ძველთაძველ ოვალზეზე 15-ის მეცხრე რაუნდში ცხრილს სათავეში ჰარიქეინზი მოექცა,
ოზებმა კი ოდინდელი ასპარეზი მოიკითხეს Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))სტუმარ-მასპინძელმა 3-3 თამაში მოიგო. ბონუსი არ გაცემულა მხოლოდ კივურ დარბში, ხოლო სხვაგან 4 პრემია და ერთიც ნუგეში დარიგდა. ჰარიქეინზი თამაშთა რაოდენობით რომ წამოეწია კონკურენტებს, ქულებით დაწინაურდა, პუბლიკა-შეთხელებულმა ავსტრალიამ კი ზე’რაგბი პირველად აწვია "სიდნი ქრიქით გრაუნდ"ს
ეს სტადიონი კარგა ხანს "ახალი სამხრეთი უელსის" სპორტული ცენტრი იყო და ყველაფერი მანდ იმართებოდა. ისტორიკოსებმა მოიძიეს, რომ ვორათაზი და რედსი მაგ "აიქონიქ [წმინდათა’წმიდა] ვენიუ"ზე ბოლოჯერ 1983 წელს შეიბნენ, ისე კი რაგბში 1882 წლიდან –XIX საუკუნიდან – ერკინებიან ერთმანეთს
ქვეიდს არ ავიმატებოფანდმა გაჭრა – თამაშზე 15,648 მოსეირე მოგროვდა, მაგრამ ვეება ოვალის ტრინუბები მაინც კანტი’კუნტად შეავსო. ვერც ბურთაობამ ივარგა – პირველი ლელო ტაიმის ბოლოსღა დაიდო, მაგრამ რომ გაისმა მეორე სირენაც, ვორათაზმა 5 მეტრზე რგებული ჯარიმა გაათამაშა, პრემია გაიფორმა * 37:16, ოზეთში გალიდერდა და სამეულშიც შეიჭრა
რედსი 124-კილოიანმა ფიჯელმა გარე’მარბმა, ტანქელე ნაია’რავორომ დააშამათა: მესამე მეოთხედში ჯონო ლენსს პასი ჩაუჭრა და 60 მეტრი გაირბინა * 20:9 @ 50’, ბოლოსკენ კი ახლოდანაც იძალა * 30:16 @ 72’
სულ ტანქელემ 16 წაღებაზე 185 მეტრით წაწია წინ ბურთი, ხაზი 6-ჯერ გაჭრა და მბოჭავი 7-ჯერ გააბითურა. ვორათაზმა შეინარჩუნა "ბობ თემპლთონის თასი", ძველ მეტოქესთან ზედიზედ მერვედ წაგებული რედსის გურუმ, "ოლ ბლექმა" ბრედ სორნმა კი ჯიუტად გაუმეორა მედიას, უგუნდოდ მყოფი ქვეიდ ქუპერის ამატებას მაინც არ ვაპირებო
მგეზავთა დუელითითო შინა’ომი შედგა ზელანდიასა და აფრიკაშიც და მიხვდებოდით, პირველი გაამართლებდა და მეორე – ვერა
კივებს მოუკეთდნენ მგეზავები – ბოდენ ბარეთი (ჰრქ) და დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ). დუელი პირველმა მოიგო – სამიდან ორ ლელოში დაიდო წილი და მედიაზეც უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინა, მისმა გუნდმა კი * 25:13 იმარჯვა
პირველი ტაიმი ორად გაჰყო ჩიფსის ბურჯის, აიდან როსის მძიმე ტრავმამ. მისი დამტვრევით კლუბს განაცხადში შეყვანილი 6-ვე სპეციალისტი გამოაკლდა, მაგრამ მაინც არა უშავს – სხვებს აიმატებს და პლეი’ოფში მაინც გავა
ლემი თუ ალაი’მალო?ჰარიქეინზის პირველ ლელოზე ნგანი ლაუმაპემ ოფლოუდით შუა ხაზზე გაასერინა მწყობრი ბენ ლემს, ამან კი 40 მეტრი იარა და გზად სამი მბოჭავიც გააბითურა * 7:0 @ 8’
მეორეზე შონ ვაინუიმ რომ დაკარგა ბურთი, ბოდენმა გადაიკიდა და სპრინტი წკიპზე მოუგო ორ’მეტრა ბროდი რეთალიქს * 17:6 @ 43’,
მესამეზე კი ოვალი ბოლომდე რომ ჩათამაშდა, ბარეთმა იქეთა ფრთაზე აუწია აბრაგანი ლაუმაპეს და ამან ენთონ ლენართ-ბრაუნს მოუხსნა *22:6 @ 46’
ლემმა 139 მეტრზე ინავარდა 9 სოლოთი და მბოჭავი 8-ჯერ დაიფრინა. ჯამში მასაც კი აჯობა ჩიფსელმა სოლომონ ალაი’მალომ – 157/15 და 7 თექლ’ბასთი, მაგრამ მისი გუნდი უნუგეშოდ აგებდა მანამდეც, სანამ ბოდენის უმცროსი ძმა – ჯორდი ჯარიმას 45 მეტრიდან გაუტანდა
სამი ძმა და მამაცშარქსი დურბანში 4-მატჩა, ზღვისრეთული ტურნედან გათანგული დაბრუნდა და სასტიკად * 10:40 დამარცხდა ბულზთან, ვისაც ყოვლად უსამართლო კალენდრის წყალობით – ეუქმა!
შარქსში მეორე ტაიმში ერთბაშად სამი ძმა – #10 რობერტ, #7 ჟან-ლიუკ და #20 დანიელ დიუ’პრე თამაშობდა, რაც ზე’რაგბში პირველად მოხდა, მწვრთნელი კი ამათი მამა – რობერტ’უფროსი გახლდათ
აფრიკის რეკორდი – 150-ე ზე’კეპი მოლით შეტანილი ლელოთი აღნიშნა ბოკეს ყოფილმა კვაჭმა ადრიან სტრაუსმა, ზანგმა ზურგმა (#15) ვორიქ ხელანტმა კი, კოკისპირულ წვიმაში, გადაკიდება | შეგორებით ჰეთ’თრიქი შეასრულა
ზედიზედ 34-ჯერ!კალენდრის მდგენელის ოინ’ბაზობით, დაგეგმილი 16 კივურ – ოზური ჯახიდან ჯერ მხოლოდ ორია (!) გამართული და შარშანწინდლიდან მოყოლებული, ზელანდიას ზედიზედ 34-ჯერ უძლევია მეზობელი!
კივეთს ამჯერად ბრამბიზი ეწვია და თუმც ჰაილენდერზს ჯობდა რაქსა და შერკინებაში – საათიღა გაუძლო და მაინც უსიტყვოდ დამარცხდა *17:43 (ლ 2/6)
ორი ლელო გაიტანა უბერებელმა ბენ სმითმა – ჩარბენის შემდეგ 40 მეტრიდან "შიგნით შეტეხა" * 12:3 @ 26’, თერნოვერიდან კი 60 მეტრზე გაჭენდა * 29:10 @ 69’
ამ დროს სტუმრები უკვე გატეხილნი იყვნენ, რაკი მანამდე 5 ქულასღა რომ აგებდნენ და კაც’ნაკლულ მეტოქეს უტევდნენ, ფარენუი ჰაურას გადაცემა ჩაუჭრა ვაისაკე ნაჰოლომ და 90 მეტრი ირბინა * 22:10 @ 61’
ფრე რას გვარგებსოდრამა გათამაშდა მელბურნში – სანამ ნაკრების 9 ნომერი ვილ გენია მოედანზე იყო, რებელზი * 19:6 იგებდა, მაგრამ მესამე ლელოს გატანისას დაშავდა და ოზებმა არგენტინელ სტუმრებთან * 22:25 წააგეს
პირველ ლელოზე გენიამ დერეფნიდან მოაწყო გარღვევა, მესამეზე – შერკინებიდან, ტრავმის გამო კი გუნდს აფრიკაშიც ვეღარ გაჰყვა
საათის თავზე მაგრად გაწვიმდა. ბოლოსკენ ლეონარდო სენატორემ მოგერიებაზე დაუფარა გენიას დუბლიორს, მაიქ რურუს და ვაუტისტა ესკურამ გაიტანა ლელო
ამაზე რებელზი გახელდა და 35 ფაზა აკინძა! რეფმა შემტევს გასატანი ჯარიმა უბოძა, მაგრამ გუნდმა დაიჟინა, ფრე რას გვარგებსო, შერკინება მოითხოვა და "წითელი დროის" მეოთხე წუთზე რაქში დაკარგა ბურთი
ბიბლიური შეხედულებებიმეშვიდედაც წააგო იაპონიის ფრანჩაიზმა – თავისსავით მაჩანჩალა ბლუზთან თუმც 208 (!) ბოჭვა შეასრულა, 40 მაინც გაუცუდდა * 10:24
სან’ვულვზი ერთი ხანობა იგებდა * 10:0, მაგრამ მერე 4 ლელო გაუშვა. დუბლი შეასრულა კივთა გარე’მარბმა ჯორდან ჰაილენდმა: აკირა იოანემ 40 მეტრიდან გაიჯეჯილა, ზელანდიაში წყვილი მატჩის გასამართად ჩასულმა აზიელებმა კი ქრუსეიდერზთან დამწყებ კვაჭად ჯაბა ბრეგვაძე შეიგულეს
ეს ამბავი ჩვენთვისღაა საგულისხმო, თორემ მთელი რაგბული მედია იმის გარჩევითაა დაკავებული, თუ როგორც გაჯორა იზი ფოლაუმ ავსტრალიის რაგბის კავშირი – მეკურტუმეთა შესახებ ჩემს ბიბლიურ შეხედულებებს ნუ აყალბებთო, ხოლო მახვშებმა დასჯა ვერ გაუბედეს, რაკი შიშობენ, ზე’ვარსკვლავი, ემანდ, არ გაგვიფრინდესო
ზე რაგბი 2018მეცხრე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...37&d=1523910873სტატისტიკის, თორენთისა და ჲუთუბის ბმულები >>
საითზე, სტატიაში http://ovaluri.comxa.com/2018/S4/19_ZE-09.htmჰარიქეინზ 25:13 ჩიფს3ლ: ლემ ბ.ბარეთ ლაუმაპე; 2გ 2ჯ: ჯ.ბარეთ –
ლ: ბოშია; გ 2ჯ: დ.მაკ’ქენზი
რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 13/04
7:0(8) 7:3(11) 10:3(15) 10:6(40+) /
17:6(43) 22:6(46) 22:13(60) 25:13(80+)
სან’ვულვზ 10:24 ბლუზ$ლ: ლაფაელე; გ: პარქერ; ჯ: ტამურა –
4ლ: ჰაილენდ (1 4) ა.იოანე პაპალიჰი; 2გ: პეროფეტა / სბ: ტუი’პულოტუ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 14/04
3:0(4სბ) 10:0(23) 10:5(28) /
10:12(51) 10:19(56) 10:24(76)
რებელზ$ 22:25 ხაგუარეს3ლ: მიქს კოროი’მბეტე დ.ჰეილეთ-პეთი; 2გ ჯ: დებროსინი / სბ: ფოქნერ –
3ლ: კანსელიერე მოშანო ესკურა; 2გ 2ჯ: სანჩეს
რეფ ბერი (ავს) 14/04 (5 538)
0:3(8) 7:3(11) 14:3(20) /
14:6(45) 19:6(49) 19:13(51) სბ(56რ) 19:18(57) 22:18(65) 22:25(76) დას(80+4)
ჰაილენდერზ$ 43:17 ბრამბიზ6ლ: სოპოანგა ბ.სმით (2 4) ნაჰოლო ფრიზელ ფ.სმით; 5გ: სოპოანგა 4, ბ.სმით (2) ჯ: სოპოანგა / სბ: სოპოანგა –
2ლ: ნაისარანი პაუელ; 2გ ჯ: ჰაურა
რეფ ო’ქიფ (ზელ) 14/04
5:0(7) 5:3(16) 12:3(26) 12:10(35) /
15:10(48) სბ(52ჰ) 22:10(61) 29:10(69) 36:10(71) 36:17(75) 43:17(80+4)
ვორათაზ$ 37:16 რედს4ლ: გორდონ ნაია’როვორო (2 3) ჯონსონ-ჰოუმს; 4გ 3ჯ: ფოლი –
ლ: ნდაუნგუნუ; გ: ლენს; 3ჯ: თათლ
რეფ გარდნერ (ავს) 14/04 (15 648)
3:0(3) 6:0(18) 6:3(25) 13:3(37) 13:6(40) /
13:9(45) 20:9(50) 23:9(55) 23:16(60) 30:16(72) 37:16(80+)
შარქს 10:40 ბულზ$ლ: ესტერ’ჰეიზენ; გ ჯ: რ.დიუ’პრე / სბ: თ.დიუ’ტოი –
შ + 5ლ: ხელანტ (1 2 4) სტრაუს კოცე; 4გ: პოლარდ 3, ლიბოკ
რეფ სექონდს (აფრ) 14/04
3:0(3) 3:7(6) 3:14(10) 3:21(26) 10:21(40) /
10:28(47შ+სბ) 10:35(79) 10:40(80)
უქმობდნენ
ლაიონზ, ქრუსეიდერზ, სთორმერზჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯჯაბა ბრეგვაძე (სნვ) 16 +52 0/0 0 0 0 6/0 0 1
ნიკა ხატიაშვილი (სნვ) 18 = = = = = = = =
+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ვორიქ ხელანტ (ბულ),
14 ჯორდან ჰაილენდ (ბლუ), 13 ქერთის რონა (ვრთ), 12 ტეიჰორანგი ვოლდენ (ჰლნ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 ვილ გენია (რბლ) /
1 პიერ სკუმან (ბულ), 2 დამიენ ფითს’პათრიქ (ვრთ), 3 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (ხგრ);
4 ვაეა ფიფიტა (ჰრქ), 5 ლუდ დე’იახერ (ბულ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 დევიდ პოქოქ (ბრმ), 8 აკირა იოანე (ბლუ)
სულ: 5 ავს ზელ; 3 აფრ; 2 არგ * 0 იაპ
სტატ’მოწინავენიქულა: 105 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 98 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 86 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
78 ელთონ იანკის (ლნზ); 71 ნიკო სანჩეს (ხგრ); 60 დამიან ვილემსე (სთო); 55 ჯექ დებროსინი (რბლ);
54 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 53 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 46 ჰანდრე პოლარდ (ბულ)
ლელო: 9 ბენ ლემ (ჰრქ);
7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ემილიანო ვოფელი (ხგრ), აკირა იოანე (ბლუ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), მალკომ მარქს (ლნზ), ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), მადოშ ტამბვე (ლნზ), ვორიქ ხელანტ (ბულ)
მეათე რაუნდი რაზმები >>
http://www.planetrugby.com/news/team-track...gby-round-10-3/სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S15_2018_ITN.htmსაქართველოს დროით
პარ 20/04ბლუ.ზელ 11.35 ჰლნ.ზელ
ვრთ.ავს 13.45 ლნზ.აფრ
შაბ 21/04ქრს.ზელ 11.35 სნვ.იაპ
რედ.ავს 13.45 ჩიფ.ზელ
ბულ.აფრ 17.05 რბლ.ავს
შრქ.აფრ 19.15 სთო.აფრ
კვი 22/04ბრმ.ავს 10.05 ხგრ.არგ
უქმობს ჰრქ.ზელ
სთრიმები https://www.vipbox.st/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@