წკიპზე გატანილებით ზე 15-ის მეექვსე რაუნდის შემდეგ ავსტრალიის "რებელზი" ისევაც დაწინაურდა,
მაგრამ წითელ პარასკევს პირველად შეხვდება კივებსOvaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))განრიგის შემდგენელმა, ეტყობა, დაინდო ოზები: ამათ შარშან 26-ვე რკენა რომ წააგეს კივებთან, წლეულს 16-დან პირველი ჯახი მეშვიდე (!) რაუნდში’ღა დაუთქვა
ამასობაში აღდგომაც მოახლოვდა. მობურთალებმა ცოტათი რომ მოითქვან სული, ოთხი სრული, 7-მატჩა რაუნდის შემდეგ – შვიდიდან ექვსი (4+2) შეკვეცილი, 6-მატჩაა, ანუ თითოში სამი გუნდი უქმობს
სეზონის მეექვსე ვიქ’ენდზე, ერთი – ტოკიოს თამაშის გარდა, ყველა მასპინძელმა მოიგო. გაიცა 3 პრემია და ერთიც ნუგეში
ბულზს დაემტვრა ლუდ დე’იახერი, ხოლო ჰარიქეინზს – არდი სავეა. სამაგიეროდ, მწყობრში ჩადგა ლეგენდარული ოზი მღლეტელი, დევიდ პოქოქი, ვისაც ბარემ 20 თვეა, აღარ უთამაშია ბრამბიზში. ჰოდა, რაგბეთს ეგ აინტერესებს, ოსტატი როგორ მოერგება რაქის ახალ წესს
შემტევმა დააბიჯაოზელანდიაში და მთელს, 15-გუნდა დასშიც უძლეველი აღარავინაა, რაკი ჰაილენდერზი ჰარიქეინზმა (უპრემიოდ) დააშამათა ... წკიპზე გატანილი ლელოებით * 29:12 (ლ 4/2)
ოთხიდან ორი ნაშვიდკაცარმა ბენ ლემმა დადო ტაიმთა ბოლოს:
პირველში ნგანი ლაუმაპე განდაგან რომ წავიდა, გარე’მარბმა ჭიდილში, აკრობატულად დაამიწა ბურთი. ტელე’რეფს – არონ პატერსონს, ერთი პირობა, ეგონა, რომ კიდეს შემტევმა დააბიჯა, მაგრამ ეპიზოდს რომ ჩაუღრმავდა, ნარინჯის’ფერი ბუცი წითლისგან გაარჩია * 12:5 @ 38’
მეორეში ჰარიქეინზმა 5-მეტრა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია და ლემმა შებოჭილმაც, ცალი ხელით მიაცურა ოვალი ხაზამდე, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ უფრო მკაცრი თემიდა მსგავს ილეთს არ მოუწონებდა * 29:12 @ 74’
ბურჯი – მწმენდელადლემზე არა’ნაკლები ტექნიკა გვიჩვენა ვინს ასომ: ჯორდი ბარეთთან წაბურთავების შემდეგ ალმისკენ ... გაფრინდა და ეგრე დაუდო ბენ სმითს * 22:12 @ 66’
მანამდე ჯორდიმ 51 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 15:12 @ 49’, მისმა ძმამ, ბოდენმა კი ბარემ შუა ხაზიდან მას შემდეგ გაილაღა, რაც რობ თომპსონის გაგორებულს ბენმა ფეხი ააცილა * 7:0 @ 7’
წაგებულთა ორივე ლელო ფიჯელი "ოლ ბლექ"ის, ვაისაკე ნაჰოლოს ანგარიშზეა. მეორეზე ამ ოსტატმა ჩინებულად წაი’ფეხბურთ’ელა, მატჩის კულმინაცია კი ნაღდად 15’ წუთი იყო:
ჰარიქეინზმა თერნოვერიდან წინ გადაკიდა ბურთი; ჰაილენდერმა ტევიტა ლიმ 80 მეტრიდან წამოიღო – ბევრიც ირბინა, შეიცურა და იღბლად მოედანში დატოვა, მაგრამ მწმენდელად გადაეყარა ბურჯ (!) ბენ მეის, ვინაც გორვით გადაიტანა ოვალი კიდეზე
გამოქანებული შევარდასხვა თამაშები, რა თქმა უნდა, ამ დონისა ვერ იქნებოდა, მაგრამ მათაც არა უშავდათ რა
ქრაისთ’ჩერჩში ციოდა და წვიმდა. სტუმარმა ბულზმა ერთი კარგი ლელო გაიტანა – ტრევის იშმაილი ფრთიდან რომ დაიძრა და მბოჭავები ზედიზედ მოატყუა * 7:14, სხვაფრივ კი ქრუსეიდერზმა კლასით ერთობ დაჩაგრა იაპები და პრემიაც აიღო * 33:14 (ლ 5/2)
კივებმა ჯერ წყვილი ლელო შეიტანეს მოლით, მერე კი დუბლი შეასრულა ნორჩმა შუა’მარბმა ჯექ გუდჰიუმ – მორკინალივით დაასრულა "აიღე და მიეძალე" და გამოქანებულიც შევარდა კარში; ბოლო, პრემიის მომტან ლელოზე კი მიჩ ჰანთის აბრაგანი ჩამოაგდო მანასა მატაელემ და ჯორჯ ბრიჯმა ახლოდან აჯობა ორს
დანავსული არგენტინამოლს ძალუმად აგორებენ ავსტრალიის ახალი ყოჩი – რებელზი და აფრიკის ფალავანი ლაიონზი. ოზებმა შარქსზე სამჯერ იძალეს და სამჯერაც ახლოდან, ხაზის გაჭრით გასხლტნენ * 46:14 (ლ 6/2), იაპები კი სამ სეზონში მესამედ ეწვივნენ დანავსულ არგენტინას და ხაგუარესთან მესამედაც დამარცხდნენ * 35:49
ჯამში დაიდო 11! ნაქები ლაიონზი ერთად’ერთხელ დაწინაურდა სილვენ მაჰუზას სპრინტ-სლალომით * 14:10 @ 23’, სხვაფრივ კი ლათინები
გაშლილად, გრძელი პასებით ბურთაობდნენ და ხაზსაც იოლად ჭრიდნენ
პირველსავე შეტევაში ასე გაიჯეჯილა მარბიელმა პავლო მატერამ, გარე’მარბმა ემილიანო ვოფელიმ კი დუბლი რომ შეასრულა, მელელოვეთა დოღს ლიდერობს
აცრილნი არ იყვნენსან’ვულვზმა ისევ რადიკალურად გადაიხალისა რაზმი, მაგრამ იქეთ დააწიოკეს ჩიფს’ელმა სტუმრებმა – დამიენ მაკ’ქენზიმ (26 ქულა) და კანადელმა მორკინალმა თაილერ არდრონმა. მეტიც, იაპონელებმა 5-მეტრა დერეფანში უ’არიფ’ულესი ლელოც ყლაპეს – ნეითან ჰარისმა მწყობრში პირველ კაცს მისცა და მისგანვე მიიღო * 61:10 (ლ 9/2)
ფათერაკი შეემთხვა რედსს, ვინაც არგენტინიდან აფრიკაში ჩავიდა ... ლონდონის გავლით: ოზები არ აუშვეს სან’პაულუ – იოჰანეს’ბერგის თვით’მფრინავში, რადგან "ყვითელ ცხელებაზე" არ იყვნენ აცრილნი
გათანგულმა ქვინზ’ლენდმა მაინც ბოლომდე იბრძოლა: 32’ წუთზე თუმც * 0:18 აგებდა სთორმერზთან და საათის თავზეც ჩამორჩებოდა * 14:25, ბოლო წუთზე 95-მეტრა სოლო მოაწყო ფიჯელმა ფილიპო ნდაუნგუნუმ, "წითელ დრო"ში კი იაპებმა გაჭირვებით დაამუხრუჭეს და წააქციეს ლელოდან 10 მეტრზე აგორებული მოლი * 25:19 (ლ 3/3)
ზე რაგბი 2018მეექვსე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...35&d=1522101299სტატისტიკის, თორენთისა და ჲუთუბის ბმულები >>
საითზე, სტატიაში http://ovaluri.comxa.com/2018/S3/28_ZE-06.htmქრუსეიდერზ$ 33:14 ბულზ5ლ: სქ.ბარეთ თეილორ გუდჰიუ (3 4) ბრიჯ; 4გ: ჰანთ / სბ: პერი –
2ლ: იშმაილ ფან’სტადენ; 2გ: პოლარდ
რეფ ანსელმი (არგ) 23/03
7:0(16) სბ(26ქ) 14:0(29) 14:7(33) 21:7(40) /
28:7(49) 28:14(69) 33:14(73)
რებელზ$ 46:14 შარქს6ლ: რანგი ამ.მაფი გენია მიქს რ.ჰეილეთ-პეთი საჰანგა; 5გ: ჰოჯ, დებროსინი 4; 2ჯ: ჰოჯ დებროსინი / სბ: მედოქს –
2ლ: მვოვო მ.ლოუ; 2გ: დიუ’პრე ბოშ / სბ: ბოშ
რეფ კუბო (იაპ) 23/03
3:0(2) 10:0(12) სბ(18შ) 10:7(30) 15:7(38) /
18:7(45) 25:7(57) 32:7(64) 39:7(69) სბ(72რ) 39:14(78) 46:14(80+)
სან’ვულვზ 10:61 ჩიფს$2ლ: მასირევა საუმაკი –
9ლ: არდრონ რეთალიქ ჰარის ალაიმალო (4 6) დ.მაკ’ქენზი (5 7) პოლვორთ ვაინუი; 8გ: მაკ’ქენზი
რეფ ჰაუს’თონ (ავს) 24/03
0:7(6) 0:14(14) 0:21(18) 0:28(21) 5:28(36) /
10:28(42) 10:33(45) 10:40(54) 10:47(67) 10:54(75) 10:61(79)
ჰარიქეინზ 29:12 ჰაილენდერზ4ლ: ბ.ბარეთ ლემ (2 4) ასო; 3გ: ბ.ბარეთ; ჯ: ჯ.ბარეთ –
2ლ: ნაჰოლო; გ: სოპოანგა
რეფ ფრეიზერ (ზელ) 24/03
7:0(7) 7:5(20) 12:5(38) /
12:12(44) 15:12(49) 22:12(66) 29:12(74)
სთორმერზ 25:19 რედს$3ლ: დიუფენახე ვ.ლოუ რულ; 2გ 2ჯ: ვილემსე –
3ლ: ტიმუ ალ.მაფი ნდაუნგუნუ; 2გ: ლენს
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 24/03
3:0(3) 8:0(15) 15:0(27) 18:0(32) 18:7(38) /
18:14(42) 25:14(55) 25:19(80) დას(80+3)
ხაგუარეს 49:35 ლაიონზ6ლ: დელგვი ვოფელი (2 5) ორტეგა-დესიო (3 6) ესკურა; 5გ 3ჯ: სანჩეს –
5ლ: ორი მაჰუზა მარქს (3 5) ლ.ერაზმუს; 5გ: იანკის
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 24/03
7:0(2) 10:0(11) 10:7(18) 10:14(23) 15:14(28) 18:14(37) 25:14(40) /
32:14(48) 32:21(58) 32:28(63) 39:28(66) 39:35(68) 46:35(73) 49:35(75)
უქმობდნენ
ვორათაზ, ბრამბიზ, ბლუზ"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ),
14 ბენ ლემ (ჰრქ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 ბილ მიქს (რბლ), 11 რეიმონდ რულ (სთო);
10 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 9 ტე’ტოიროა ტაჰუ’რიო’რანგი (ჩიფ) /
1 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (ხგრ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ჯერმენ ენსლი (რბლ);
4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 თაილერ არდრონ (ჩიფ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 ადამ კორჩიკ (რედ), 8 ხავიერ ორტეგა-დესიო (ხგრ)
სულ: 7 ზელ, 3 ავს არგ, 2 აფრ * 0 იაპ
სტატ’მოწინავენიქულა: 63 ელთონ იანკის (ლნზ); 57 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), ნიკო სანჩეს (ხგრ); 52 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
45 რობერტ დიუ’პრე (შრქ), დამიან ვილემსე (სთო); 38 ბრინ გეთლენდ (ბლუ), ლიმა სოპოანგა (ჰლნ)
ლელო: 6 ემილიანო ვოფელი (ხგრ);
5 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ჯექ მედოქს (რბლ);
4 სოლომონა ალაი’მალო (ჩიფ), ბენ ლემ (ჰრქ), ამანაკი მაფი (რბლ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), ჰოსეა საუმაკი (სნვ)
მეშვიდე რაუნდი (საქართველოს დროით)
რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...ugby-round-7-2/ სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htm პარ 30/03
ჩიფ.ზელ 10.35 ჰლნ.ზელ
რბლ.ავს 12.45 ჰრქ.ზელ
შაბ 31/03
ბლუ.ზელ 10.35 შრქ.აფრ
ბრმ.ავს 12.45 ვრთ.ავს
ბულ.აფრ 19.15 სთო.აფრ
კვი 1/04
ლნზ.აფრ 16.30 ქრს.ზელ
უქმობენ
რედ.ავს ხგრ.არგ სნვ.იაპ
სთრიმები https://www.vipbox.st/sports/rugby.html!!! საუკეთესოა YumTV = HD
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@