პირველ ხაზში აშკარად "მაგარ" დღეში ვართ

ზაფხულის ტესტები ითამაშეს ამათმა:
1: გოგიჩა (ვერ ამართლებს იმედებს), აბულაძე (ფაქტიურად არ უთამაშია წელს), ხატიაშვილი (ფაქტიურად არ უთამაშია წელს, თან მგონი გაიტრავმა).
2: ჭყოიძე, ბრეგვაძე, შადრე (ქართული ფრანჩიზა ფორევერ).
3: გიგაშვილი (ბავშვი უჩნდება და არ იქნებაო), პაპიძე (ტოპ 14-ის როტაციის ბურჯი, ლიდერობას ვერ გაქაჩავს), ჯაფარიძე (ტრავმა).
ერთა თასზე ამათმაც ითამაშეს:
1. ნარიაშვილი (ტრავმა).
2. კარკაძე & ნიორაძე (არცერთს არ წყალობენ მწვრთნელები, შეიძლება იმედებსაც ვერ ამართლებენ).
3. ხარაიშვილი (სეზონი ნორმალურად დაიწყო, ბოლოს აღარ უთამაშია, როტაციის ბურჯი, ლიდერობას ვერ გაქაჩავს)
ამათ გარდა პროდ2-ში ბევრი გვყავს ბურჯები, ჩამოთვლას არ დავიწყებ. მაგრამ ტესტ დონის არცერთი.
არიან ისეთი ბურჯებიც ვინც რაღაც მიზეზების გამო არ ჩამოყავთ/არ ჩამოდიან (მიზეზი ზუსტად არ ვიცით), მაგ. მელიქიძე, ჩილაჩავა, ჟვანია, კაკოვინი, ყაულაშვილი, ბურდული, ქართველიშვილი და ა.შ.
ანუ, პირველ ხაზში მაგრად გვიჭირს...
შესაბამისად ვიცით რომ ესპუარებს და ბალღებს დავუძახეთ (ფრანგულმა გვერდებმა დაწერეს), აქედან გამომდინარე ამ პირველ ხაზს მოველი:
1. აბრამიშვილი + ალბათ დაემატება გოგიჩა და აბულაძე;
2. სუთიძე (ამაზე გავიგე აღარ დაუძახესო) + ალბათ 3 შავი მუშკეტერი (ჭყოიძე, ბრეგვაძე, შადრე);
3. ქუნთელაია + ალბათ ხარაიშვილი & პაპიძე (შავი ლომიდანაც შეიძლება დაამატონ ვინმე).
ამათ გარდა შეიძლება დავუძახოთ:
1. მატარაძე, ოდიშვილი;
3. ტაბიძე, ძმანიაშვილი, ჭელიძე.
მარა ნუ ვისაც არ უნდა დაუძახონ აბრამიშვილმა და ქუნთელაიამ ნინიაშვილი თუ არ ჩაატარეს არ ვიქნებით კარგ დღეში
This post has been edited by ferrari1000 on 25 Oct 2022, 23:35