გუშინ ჩემმა შვილმა (7 წლის) ფეისბუქზე ნახა, რომ მსოფლიო თასამდე 100 დღე იყო დარჩენილი და მთხოვა პროგნოზებისთვის ბადე ამომებეჭდა და მიმეცა.
დღეს დილით შევსებული დამახვედრა...


ლევანა, ბუკა და ბიჭების ოპტიმიზმი და ამბიცია მეტად მოკრძალებულად გამოიყურება
უელსი დავამარცხეთ, ფიჯი ზედ მივაყოლეთ, პორტუგალიას გადავუარეთ - ავსტრალიასთან ბონუსი (ნუგეში) ავიღეთ
1/4 ფინალში ჯერ ინგლისი დაგვეჯახა და რომ არ მოეწონა არგენტინას შეგვახვედრა, რომელსაც ასევე მოვუგეთ და
1/2 ფინალში ფრანგებთან მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ ფრანგები მასპინძლები არიან
ბრინჯაო ისევ ავსტრალიასთან გავითამაშეთ და ვერ გადაუწყვეტია დავთმოთ თუ მოვიგოთ
მოკლედ,
ბავშვ(ებ)ის იმედები არ გაუცუდოთ ბეჭებო