#55233395 · 11 Sep 2019, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოზმა მოდერაციამ ბანი დამადო და ვერ დავწერე წინა დღეებში.
მარა ვკითხულობდი ფორუმს და ვერ გავიგე, ქართული რაგბის რეგრესად და დაღმასვლად რატომ აღიქვა ხალხმა ეს ტესტები (ისევე როგორც ბოლო წლების შედეგები) და მითუმეეტს მილტონ ჰეიგს რას ერჩით.
გაისხსენეთ აბა რა შემადგენლობით ვითამაშეთ 2015 წლის მსოფლიოზე და რა შემადგენლობით ვთამაშოთ ეს ბოლო წლები.
ტონგასთან შერკინებაში გვეყენა:
ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ზირაქიშვილი მიქაუტაძე, ნემსაძე თხილაიშვილი, გორგოძე, კოლელიშვილი
აქედან ზირაქიშვილი და გორგოძე ვაფშე წავიდნენ, ბრაგვეძეს სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის თამაში აქვს მაგის მერე ჩატარებული ნაკრებში, ძირითადის კვაჭი პრაქტიკულად მამუკაშვილია, მიქუტაძესაც ანალოგიურად, (მაგალითად იტალიასთან არც ეს და არც ნემსაძე არ გვყავდა და ლომიძე-ჭეიშვილი გვეყენა ძირითადში), კოლელიშვილიც ტვინის შერყევების თუ დისკვალიფიკაციების გადამკიდევ ვაფშე აღარ თამაშობს ნაკრებში და რა პროგრეს ითხოვთ? ბრეგვაძე-მიქაუტაძე-ნემსაძე-კოლელიშვილი-გორგაძის ნაცვლად რომ მამუკაშვილი-ლომიძე-ჭეიშვილი-ბიწაძე დადგებიან სასტავში, ბუნებრივია არ გვექნება პროგრესი და პირიქით, ჯანშიც გაგვიჭირდება დიდ გუნდებთან. მილტონას ბრალია მითომ ბრეგვაძეს, კოლელიშვილს, მიქაუტაძეს და გორგოძეს რომ სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავდათ? ამ ცუცქირიძე-გორგაძე-გიორგაძის ტრიოსაც ერთად ეთამაშათ არ მახსენდება, მინიმუმ 1 მაინც აკლია ხოლმე, თუ მეტი არა.
ჯანში და მორკინალებიც რომ გჯობნის მეტოქე და ხაზში და სისწრაფეშიც, იქ რა ქნას მილტონამ, ჯადოქარი ხომ არაა.
ამ მსოფლიოზე ასე თუ ისე შევკრიბეთ ოპტიმალური სასტავი და თუ სკამის სისუსტემ და ტრამვებმა არ გამოყოთავი, წესით "პროგრესიც" უნდა დაინახოთ.
|