რადგან მკითხეთ, გავკადნიერდები პასუხით

რუსებს ეს ისედაც დიდი ხანია უნდათ, რუმინელების არ ვიცი, მაგრამ ისინიც არ იქნებიან წინაარმდეგი, ესე მგონია. პრობლემა ყველაზე მეტად ჩვენშია, ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა და, ამ შემთხვევაში, საფუძველიც გვაქვს. მადაც, დივიდენტების მოთხოვნის უფლებაც და ჩვენდამი დამოკიდებულებაც ძალიან შეიცვალა თუნდაც საზაფხულო ტესტების შემდგომ. ასე რომ, რაღაცის დათმობაც მოგვიწევს.
მაგრამ, მაგრამ, არის დიდი პრობლემები. რამდენად გადასალახია ვერც კი ვსაზღვრავ, მე მეჩვენება რომ უფრო ადვილად დამოუკიდებლად შესვლას შევძლებთ, ვიდრე ეს სამი ერი ერთად შეკვრას შეძლებენ.
ჩამოვწერ აქ პრობლემებს (ჩვენ პრობლემებზე ყურადრების გამახვილებით, რასაკვირველია):
ომს, დიპლომატიურ ურთიერთობების არქონას და უტანხმოებებს თავი გავანებოთ და...
1. ფაქტიურად იკარგება ჩვენი ნაკრები რადგან საბაზო ქვეყანა ჩვენ ვართ. მაშინ, აუცილებლად უნდა შეიქმნას "ა" ნაკრები რეგულარული თამაშის საშუალებით, როგორიც დღეს მთავარ ნაკრებს აქვს. ოღონდ, სად უნდა ითამაშოს ამ ნაკრებმა? ასევე რუმინეთის და რუსეთის ნაკრებებმა? როგორი იქნება ქვეყნების მსოფლიოზე გასვლის მექანიზმი? თუ ჩვენი ძირითადი გუნდი იბრძოლებს ბობოლებთან, ევროპაზე დარჩებიან რუმინრთი, რუსეთი და ჩვენი "ა"? თეორიაში ესენი გაარკვევენ ვინ წავა მსოფლიოზე?
2. ვინ იხდის ფულს? თანაბრად? რატომ? თუ ჩვენი მოთამაშეები არიან უმრავლესობა, მაშინ ალბათ ამ ხარჯის გაწევაც პროპორციულად ჩვენ მოგვიწევს. სხვანაირად, ყოველთვის იქნება პრეტენზიები, თქვენ გაფინანსებთო? ჩვენები ჩასვითო და ა.შ.
3. მწვრთნელი. ვინ აირცევს მწვრთნელს? კიდევ ერთი მუდმივი პრობლრმრბის გენერატორი. აქ აქტიური მომხმარებლები არ დამითვლია, მაგრამ არ იქნება 30ზე ძლიერ ზემოთ. ხანდახან ისეთი გაცხარებული კამათია, შიშისგან ჯერ შორიდენ ვუყურებ ხოლმე და მერე მინუჯდები კომპიუტერს. რატომ ეს არ ჩასვეს და რატომ ის არის შემადგენლობაშიო. ეხლა, მსოფლიოს მერე, ჰეიგმა როგორც იქნა დაიმსახურა მეტ-ნაკლები ნდობა

და ნაკრების თამაშის ფონზე ისეთი კამათი აღარაა. თან დავინაზეთ რომ უსამართლოდ სკამზე არ სვანს ხალხს და თვალიც კარგი აქვს. მაგრამ, ეხლა სამი ქვეყნის რაგბის მოყვარულები ვნახოთ რას იზამენ, თან წაგებების ფონზე და თავიდან რომ წავაგებთ (იმედია ყველას არა) ეს უეჭველია. ძალან ძლიერი ნეგატიური ტალღა იქნება და სულ "ჩვენი" მორაგბეების შეცდომების თვლაში ვიქნებით. ვინ და როდის დასვამს საკითხს რომ მწვრთნელი გასაშვებია? რაც მტავარია, რა სიხშირით?

4. ყველაფერ ამას თუ გადავურჩით, სად ჩაატარებს ეს გუნდი საშინაო თამაშებს? კრასნოდარში ნაღდად არა, მაგრამ ასეთი გუნდის საკუთარ მოედანზე ხელში ჩაგდების შანსი პუტინს გამოგლიჯო ძნელია, თან, თუ დაჭირდა 100 000იან სტადიონს გაავსებს თუნდაც პარტიული სიის ხარჯზე. სხვა საქმეა ბობოლები, იმათ რუმინეთმა შეიძლება უფრო დააინტერესოთ, ევროპაა, იქვეა, ახლოა. იქნება ჭიდილი, ბრძოლა, გაწევ-გამოწევა და პენსების მიზომება. შეიძლება გაყო სამზე და დაგრცება 2 თამაში სახლში.
5. ეხლა ზაფხულის და შემოდგომის ტესტები. თუ ცალ-ცალკე ვატარებთ, ეს იმას ნიშნავს რომ ერთიანი გუნდი არ ვარჯიშობს მთელი წელი, ესე გაჭირდება კარგი შედეგის მიღწევა. თუ ერთად ვატარებთ, სანამ ეს 3 კავშირ-ფედერაცია შეათანხმებს ერთმანეთთან და დაბლინთან თავიანთ მიზნებს, წლები გავა და ასევე უკმაყოფილების წყარო იქნება.
6. ახალგაზრდების გამოცდა, თაობათა ცვლა ასევე დიდი პრობლემაა. შეიძლება კი არა და, რარაც მომენტში პოლიტიკა აუცილებლად ჩაყოფს ცხვირს ზუსტად ამ ხვრელიდან. შეიძლება მოედანზე ძნელია თავიდანვე ვინმე ჩასვა შემადგენლობაში, მაგრამ პერსპექტიულების სიაზე ომი ატყდება.
მსხვილი პრობლემებიდან ესენი გამახსენდენ ეხლა და მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მათი გადალახვა.