არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა დღეს, ვაჯობეთ რუმინეთს და მოვიგეთ კიდეც.
ნუ თამაშს თუ მოკლედ განვიხილავთ:
დაეტყო ნაკრებს 8 ნომრის თამაში.
ტიპიური მეორე ხაზელები არ გვყავს, ამის გამო ბურთის წამღები მძიმე და ჯანიანი ხალხი არ გვყავს, ნუ მიქაუტაძე იმედია ჯანზე იქნება.
15 ნომერის თამაში არ გამოსდის ხმალაძეს, მაგ კაცის "საქმე" 10 ნომერია და ნუ ვაიძულებთ 15 ის აზროვნებით ითამაშოს. (უაზროდ დარტყმები უნდა ავუკრძალოთ

)
ცენტრში შეტევა და ბურთის წაღება გვაკლდა, ნუ დაცვა ნორმალურად ითამაშეს.
თედომ ვერ ჩაატარა კარგი თამაში.
რაქები და გადაყრა ისევ დიდი პრობლემაა.
კიდე შეიძლება ბევრი ნიუანსის გამოყოფა....
რაც 6 ერი დაიწყო, ბატონი ზაალი სულ ხაზს უსვამს შემტევი გუნდის გადაჯდუფებას. როგორ უტევს 3 კაციანი ან 4 კაციანი ჯგუფები.
ჩვენთან რა ხდება ?! სისწრაფეში ვერ ვახერხებთ გადაჯგუფებას. რამდენჯერაც ჯგუფებად შევუტიეთ ბურთის დავარდნაც არ აყოვნებდა.
This post has been edited by Basmacha on 10 Feb 2019, 00:11
კაცის ღირსება იმაშია, რომ ქვეყნიერებას კაცურ კაცად შერჩეს.