ამასობაში დიდი 10-ში VII ტური მიილია და სანაკრებო ბატალიების პერიოდში ერთ თვიან პაუზამდე, მხოლოდ VII ტურის ხილვით (რომელიც ასევე გათამაშების პირველი წრის ბოლოსწინა ტურია) თუ დავტკბებით.
არც VII ტურს ჩაუვლია მოულოდნელობების გარეშე.
შაბათს, პირველ სათამაშო დღეს, სამი მატჩი გაიმართა:
ბოლნისის ყოჩებმა შევარდენზე უმასპინძლა თბილისურ ლელო სარასენს და მინიმალური ანგარიშით 17:18 დამარცხდა ჩემპიონთან. ამ მატჩამდე მეტოქეებს ზედიზედ ორ-ორი მარცხი ჰქონდათ ნაგემი. სატურნირო თვალსაზრისით ყოჩები მე-9 ადგილზე დარჩნენ, მიუხედავად მოპოვებული სანუგეშო ქულისა, ხოლო ლელომ თანაბარი ქულებით, მარგამ ურთიერთშორის უარესი ბალანსის გამო მე-3 პოზიცია დაიკავა.
გორის ჯიქმა მეორე საშინაო მატჩი გამართა ახალგახსნილ სტადიონზე თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ და ამჯერადაც დათმო საშინაო რკენა 5:10. რვა ქულაზე ნაკლებით მარცხისთვის ჯიქმა სანუგეშო ქულა დაიმსახურა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, თავისმხრვ მოგებით გალიდერდა ლოკომოტივი.
ყველასთვის მოულოდნელად, ასევე საშინაო მატჩი დათმო ბათუმმა თბილისის არმაზთან 14:18. არმაზს აღნიშნული გამარჯვება ვერ დაეხმარა სატურნირო ცხრილში ადგილის შესაცვლელად, რადგან ეს მათი ჯერ-ჯერობით პირველი გამარჯვებაა. თავისმხრივ სანუგეშო ქულა მიითვალა ბათუმმაც, რომელიც გათამაშებაში მე-5 ადგილს იკავებს.
კვირას, ტურის მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი ორი მატჩი შედგა.
თბილისის აკადემიამავჭალაში უმასპინძლა დებიუტანტ ქუთაისის ბაგრატს და მცირე სხვაობით 11:5 სძლია. ამ მოგებით აკადემია საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა, ხოლო მარცხისთვის მხოლოდ სანუგეშო ქულას დაკმაყოფილებული ბაგრატი მე-8 ადგილზე დამკვიდრდა.
საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც ადგილობრივი აია თბილისის არმიასთან 8:14 დამარცხდა. აღნიშნული მარცხით აიამ მართალია მოიპოვა სანუგეშო ქულა, მაგრამ გასულ ტურში მოპოვებული გათამაშების ლიდერობა ლოკომოტივს გადაულოცა, ხოლო არამიამ მე-6 საპლეიოფო ადგილი დაიკავა.
მომდევნო VIII ტურში, როემლიც 29-30 ოქტომბერს გაიმართება:
ბაგრატი მასპინძლობს ლოკომოტივს
ლელო სარასანსი დიდ დიღომში დაუხვდება ჯიქს
არამაზი ნომინალური მასპინძლის სტატუსით ერკინება ყოჩბს
არმია მიიღებს ბათუმს
ხოლო აკადემია უმასპინძლებს აიას
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-Didi10/სრკ
This post has been edited by GiorgiG83 on 24 Oct 2016, 15:39
მიმაგრებული სურათი