რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ
მაგრამ გაჰყევით ბმულებს და ისიამოვნეთ
2013, 2014 და 2015 წლების წინა’თქმებით
არავის მივიღებთო! ბობოლა"ექვსმა ერმა" მსოფლიოზე არნახული მარცხი იგემა,
მაგრამ მაინც ამპარტავნობს, რაგბეთში ჩვენი ბადალი ვერავინააოOvaluri.comxa.com/2016შარშან’წინის’წინ (2013) >> გაღმერთებული და უჩინარი
http://ovaluri.16mb.com/2013/N1/30_ENC-6N.htmშარშან’წინ (2014) >> წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც
http://ovaluri.16mb.com/2014/O1/31_ENC-6N_prv.htmშარშან (2015) >> ახალი თასი და ბრენდიც
http://ovaluri.16mb.com/2015/P2/04_6N0+REC0.htmოქტომბერში იყო, ინგლისი და იტალია პულში რომ ჩარჩნენ, ხოლო ირლანდია, საფრანგეთი, უელსი და შოტლანდია მეოთხედ’ფინალში გააბითურეს სამხრეთის "ოთხ’ერელებმა"
http://ovaluri.16mb.com/2015/PA/21_RWC-Q.htmამის კვალად ეკვატორს ქვემოთ თურმე ქილიკობენ, ეგ თქვენი "ექვსი ერი" მსოფლიო თასის V ადგილის დაგვიანებული პლეი’ოფიღააო, მაგრამ ზვიად ევროპას მაინც თავისი შეჯიბრი ჰგონია საუკეთესო და იქადნება, კიდევ კარგა ხანს არაფერს შევცვლითო:
არც არავის ავიმატებთ, არც ბონუსს შემოვიღებთ და არც განრიგს ჩავაჩოჩებთ ერთი თვით, როგორც რომ ერთიანი, გლობალური კალენდრის მომხრეები გვირჩევენო.
ჯიუტადა დგასელიტამ ტრადიციული წარდგენა წინა ოთხშაბათს (27/01) მოაწყო ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში.
სააგენტოებმა და ბობოლა საითებმა კაპიტნებისა და გურუთა თასიანი ფოტოები გაავრცელეს და რჩეული ციტატებიც მოიტანეს, მაგრამ არ დაცხრნენ "სენსაციას დახარბებული" გაზეთები და ამქრის ირლანდიელ შეფს, ჯონ ფიანს მომავალზეც ჩამოუგდეს სიტყვა.
ამანაც ისეთი პასუხები გასცა, ერთი ხანობა გავიფიქრეთ, ჩვენს მედიას რამდენიმე წლის წინ გაცემული ინტერვიუები შეცდომით ახალი ხომ არ ეგონაო, მაგრამ ნურას უკაცრავად - კელტი უსტაბაში ბარემ ათგზის გასაჯაროებულ აზრზე თურმე აქამდეც ჯიუტადა დგას.
რაგბის მამააოფიანმა ქუთათურ ყაიდაზე ბრძანა, "ექვსი ერი" სრულიად სანაკრებო რაგბის მამააო, რაზეც ვერავინ შეედავება - მორიგი ბრიტანული სეზონი 133’ეა!
უფალმა ჯონმა მაგასაც გაუსვა ხაზი, რომ ტურნირს სარფი მოაქვს და ამდენად, მის მონაწილეებს სტატუს’ქვოს შენარჩუნება ხელს აძლევთ; მაგრამ აჭარბებს, როცა ამტკიცებს, ჩვენი დასი სხვა ევროპულ გუნდებზე უთუოდა და უთუმცაოდ ძლიერიაო - არადა, იტალიამ მსოფლიოზე 10 ქულით’ღა ძლია რუმინეთი.
ირლანდიელი ოღრაში არ მალავს, რომ რაგბის განვითარებაზე ზრუნვა "ექვსი ერის" "სულიერი მისსია" სულაც არაა, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე - მაგრამ არა უახლოეს მომავალში - შეიძლება რამე (!) შეიცვალოს.
ჰოდა, კიდევ დიდხანს არსადაც არ მიგვიღებენ, "ექვსი ერის" ბოლო ტურში კი - ბონუსის ჯიუტად უარყოფის გადამკიდე - გაჩაღდება ყარაჩოხლური ბურთაობა და ისევ ის იჩემპიონებს, ვინც მაჩანჩალას მეტი სხვაობით მოსრავს.
კვაჭები იყოჩესევროპული რაგბის "ჟანრის კრიზისს" ისიც მოწმობს, რომ ექვსიდან ხუთ გუნდს უცხო’ელი მოძღვარი ჰყავს: კელტურ სამეულს - ზელანდიელები: ჯო შმიდტ (ირლ, ვორენ გეთლენდ (უელ, ვერნ ქოთერ (შტლ; ინგლისს - ავსტრალიელი ედი ჯოუნზ; იტალიას - ფრანგი ჟაკ ბრიუნელ; და საფრანგეთს’ღა წვრთნის იქაური გი ნოვეს’ი.
ჯოუნზმა და ნოვესმა გუნდები მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარეს. ტულუზის ექს’გურუ იქადნება, "ლე ბლესაც" შემტევ სტილში ავაბურთავებო, ედიმ კი თავზე ცივი წყალი გადაასხა პუბლიკას, ლაღი რაგბი სამხრეთული ფენომენია, ხოლო თქვენთან მატჩის ბედს სტატიკა, ღლეტვა და კარში დარტყმა წყვეტსო.
შეიცვალა კაპიტანთა ნახევარიც. სამივე დაწინაურებული კვაჭია: გიან გირადო (სფრ, რორი ბესთ (ირლ) და თვით დილან ჰართლი (ინგ, ვისაც 2008 წლიდან 66 კეპი კი მოუხვეჭია, მაგრამ 54 კვირაც უუქმია მსაჯის გინების, თავის ძგერების, კბენის, თვალის თით’ყოფის, იდაყვისა და მუშტის ჩარტყმისთვის!
ორი კათხა იკმარეთობესთმა შეცვალა პოლ ო’ქონელი. ირლანდიას საფუძვლიანად დაემტვრა ლუქ ფითსჯერალდი, ჯონათან სექსთონს კი ქრონიკულად ერყევა ტვინი. ჰართლის წინა’მორბედი, ქრის რობშოუ ძველებურად დგას მესამე ხაზში, ედი კი ბიჭებს სმას არ უკრძალავს და არიგებს, ორი კათხა იკმარეთ და 15-მდე ნუ ახვალთო.
უელსს აკლია სამი დაშავებული ბექი: ლი ჰაფ’პენი, რის ვებ და სქოთ ვილიამს და კაპიტანი სემ ვორბერთონ’იც ბევრი უცდება. შოტლანდიას ფორმაში ვერ ჰყავს გლაზგოელები - ფინ რასელ და სთიუართ ჰოგ, ხოლო საფრანგეთს სტარტზე თუმც აკლია ვეზლი ფოფანა, ნოვესმა აიმატა 7-კაცაში თავ’გამოჩენილი ფიჯელი, ვირიმი ნაკატავა.
იტალიის კვაჭად დაიწებს ალბანელი (!) ორნელ ჯეგა, ჩვენ კი 2019 წელს, იაპონიაში ასპარეზობა შარშანვე რომ დავიბევეთ, "რაგბი ევროპაზე“ იმად’ღა ვთამაშობთ, რომ სხვა ასპარეზი ჯერ არა გვაქვს და თანაც ახალგაზრდობა უნდა გავზარდოთ და გამოვაწრთოთ.
თაობათა მონაგარისაქართველოსთვის ეგ ტურნირი მსოფლიოს შესარჩევი რომ აღარაა, როცა კვალიფიკაციის ჟამი მოატანს - 2017 ან|და 2018 წელს, სხვებს თურმე ჩვენთან ნათამაშევი აღარ ჩაეთვლებათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქომაგი ბორჯღალოსნებისგან სულ გამარჯვებას ითხოვს და თაობათა მონაგარსაც ჭირდება შენარჩუნება:
რაც უნდა იყოს, ერთა’თას-ყოფილის 8-გზის ფალავნები ვართ, 16 სეზონიდან ათში (!) პირველ ადგილზე დაგვიფინიშებია, 5-ჯერ სლემიც გაგვიხერხებია და ქულათა 85.6% მოგვიხვეჭია, მაშინ როცა ამავე პერიოდში "ექვს ერზე" საუკეთესოს, ინგლისის ანალოგიური მაჩვენებელია ოდენ 69.4%
წლეულს ჩვენი პირველი მეტოქე გერმანიაა, ვინაც "მესამე დონის" სარაგბო ქვეყანაა, ორ’წლიან ციკლში ბოლო ადგილზეა და ექვსეულში დასარჩენად’ღა იბრძვის. გერმანიას აქამდე შევხვედრივართ 4-ჯერ, ყოველთვის მოგვიგია და თან ისე ბარაქიანად, რომ სხვაობა +174გვაქვს, ხოლო ლელოთა ფარდობა 28/2
საქართველო - გერმანია >>
წარსული
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-GER-Past/30 მოვარჯიშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-GER-SQD/23 მოთამაშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-GER-TM/ ექვსი ერი 2016ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# პარ)
06/02 საფრანგეთი 18.25 იტალია დოილ (ინგ)
06/02 შოტლანდია 20.50 ინგლისი ლეისი (ირლ)
07/02 ირლანდია 19.00 უელსი გარსეზ (სფრ)
13/02 საფრანგეთი 18.25 ირლანდია პეიპერ (აფრ)
13/02 უელსი 20.50 შოტლანდია ქლენზი (ირლ)
14/02 იტალია 18.00 ინგლისი ჯექსონ (ზელ)
26/02 # უელსი 24.05 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
27/02 იტალია 18.25 შოტლანდია პეიპერ (აფრ)
27/02 ინგლისი 20.50 ირლანდია პუატ (სფრ)
12/03 ირლანდია 17.30 იტალია გარდნერ (ავს)
12/03 ინგლისი 20.00 უელსი იუბერ (აფრ)
13/03 შოტლანდია 19.00 საფრანგეთი ჯექსონ (ზელ)
19/03 უელსი 18.30 იტალია პუატ (სფრ)
19/03 ირლანდია 21.00 შოტლანდია გა’იუზერ (სფრ)
19/03 საფრანგეთი 24.00 ინგლისი ოუენს (უელ)
<< 16 სეზონის (2000-2015) ჯამი
ქვეყანა ქ% მ-წ*ფ გატ:გაშ სხვ ჩმ სლ ვთინგლისი 69.4 55-24*1 2218:1257 +961 4 1 -
ირლანდია 67.5 53-25*2 1952:1449 +503 3 1 -
საფრანგეთი 66.3 52-26*2 2002:1425 +577 5 3 -
უელსი 56.3 44-34*2 1834:1723 +111 4 3 1
შოტლანდია 25.0 19-59*2 1256:2000 -744 - - 3
იტალია 15.6 12-67*1 1160:2568 -1408 - - 5
<< "ექვსი ერის" ჩემპიონები
საფრანგეთი 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
ინგლისი 2000 2001# 2003^ 2011
უელსი 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 2009^ 2014# 2015#
^ სლემ (10 ქ) # უკეთესი სხვაობით’ღა, ვთ = ვაით’ვოშ (0 ქ)
"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 201606/02 საქართველო ავჭალა 14.00 გერმანია ბიურლე (ბელ)
რუსეთი სოჭი 16.00 ესპანეთი პირს (ინგ)
რუმინეთი კლუჟი 19.15 პორტუგალია ატორასაგასტი (ესპ)
13/02 პორტუგალია ლისაბონი 19.00 საქართველო დევის (უელ)
ესპანეთი მადრიდი რუმინეთი _ (სფრ)
რუსეთი სოჭი 16.00 გერმანია ლიპერინი (იტა)
27/02 საქართველო ვაკე ესპანეთი ვაით’ჰაუს (უელ)
რუმინეთი იაში რუსეთი ლინთონ (შტლ)
გერმანია ჰანოვერი 18.00 პორტუგალია _ (ირლ)
12/03 რუსეთი სოჭი საქართველო _ (ინგ)
რუმინეთი იაში 18.00 გერმანია ბლესანო (იტა)
ესპანეთი მადრიდი პორტუგალია _ (ირლ)
19/03 საქართველო დინამო რუმინეთი ტრენინი (სფრ)
გერმანია კელნი 17.30 ესპანეთი პეტრესკუ (რუმ)
პორტუგალია ლისაბონი 19.00 რუსეთი შარაბა (სფრ)
<< "რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონები
საქართველო 8 2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014 2015
რუმინეთი 4 2000 2002 2005/6 2010
პორტუგალია 1 2003/4
<< ყოველ’წლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები
^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)
საქართველო 10 2001^ 2005 2007 2008^ 2009
2011^ 2012 2013 2014^ 2015^
რუმინეთი 5 2000 2002^ 2004 2006 2010
პორტუგალია 1 2003^ . . . .
<< 16 სეზონის ჯამი (2000-2015)
ქვეყანა ქ% ს თ მ-წ*ფ$პრ ჩმ უ6 სლ გდსაქართველო 85.6 16 80 64-12*4$10 8 10 5 -
რუმინეთი 78.4 16 80 58-20*2$15 4 5 1 -
რუსეთი 62.2 15 74 42-29*3$10 - - - -
მაროკო 60.0 1 5 3-2 - - - #
პორტუგალია 48.1 16 80 35-42*3$8 1 1 1 -
ესპანეთი 36.1 14 70 21-46*3$11 - - - 1
ჩეხეთი 20.7 6 29 6-23 - - - 1
ბელგია 15.0 2 10 0-9*1$4 - - - 1
ჰოლანდია 6.7 3 15 1-14 - - - 1
უკრაინა 6.3 4 20 1-19$1 - - - 2
გერმანია 1.7 3 15 0-15$1 - - - 1
ქ% = (4*მ +2*ფ + პრ) / (4*თ) * 100
ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)
@