ისევ ბილეთის ფასები

კაი, მეც დავწერ ჩემს ვარიანტს:
ადგილების:
2% - უფასოდ
30% - 3 ლარიანი
50% - 5 ლარიანი
10% - 10 ლარიანი
5% - 20-30 ლარიანი (თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე)
3% - 35-50 ლარიანი (თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე)
1) პატარა მორაგბეებს უფასოდ უნდა დაურიგონ.
2) საქართველოში მასის უმეტესობას უჭირს, თუმცა 5 ლარის გადახდის თავი აქვს, ასე რომ ყველაზე დიდი წილი 5 ლ. ღირდეს. მოთხოვნაც ყველაზე მეტად მაგ ფასიანებზეა.
3) ბევრს ეგ 5 ლარიც არ აქვს, ასე რომ შემდეგ ყველაზე მეტი 3 ლარიანი უნდა იყოს.
4) მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აქვს იმის თავი, რომ რაგბის ბილეთებში, კომფორტულ ადგილებისთვის 10 ლარი გადაიხადოს. ასე რომ 10 ლარიანი ბილეთბეის იყოს სტადიონის 10%-ზე.
5) ვინც შეძლებულია და საუკეთესო ადგილები უნდა, + რაგბის დახმარებაც ფინასურად, მივცეთ შანსი და ვაყიდინოთ 20-30 ლარიანი ბილეთები.
6) V კატეგორიის ხალხიდან ვისაც 20-30 ლარზე მეტის გადახდის და რაგბისთვის მეტი დახმარების გაწევის სურვილი აქვს, მათაც მივცეთ ამ სურვილის ასრულების შესაძლებლობა.
ასე რომ მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილი იქნება მგონი.
საშუალო ფასი ბილეთისა, სავსე სტადიონის შემტხვევაში კი გამოვა 6.45 ლარიდან - 7.4 ლარამდე (თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე)
This post has been edited by lankasteri on 22 Jun 2016, 21:18