი, მაგრამ საჭოჭმანო; და სტუმრებს ბოლოს კაციც გაუსინბინა. და კიდევ, მოედანზე მყოფმა სამეულმა ვერ შენიშნა "წინ პასი", რასაც ბრიტთა მესამე ლელო მოჰყვა
თამაშის’წინა სამზადისი ტრადიციულ კაფიაობაში გაილია. ორივე ბანაკმა ამხილა მეტოქე შერკინების წესთა სისტემატურ დარღვევაში. ამით, როგორც გამოჩნდა, ავსტრალიამ მეტად იხეირა და პირველ ლელოზე მეტოქის შეგორებაზე (!) იხელთა ბურთი, მაგრამ ნამატჩევს მოშუღარნი შერიგდნენ, გამარჯვებულის გასახდელში შეიკრიბნენ და ოდინდელი ადათით, რაგბი ლუდით დალოცეს
ვოლაბთა მოძღვარ მაიქლ ჩეკასაც გული მოუბრუნდა ჯოუნზზე და აქო ვიზავი, ინგლისს ერთობ მცოდნედ წვრთნის; მეტიც, ვარდები თავიანთ სტილს - წნეხზე დაფუძნებულ, კონსერვატულ რაგბს ერთგულობენ და ზედიზედ ამიტომაც იმარჯვებენ, ჩვენ კი, როგორც არ ვეცადეთ, მაინც ვერაფრით ავლაგმეთ მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოსული მეტოქეო
შეცდომებით იხეირესინგლისმა 4 ლელო დადო, ავსტრალიამ - ორი. ვარდებმა ორი თავად შექმნეს და ორზეც მეტოქის შეცდომით იხეირეს. ბრიტებმა კარს მაშინღა ააცილეს, თამაში რომ მოგებული ჰქონდათ, ოზებმა კი თავიდანვე დაახაიეს გასატანი ჯარიმა და ბოლოს - გარდასახვაც, რითაც გაფრევების შანსი დაკარგეს
პირველი ლელოს წინ დეინ ჰეილეთ-პეთის გადაკიდებულს მისდია დევიდ პოქოქმა და ოუენ ფარელი დაატყვევა, ხოლო მაიქ ბრაუნს ბურთი თავის ლელოში დაუვარდა და ტევიტა კურინდრანიმ დაუმიწა, მაგრამ ანალიზით დადგინდა, რომ პოქოქისგან ბურთი წინ წასულიყო
ბრიტებმა თავიანთ 5’მეტრა შტრიხზე წააგეს შერკინება, იერიშში ჩართულმა ჰეილეთ-პეთიმ კი შორს მიაწოდა ნაივალუს * 0:7 @ 9’
ფოლაუს რეიდის შემდეგ ხაზს იქეთ გადააღწიეს ჯერ სეკოპე კეპუმ და მერე კურინდრანიმ, მაგრამ ზედახორებში ტელე’რეფი ორივეჯერ დამცველს მიემხრო და ბერნარდ ფოლიმ ხეირად რგებული ჯარიმაღა შეაგდო * 0:10 @ 15’
შემტევს მიემხრომეორე მეოთხედში ინგლისი გათამამდა. ზანგი მარლენდ იარდი მიზანთან ახლოს იყო და ფარელმა მეორე ჯარიმაც გაიტანა * 6:10, მერე კი გენიას დუბლიორმა, ნიქ ფიპსმა ბურთი შეაჩეჩა კეპუს; ამან ხომ ვერ აიღო და ოვალს კიდევ მიარტყა ხელი, ფარელმა კი ფეხით გაუგორა და ჯონათან ჯოზეფმა სპრინტი მოუგო მაიქ ჰუპერს * 13:10 @ 30’
თომ ვუდი კისერში წაეტანა პოქოქს და ანგარიში გათანაბრდა * 13:13. ფოლიმ ტაიმის ბოლო დარტყმით მაინც დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ინგლისმა მეორეში ავსტრალია ლამის უბურთოდ დატოვა და ქულებით 24:5 აჯობა
ვარდების მეორე ლელოზე ჯოზეფმა დიაგონალზე შეუცურა იარდს. ამან და ფოლაუმ ბურთი რიგ’რიგობით დაამიწეს. ვიდეოზე ჩანდა, რომ იარდმა მარცხენა მტევნით წინ გააგორა ოვალი და მერე მარჯვენათი შეეხო, მაგრამ ტელე’რეფი ამჯერად შემტევს მიემხრო * 20:16 @ 46’
ბუნების დამცველადმალევე ჰიუზმა შერკინებიდან რომ გაილაღა მოკლე ფრთაზე, ბრიტებს ჯარიმა ერგოთ. ოზებმა უკან’დახევისას ზურგი აქციეს მეტოქეს. ჰოდა, ბენ იანგსმა უცებ გაათამაშა და ფინტით გააცურა ფიპსი * 27:16 @ 52’
ავსტრალიამ ერთად’ერთი სალელოე მომენტიღა შექმნა - ფოლაუს გარღვევის შემდეგ, ფაზაობისას, ბურჯმა კეპუმ გააბითურა მწყობრში მდგომი კოლეგა, ჯო მარლერი, მაგრამ ფოლიმ გარდასახვა გააცუდა *30:21 @ 66’
ჰეილეთ-პეთი პასის შემდეგ დაეჯახა ბრაუნს და დაარეტიანა, რის გამოც დაითხოვეს, ავსტრალიამ კი თავის მეოთხედში რომ გაშალა თამაში, ერთი წლით, აფრიკაში, რაგბიდან "ბუნების დამცველად" მიმავალმა პოქოქმა მომსხეპი პასი სცადა და ჯოზეფმა ჩაუჭრა * 37:21
შვიდმა მინუსითბოლოს კიდევ ვარდები უტევდნენ და ჰიუზმა კინაღამ შეიტანა ლელო. ინგლისმა სეზონი (ფიჯიანად) 13-0 ბალანსით დაასრულა, ავსტრალიას კი იგივე მაჩვენებელი 6-9 გაუხდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ 4 ვარდებთან წააგო, 3 ოლ ბლექსთან, ანუ "დანარჩენ რაგბეთს" 6-2 აჯობა
წლის ორი ლიდერი იმდენად სჯობდა სხვებს, რომ "პირველი დონის" ათიდან შვიდმა (!) ქვეყანამ სეზონი მინუსით დაასრულა, კივები კი "სთივ ჰანსენის ხანაში" (2012-16) მინიმუმ 24%-ით სჯობნიან მდევრებს
შემოდგომის ტესტები * 2016ჩაროზი
ინგლისი 37:21 ავსტრალიაინგ: ბრაუნ იარდ ჯოზეფ ფარელ (თეო 67) მეი
<10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 63) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 59) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 59) ქოულ (სინქლერ 67)
ლოზ ქრუზ (იუელს 73) რობშოუ (ჰარისონ 69) ვუდ ჰიუზ -
4ლ: ჯოზეფ (1 4) იარდ იანგს; 4გ: ფარელ 3, ფორდ; 3ჯ: ფარელ
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი სბ 72, კურინდრანი ჰოჯ (ქუპერ 69) ნაივალუ (სპეით 69)
<10-9> ფოლი ფიპს (ფრიზბი 69) /
სიო (რობერთსონ 58) მორ^კაპ (ლატუ 73) კეპუ (სლიპერ 73)
დაგლას (მამ 61) სიმონს; პოქოქ ჰუპერ ტიმანი (მაკ’მან 67) -
2ლ: ნაივალუ კეპუ; გ 3ჯ: ფოლი
რეფ პეიპერ (აფრ) 3/12 @ ლონდონ, თვიქნემ (81 787)
(( ვიდეოს ბმული იხილეთ საითზე, სტატიაში ))0:7(9) 0:10(15) 3:10(19) 6:10(28) 13:10(30) 13:13(35) 13:16(40+) /
20:16(46) 27:16(52) 30:16(58) 30:21(66) სბ(72ა) 37:21(75) ბოლო(80+1)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/12)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9046, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია 8462, 5 უელსი 8255, 6 აფრიკა 8179,
7 შოტლანდია 8067, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,
10 ფიჯი 7646, 11 იაპონია 7422,
12 საქართველო 741413 იტალია 7247, 14 ტონგა 7194, 15 სამოა 7125,
16 რუმინეთი 6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6395,
19 რუსეთი 6325, 20 ნამიბია 6278, 21 ურუგვაი 6066,
22 ესპანეთი 6017, 23 კენია 5928, 24 გერმანია 5899
+/-: ინგ 62 ავს
შემოდგომის ნამატი | ნაკლი * "მსოფლიო რაგბის" მიხედვით
I და II დონეთა 18 გუნდი:
+295 ირლ, +247 ტონ, +103 ფიჯ, +102 ავს, +97 ინგ, +73 იაპ, +62 რუმ, +24 იტა, +23 შტლ, +12 სამ, +6 უელ |
-40 არგ, -58 კან, -62 სფრ, -94 აშშ,
-109 საქ, -179 ზელ, -306 აფრ
I დონის ათი ბობოლა ტოლთა წინააღმდეგ
ძრავი >> სქრამ’ის ბაზა
http://stats.espnscrum.com/statsguru/rugby...sults;type=team2016 ქ % თ მ-წ*ფ სხვინგ 100.0 12 12-0 +152
ზელ 92.8 14 13-1 +341
ირლ 50.0 11 05-5*1 +37
უელ 45.8 12 05-6*1 -30
შტლ 42.8 7 03-4 +9
ავს 40.0 15 06-9 -78
სფრ 33.3 9 03-6 -18
აფრ 33.3 12 04-8 -89
არგ 25.0 12 03-9 -117
იტა 12.5 8 01-7 -207
2012-6 ქ % თ მ-წ*ფ სხვზელ 91.9 62 56-04*2 +1039
ინგ 67.6 54 36-17*1 +352
აფრ 60.7 56 33-21*2 +248
ირლ 54.1 49 25-21*3 +145
ავს 53.8 65 34-29*2 -78
უელ 51.0 52 26-25*1 +90
სფრ 38.8 49 18-29*2 -109
შტლ 27.3 44 12-32 -309
არგ 22.7 55 12-42*1 -622
იტა 11.9 42 05-37 -756
ექვსი ერი * 2017 @ საქართველოს თარიღითა და დროით (# პარ)
04/02 შოტლანდია 18.25 ირლანდია
04/02 ინგლისი 20.50 საფრანგეთი
05/02 იტალია 18.00 უელსი
11/02 იტალია 18.25 ირლანდია
11/02 უელსი 20.50 ინგლისი
12/02 საფრანგეთი 19.00 შოტლანდია
25/02 შოტლანდია 18.25 უელსი
25/02 ირლანდია 20.50 საფრანგეთი
26/02 ინგლისი 19.00 იტალია
10/03 # უელსი 24.05 ირლანდია
11/03 იტალია 17.30 საფრანგეთი
11/03 ინგლისი 20.00 შოტლანდია
18/03 შოტლანდია 16.30 იტალია
18/03 საფრანგეთი 18.45 უელსი
18/03 ირლანდია 21.00 ინგლისი

სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@