კიდევ კარგა ხანსო ... სამხრეთის ფალავნობის მეორე შაბათს
ზელანდიამ ისევ გაასაღა ავსტრალია და მე-14 წლითაც შეინარჩუნა ბლედისლოუ,
არგენტინამ კი უმწარესი მარცხი აგემა აფრიკასOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!ჩაკირული შაბლონით, მერამდენე წელია, მეორე შაბათსაც იგივე წყვილები რაგბობენ, რანიც სტარტზე. ტასმანის ზღვით გამიჯნულ მეზობელთა რკენა ამჯერად ნაკლებად თვალ’სასეირო გამოვიდა, მაგრამ იმავე შედეგით კი დასრულდა, ხოლო ტრანს-ატლანტურმა ჯახმა დრამატიზმით აჯობა წინა შაბათის შოუს
მაშინ ბოკემ თამაში სასწაურად შემოუბრუნა პუმებს, ამჯერად კი ლათინები მაგრად დადგნენ იმის’და მიუხედავად, რომ ხაზი მთლად დაელეწათ - 13 ნომერი ჰავ’ბექმა შეცვლა, 12 კიდევ - ბურჯმა (!) და გამარჯვების გოლიც მესამე (!) ქიქერმა შეაგდო 38 მეტრიდან
მსაჯობდნენ ფრანგები და ცოდვა გამხელილი სჯობს, სამართლის გაჩენა და ინგლისურად საუბარიც უჭირდათ. აფრიკამ მომწიფებული მარცხი ღირსეულად გადაიტანა, წამხდარი ავსტრალიის გურუმ, მაიქლ ჩეკამ კი უფალ პუატს შეუტია, ჩვენს კაპიტანს, სთივენ მორს მოედანზე თავს არ უყადრებდი, და "ოლ ბლექსის" მოძღვარსაც კანონთა დარღვევით - ჩემს დაუსწრებლად - რად ეთათბირე მატჩამდეო
ჩამშლელი რაგბიჩეკა სიდნის ბრევამ ისე დაზაფრა, რომ შეტევაზე აღარც უფიქრია - ნელი, ჩამშლელი რაგბი ათამაშა ვოლაბებს, რათა შეძლების’და’გვარად ცოტათი წაეგო. მიზანი მიღწეულ იქნა, მაგრამ ზელანდიამ მაინც აიღო პრემია და ვეება, ვერცხლის, დებულებით გარდამავალი "ბლედისლოუ" მე-14 წლითაც (!) დაიტოვა, ხოლო მენცრები აქირქილდნენ, ოზები მაგ რელიქვიას 2020 კი არა, 2030 წელსაც ვერ დაეპატრონებიანო
ძველმა მეტოქეებმა რაზმში მხოლოდ დაშავებულები შეცვალეს. კივებს კვაჭად დაუბრუნდათ დეინ ქოულზი, 12 ნომრად კი ახალბედა - ენთონ ლინერთ-ბრაუნ’ი დადგა. ოზებმა ბერნარდ ფოლი 12-ზე ჩააჩოჩეს და ათად ქვეიდ ქუპერი იხმეს, მაგრამ ეს, ბოლო 5 წელია, დაშინებულია, ხაზის გაჭრაზე აღარც ფიქრობს, მარტო ბურთს ანაწილებს, დაცვაში ფრთაზე იმალება და თუ მაინც უწევს ბოჭვა, შემტევს ოდენ ეპოტინება
სიტყვის მასალადველინგთონში ტრადიციულად ქროდა ქარი. ავსტრალიამ მეტოქეს თავიდანვე აგრძნობინა, არაფერს დაგითმობო, რის გამოც თამაში კინკლაობაში გაილია. სტუმრებმა ჩხუბის’თავად ხელი დაასხეს ფორს’ელ ადამ ქოულმენს, მაგრამ ამას ერთხელ მეტის’მეტი მოუვიდა და ბენ სმითს გვიან რომ დაეჯახა, სინბინი მოიხილა
ზელანდიამ, 2009 წლის აქეთ, შინ ზედიზედ 42 ტესტში იმარჯვა, რაც, რაღა თქმა უნდა, მსოფლიო რეკორდია. კივთა შერკინება ისევ სჯობდა ოზებისას და მეტოქის მოწოდებაზე 4 დერეფანიც მოიგო
"ოლ ბლექსი" ინდივიდუალური და გუნდური კლასითაც ერთობ აღემატებოდა მეტოქეს, ოზებს კი "სიტყვის მასალად" ის თუ’ღა გამოადგებათ, რომ ერთხელ ვილ გენია გაძვრა, ერთხელაც იზი ფოლაუმ უწია წითელ ზოლს, ბოლოს კი ნიქ ფიპსმა კინაღამ გაიტანა ლელო - მაგრამ დამიწებისას არდი სავეა დაეჯახა და დააგდებინა
ჯგროს გაუსხლტაზელანდია თავიდან ბოლომდე წინ იყო - ლელოებით 4/0 იძალა, პასებით 179-84, ნავარდის მეტრაჟით 520-213, ხაზის ჭრით 18-3, ოფლოუდებით 15-6 და დაცვის სიმტკიცითაც 91-79%
პირველ ლელოზე არონ სმითი მბოჭავთა ჯგროს გაუსხლტა, უკან ჩამოთამაშებისას კი ბურჯმა (!) ოუენ ფრენქსმა უსხარტესად უპასა ლინერთ-ბრაუნს, ვინაც კალათბურთულად მიაწოდა იზრაელ დეგს და ამან ფრთაზე შექმნილი 4-კაცა (!) მეტობა გამოიყენა * 7:0
მეორე ლელოზე, დერეფნიდან, არონს წვივში მოხვდა ოვალი, ბოდენ ბარეთი კი სიღრმიდან დიაგონალზე წავიდა, სამუ კერევი მოსრიალდა, ქვეიდმა დეგთან იდედლა, სხვებმა კი დააგვიანეს * 15:6
თავისი ლელოდანმესამეზე არონის აბრაგანი დეგმა მოუხსნა ქვეიდს, ბარეთმა შორს მიაწოდა ბენ სმითს, ამან კი ფრთაზე დაგეზა ჯულიან სავეა, ვინაც ალამთან დაიფრინა ორი * 22:9
მეოთხეზე ბენმა გაჭრა ხაზი და წითელ ზოლში რომ შებოჭეს, არონმა ლელოზე მიუშვა სემ ქეინ’ი, ვინაც მოერია ფოლაუს * 29:9
კივებს ბოლო მეოთხედში კიდევ მიეცათ შანსები, მაგრამ ავსტრალიამ გაუძლო - ამჩატებულმა ქვეიდმა თავისი ლელოდანაც კი გამოიტანა ბურთი. სხვაფრივ, 17’წუთზე შეერყა ტვინი ბებერ ადამ ეშლი-ქუპერს. რის ჰოჯმა ჯარიმა ცენტრის გაღმიდან გაიტანა, თემიდამ კი უარჰყო ოზთა საჩივარი, ფრენქსმა მოლში ქეინ დაგლასის თვალი თით’ჰყოო
ერთი დონისა"ზეპურ სპორტთან რეგიონების ზიარების" პროგრამით არგენტინამ აფრიკა ისევ ჩალალა სალტაში, სადაც შარშანწინ კინაღამ მოუგო. ამჯერად ბოკეს კოკა წყალზე გაუტყდა - 9 დარტყმით მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, მაშინ როცა პუმებს 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდათ (6/6)
წლეულს მეტოქენი აშკარად ერთი დონისა არიან. ბოკე შინ წაგებას იმით გადაურჩა, რომ მარქაფამ გარდატეხა თამაში. სალტაშიც კინაღამ იგივე მოხდა, მაგრამ უგეზოდ მორაგბე ქურციკებს ნაღდად ამოეწურათ იღბლის მარაგი და არგენტინამ ალალად გაიმარჯვა
საწყის მეოთხედში ანგარიში არ გახსნილა. არადა, სამი ბოკეს მიერ შებოჭილ მანუელ მონტეროს შიგ ლელოში გაუვარდა ბურთი. მალე ფრანსუა ლოუს ურჯუკად ბოჭვისთვის პუმებს გაუსინბინეს ბურჯი რამირო ერერა, მაგრამ წინ მაინც არგენტინა გავიდა, ხოლო მონტერო ალამთანღა გადადენეს კიდეზე * 6:3
ქემპიზის რეკორდიარგენტინამ ქიქ’ოფი ხელ’და’ხელ წამოიღო, გადაიკიდა, აიღო, გაშალა თამაში და ხოაკინ ტუკულეტმა გაიტანა ლელო * 13:3, ბოკეს კი დიდი ხნით გამოაკლდა რუან კომბრინკი - წვივი გადაუტყდა
მეორე ტაიმზე ვეღარ გამოვიდა მონტეროც - ბარძაყის კუნთი გაუწყდა. ერთბაშად სამი კაცი დაშავდა 46’წუთზე: ნიკო სანჩესს თავი გაუტყდა, ელთონ იანკისს საზარდული გაეჭიმა, ტომას ლავანინს კი მუხლი გაუხდა საოპერაციო
სამაგიეროდ, ლოუმ ხელ’უკუღმა ოფლოუდით დაგეზა ბრაიან ჰაბანა, ვინაც 65-ე ლელო გაიტანა - გააუმჯობესა ვოლაბი დევიდ ქემპიზის ნაქონი "პირველი დონის რეკორდი" და თამაშიც გაფრევდა * 13:13
არგენტინა უმალ ისევ წინ გაიჭრა ათით: ხუან-მარტინ ერნანდესმა გვარიან მეტობაზე ფრთაზე გადაუკიდა ხუან-მანუელ ლეგისამონს და ეს ჰაბანაზე მაღლა ახტა, მერე კი "ელ მაგომ" ჯარიმაც შეაგდო * 23:13
ჰითით გააგდებინაბოკეს ისევ არგო მარქაფამ - ბებერმა მორნეი სტეინმა გაიტანა ჯარიმები, მაგრამ ვერ გარდასახა პიტერ-სტეფ დიუ’ტოის მიერ ახლოდან შეტანილი ლელო. ამასობაში არგენტინას ტრავმათა გამო მთლად აერია ხაზი: მარტინ ლანდახო შუა’მარბად გადავიდა, ერნანდესს კი უპა მოჰოჟე რომ დაჯახა, "ჯადოქარი" საკაცით გაასვენეს
23:24-ზე სტეინმა არეკნი ააცილა, პუმებმა კი ერთხელაც შეუტიეს და ჰაბანა დაცვაში რომ ჩარჩა თამაშ’გარეთ, სანტიაგო გონსალეს-იგლესიასმა შორიდან დინჯად დაარტყა ჯარიმა, მერე კი ფაკუნდო ისამ ჰითით გააგდებინა დიუ’ტოის ბურთი და მასპინძლები შერკინებაში მკვიდრად დადგნენ * 26:24
ფალავნობა * 2016 * ოთხი ერიმეორე რაუნდი
ზელანდია$ 29:9 ავსტრალიაზელ: ბ.სმით დეგ ფეკიტოა ლინერთ-ბრაუნ (ტამანი’ვალუ 76) ჯ.სავეა (ქრუდენ 66)
<10-9> ბარეთ ა.სმით (პერენარა 66) /
მუდი (ქროქეთ 52) ქოულზ (პარსონს 70) ო.ფრენქს (ფაუმუინა 52)
რეთალიქ (სქვაიერ 70) ვაითლოქ; კაინო ქეინ (ა.სავეა 73) რიდ^კაპ -
4ლ: დეგ (1 2) ჯ.სავეა ქეინ; 3გ ჯ: ბარეთ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ (ჰოჯ 17) კერევი (კურინდრანი 68) ფოლი ჰეილეთ-პეთი
<10-9> ქუპერ გენია (ფიპს 68) /
სიო (სლიპერ 52) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 39-/, 49-53, 64) კეპუ (ალა’ალატოა 52)
დაგლას ქოულმენ სბ 37 (სქელთონ 64) ფარდი (მამ 38) ჰუპერ პოქოქ (ფარდი 64-69) -
3ჯ: ფოლი 2, ჰოჯ
რეფ პუატ (სფრ) 27/08 @ ველინგთონ, ვესთ’პექ (35 372)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...36&d=14722989537:0(9) 7:3(12) 10:3(14) 10:6(21) 15:6(22) 15:9(35) სბ(37ა) ნახ(40+2) /
22:9(48) 29:9(64) ბოლო(80+2)
არგენტინა 26:24 აფრიკა$არგ: ტუკულეტ კორდერო ორლანდო (კუველი 61) ერნანდეს (პიერეტო-ეილან 67) მონტერო (გონსალეს-ამოროსინო 41)
<10-9>სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 46) ლანდახო /
ტეტას-ჩაპარო (არეგი 65) კრევი^კაპ (მონტოჟა 61) ერერა სბ 20;
ალემანო ლავანინი (პეტი-პაგადისავალ 46) მატერა ლეგისამონ (ორტეგა-დესიო 67) ისა -
2ლ:ტუკულეტ ლეგისამონ; 2გ: სანჩეს ერნანდეს; 4ჯ: სანჩეს 2, ერნანდეს, იგლესიას
აფრ: ხუსენ კომბრინკ (ჯ.კრილ 33) მაპუ დე’ალენდე ჰაბანა
<10-9> იანკის (მ.სტეინ 46) დე’კლერკ (პეიჯ 74) /
მთავარირა (კიცჰოფ 46) სტრაუს^კაპ კოხ (ადრიანსე 46)
ეცებეთ დე’იახერ (დიუ’ტოი 46)
ლოუ (ი.კრილ 55) მოჰოჟე ვაითლი -
2ლ: ჰაბანა დიუ’ტოი; გ: ხუსენ;4ჯ: იანკის 2, სტეინ 2
რეფ გარსეზ (სფრ) 27/08 @ სალტა, პადრე ერნესტო (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...52&d=1472339326 0:3(21სბ) 3:3(23) 6:3(30) 13:3(33) ნახ(40+2) /
13:6(43) 13:13(46) 20:13(49) 23:13(54) 23:16(64) 23:21(68) 23:24(74) 26:24(78)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/08)
1 ზელანდია 9630, 2 ინგლისი 8949, 3 აფრიკა 8508,
4 ავსტრალია 8423, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7(9) არგენტინა 8144, 8(7) საფრანგეთი 8075, 9(8) შოტლანდია 8044,
10 ფიჯი 7549,
11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7495
+/-: არგ 132 აფრ, ზელ 0 ავს
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი